x
image
თუთიკო ბერძენა
ფაშიზმის 14 ძირითადი ნიშანი ამა თუ იმ ქვეყანაში
image
უმბერტო ეკომ დაწერა ესე „მარადიული ფაშიზმი“ და გამოყო თოთხმეტი ნიშანი, რომელიც ფაშისტური იდეოლოგიის ამოცნობას აადვილებს. მიუხედავად რიტორიკის განსხვავებებისა, ყველა ეს ნიშანი, ასე თუ ისე, იყო იტალიაში მუსოლინის დროს, ესპანეთში ფრანკოს დროს, ნაცისტურ გერმანიაში ჰიტლერის დროს, ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანაშიც და ახლაც ეს ნიშნებია რუსეთში. თუ გაინტერესებთ, თითოეული ნიშანი რამდენად იკვეთება დღეს ამა თუ იმ ქვეყანაში
1. ტრადიციების კულტი. ფაშიზმის დროს მოდაში შემოდის დროთაგან მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციული ღირებულებები.
სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ არის გამოცხადებული, ასეთი რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ცრურწმენები, ოკულტიზმისკენ და მისტიკისკენ მიდრეკილება.
2. მოდერნიზმის უარყოფა და მიუღებლობა.
ფაშისტების ლიდერებს უყვარდათ ტექნიკა, მაგრამ უყვარდათ თვითონ ტექნიკა და არა მის უკან მდგარი განმანათლებლობის იდეა, რომელზეც დგას პროგრესი. განსხვავებული მოსაზრება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა, კრიტიკული აზროვნება - ეს ყველაფერი ბოროტებაა ისევე, როგორც ზოგადად რაციონალიზმი, რადგან ის ეჭვქვეშ აყენებს დოგმებს.
3. მოქმედებისთვის მოქმედების კულტი.
განათლებული ადამიანების მიმართ ზიზღიანი დამოკიდებულება საბჭოთა გამოთქმაში იყო კარგად აღბეჭდილი: вшивый интеллигент. აზროვნება და ფიქრი არავაჟკაცურია, ხოლო ინტელექტუალური სამყარო ფაშიზმისთვის არის მტერი, ინტელექტუალები კი - საზიზღარი მარგინალები.
4. დაუთანხმებლობა ესაა ღალატი.
გაკრიტიკება არ შეიძლება, აკრძალულია. ნებისმიერი, ვინც არ ეთანხმება ძალაუფლების მქონე ლიდერებს, მოღალატეა ან უცხოელი აგენტი,
5. რასიზმი.
ფაშიზმი ეძებს საყრდენს ადამიანთა თანდაყოლილ შიშზე. ის აერთიანებს მიმდევრებს შიშით არამსგავსებისა და განსხვავებულების მიმართ.
6. განვლილი და განცდილი დამცირება.
ფაშიზმი ეყრდნობა კლასებს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ ეკონომიკური ან პოლიტიკური კრიზისით, ხალხი, რომელმაც გამოსცადა დამცირება, განხიბლვა და ოცნებობს წარსული დიდების დაბრუნებაზე, საუკეთესო ნიადაგია ფაშიზმის აღმოსაცენებლად.
7. შეთქმულების იდეა: სოციალურად წელში გაწყვეტილებს უნერგავენ, რომ მათი სიღარიბისა და მთელი რიგი უბედურებების მიზეზი მტრული შეთქმულებაა. „ჩვენი ქვეყნა მტრების გარემოცვაშია, ჩვენი შურთ, ჩვენი ეშინიათ, ჩვენი დაპყრობა სურთ“. კარგად მიდის ეს პუნქტი ქვეყნის შიდა მტრების არსებობაზეც, უცხოეთის აგენტებზე.
8. უსამართლობის იდეა:
მტრები ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ და ეს მათი დემონსტრაციული სიმდიდრე და კეთილდღეობა მათ დაუმსახურებლად მოიპოვეს. ჩვენ მართალია, მათზე ბევრად ღარიბები ვართ, მაგრამ ჩვენს უკან სიმართლეა.
9. ცხოვრება ბრძოლისთვის: ფაშიზმისთვის სიცოცხლე არ არის ღირებულება. იგი მნიშვნელოვანია მხოლოდ როგორც ბრძოლის რესურსი. წინ გადამწყვეტი ბრძოლაა. მტერი განადგურდება და მის ნანგრევებზე აღმოცენდება ოქროს საუკუნე.
10. ელიტარიზმი. რიგითი მოქალაქეები წარმოდგენილნი არიან როგორც მსოფლიოში ყველაზე ყველაზე მაგარი ხალხი, საკუთარი ქვეყნით მოჭარბებული სიამაყე ფაშიზმის ნიშანია, ხოლო ბელადი გარშემორტყმულია ახალი ელიტით. ზეიმობს ფიზიკური ძალის კულტი, რომელშიც ძალოსნები ხდებიან დიდგვაროვანებივით და იქცევიან როგორც ძლიერნი ამა ქყეყნისანნი, ამიტომ ყოველი ცალკეული მინილიდერი ავიწროებს და საკუთარ ძალაუფლებრივ ბერკეტებს უსვამს ხაზს მათთან, ვინც იერარქიულად შედარებით დაბალ საფეხურზე არიან, თვითონ კი ქედს იხრის და ელაქუცება მასზე მაღლა მდგომებს. მოქმედებენ პრინციპით, ვისაც მეტი ძალა აქვს, ისაა მართალიც.
11. გმირების კულტი. გმირული სიკვდილი წარმოდგენილია, როგორც სასურველი ნორმა, ხოლო დაღუპულთა გმირობები სანიმუშო და მისაბაძი ხდება.
12. ვაჟკაცობის კულტი. ნებისმიერი არასაკმარისად მამაკაცური ადამიანები, უმცირესობები შევიწროებულნი არიან შეურაცხყოფებითა და დაუნდობელი დევნით. ქალი იკავებს მკაფიოდ დაქვემდებარებულ პოზიციას ოჯახსა და საზოგადოებაში.
13. ერთიანობის იდეა. ფაშიზმის იდეოლოგიაში უმცირესობა ემორჩილება უმრავლესობას. პიროვნებას, როგორც ასეთი, საკუთარი უფლებები არ გააჩნია, უფლებები და ნებელობა აქვს ხალხს, ხოლო ამ ნებას გამოხატავს მმართველი პარტიის ლიდერი ან ბელადი, თუმცა რამდენად გამოხატავს, ეს კიდევ საკითხავია.
14. ახალი ლექსიკა. ფაშიზმი ყოველთვის საუბრობს საკუთარ ენაზე, როგორც წესი გამარტივებულზე და გაერთიანებულზე, რომელიც არ იძლევა საკმარის ინსტრუმენტს. ლექსიკაში მკვიდრდებიან ახალი სიტყვები, რომელიც ძირითადი სიტყვების შემოკლებით იქმნება.
ვერ იტყვი, რომ უმბერტო ეკო ცილს სწამებს რუსეთს. თავისი ესე მან დაწერა 1997 წელს, მაშინ, როცა პუტინი არათუ პრეზიდენტი არ იყო, არამედ არც фсб-ს ხელმძღვანელი.
ჩვენ ყველანი ვფიქრობდით, რომ ეს ყველაფერი დიდიხანია ისტორიის სანაგვეზე მოვისროლეთ, მაგრამ პუტინი და მისი ფანები ერთი ერთში მიდიან მუსოლინის კვალდაკვალ,
ომი მეზობლებთან, საომარი თამაშები ბავშვების მონაწილეობით, უკვდავი პოლკები და პომპეზური აღლუმები საერთო სიღარიბისა და მათხოვრობის ფონზე, სასამართლო პროცესები მეცნიერთა, კულტურის მუშაკთა, ოპოზიციური პატიების ლიდერთა მიმართ. ლოზუნგი „ რუსეთი მტრების გარემოცვაშია“, ნადირობა ნაციონალ გამყიდველებზე - ესაა პუტინური ახალი ლექსიკა.
ერთი რამ გვახარებს : მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს არცერთი წარმატებული ფაშისტური რეჟიმი, ისინი ყველანი ერთნაირად ამთავრებენ და პუტინური რეჟიმიც არ იქნება გამონაკლისი.
8
99
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
99
  
2022, 17 აგვისტო, 10:33
სააკაშვილი არის ქვეყნის მოღალატე და უცხოეთის აგენტი. მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები და უნდა გასამართლდეს,როგორც მოღალატე. მიშა იყო მთავარსარდალი,ვინც მონაწილეობა არ მიიღო საბრძოლო გეგმის მომზადებაში 2008 წელს და ასევე,საბრძოლო სულისკვეთების წახდენაში მიუძღვის უდიდესი წილი,როცა ბრძოლის ველიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. ასევე,საპოლიციო ძალების წინ წამოწევაში უნდა დასდო ბრალი ომის პირობებში და ორი უწყების დაპირისპირები პროვოცირებაში. ზელენსკიც დედაც მ... ჩვენ ჩვენზე უნდა ვიზრუნოთ,რომ მიშა ციხიდან ცოცხალი არ გამოვიდეს.
2022, 15 აგვისტო, 16:05
ავტორო აბა ეს საფრანგეთში გადაღებული მულტფილმი ნახე, პატარა ხარ მინც იქნებ ეს ენა გაიგო. დააკვირდი მარიონეტების ყუთში საიდანაც ზელენსკის იღებენ იქ სააკაშვილიც გდია.
https://www.youtube.com/watch?v=KtTOXJkmegk
2022, 14 აგვისტო, 9:36
მცირე ასაკის ხარ თუთიკო და ბევრი რამე არ იცი,მაგრამ მაგ კეზერაშვილმა და მისმა ბანდამ დიდი ფული იშოვეს ებრაული იარაღის ყიდვით თავის დროზე და მერე აგვისტოს ომი დროს,ასევე ომის შედეგ შემოსული დახმარება მათ შეჭამეს. არც ის გემახსოვრებათ,თუ როგორ ფორმდებოდა სხვადასხვა ქონებები ნაც ლიდერებზე და მათ ოჯახებზე,როგორ დასდევდნენ ხალხს ქუჩებში და როგორ წირავდნენ ახალგაზრდებს. ამიტომ ფიქრობ,რომ დასავლელი ლიდერები არიან ძალიან მაგარი ხალხი,როცა ჰიტლერის მემკვიდრეები არიან. პუტინი არც მალავს,ლენინსტალინის მემკვიდრეა და ამაყობს ამით,მარა ისინი დემოკრატიის ტყავში გადაცმული ფაშიტები არიან. ქართველი ხალხი კი ისევ უტვინოა,ისევ ერთ ბოროტებას ვებრძვით მეორე ბოროტებით.
2022, 14 აგვისტო, 9:29
მოდით განვიხილოთ დემოკრატიის შუქურას რა დაემართა ანუ აშშ რა ხდება:გააუქმეს კანონი,რომელიც ქალებს უფლებას აძლევდა გაეკეთებინათ აბორტი და თვითონ გაეკეთებინათ არჩევანი. ეს არის ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა და მათი უფლებების დარღვევა. ასევე,პირველად მოხდა აშშ ისტორიაში,როცა პრეზიდენტის ქონების ჩხრეკი ორდერი გაიცა და ჩატარდა ჩხრეკა. ეს ყველაფერი გადადგმული ნაბიჯია ავტორიტარიზმისკენ და აშშ არ ეკადრება მსგავსი რამე. რომ გააცოცხლო დამფუძნებელი მამები თავიდან მოკვდებოდნენ ისეთი სიტუაცია არის. აშშ ადმინსტრაციის წამრომადგენელი საქართველოში მფარველობს ნაციზმით შეპყრობილ ჯგუფს ანუ ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს. ყველამ ყველაფერი იცოდა და ნაციონალურ მოძაობას დიდხანს არ გაუტარებდნენ იმ დანაშაულებს,რაც მათ ჩაიდინეს. როცა ქოცეთი მოვიდა მთავრობაში,მაშინ "კოჰაბიტაციაო",რასაც დათანხმდა ბიძინა და ბევრი დამნაშავემ უშველა თავს,ხოლო არ მოისვენეს და კი მიიღეს საკადრისი.უკანასკნელი გვარამიას დაჭერა იყო,რომელიც ადრე გასაკეთებელი იყო და თუ არ გაკეთდა,ეს დასავლელი პარტნიორების დამსახურება არის,მაგრამ მოთმინება ამოივსო. როცა დამნაშავენი აბუნტებენ ქვეყანას და არეულობის მოწყობას ცდილობენ იმ ტელევიზიით,რომელსაც სახელმწიფო დამნაშავე და კორუფციის მამა კეზერაშვილი აფინანსებს.
2022, 14 აგვისტო, 9:20
თუნდაც ის ისტერია,რაც რუსი ხალხის მიმართ შეიქმნა ამ თვეებში არის ნაციზმი,ერთი კონკრეტული ხალხის მიმართ სიძულვილი და ეს ახასიათებთ ბევრ ქვეყანას,მათ შორის დასავლეთის ქვეყნებს და მათ შორის ქართულ საზოგადოებას. ხშირად მომყავს ხოლმე ეს ამბავი მაგალითად,რუსეთი და მისი მთავრობა გამოირჩეოდა დამპყრობლური პოლიტიკი ამ საუკუნეში,ადამიანის უფლებების დარღვევით და ოპონენტების მოშორებით,მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი იმის,რომ რუსების შეწროება მომხდარიყო. მხოლოდ,წელს გადაწყვიტეს რო პუტინი კი არა,რუსი ხალხი გამოეცხადებინათ მსოფლიო წინაშე დამნაშავედ. საერთოდ არ მსიამოვნებს ამის თქმა,მაგრამ რუსეთი ებრძვის სწორედ ფაშიზმს,რაც ევროპაში იკრებს ძალებს და რომლის შედეგებსაც მალე ვნახავთ. რუსეთი ჩვენი მტერია და ასე იქნება ხვალაც,მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. რუსეთში ავტოკრატია მეფობს და ეს არაა ჩვენი საქმე,ჩვენ გაგვანებოს თავი მთავარია,რაც არ მოხდება სამწუხაროდ. ეს კი არ ნიშნავს,რომ არასწორ მხარეს უნდა იბრძოლო და ამით დაიმშვიდო გული. მეორე მსოფლიო ომის დროს კომუნიზმის მხარეს ვიბრძოდით ფაშიზმის წინააღმდეგ,სადაც ბევრი ადამიანი ჩავხოცეთ და დღემდე ვიმკით ამის შედეგებს.
2022, 14 აგვისტო, 9:12
თუნდაც ჩვენი შემთხვევა ავიღოთ,როგორ იმართებოდა საქართველო 2003-12 წლებში და რა იყო დამახასიათებელი ამ პერიოდის საქართველოსთვის. ერთი კაცის მორჩილება,ფასადურობა და მიმდევრების დიდი ბაზის შექმნა. ამ წლებში,სააკაშვილი ყალიბდება ერთპიროვნულ მართველად და ყველაფერი მისი გიჟური იდეებით კეთდება,ნებისმიერი ქმედება ემსახურება პიარ კამპანიას და საკუტარი თავის ქებას,ხოლო რეალურად ქვეყანა უკან მიდიოდა. ასევე,შექმნეს მიმდევრების ბაზა ანუ ადამიანების ტვინის გამორეცხვის ბანაკები ე.წ. პატრიოტთა ბანაკები,სადაც ახალგაზრდებს აჩვევდნენ რეჟიმის ერთგულებას და აღვირახსნილ ცხოვრების სტილს. გადახედეთ ნაცების ფან-ბაზას და ეგ ხალხია,ის ახალგაზრდები არიან,რომლებიც ამ ბანაკებში გამოიწრთო. არც ბიძინის აქვს ამ მხრივ სახარბიელო სიტუაცია,მაგრამ განხვავება ის არის,რომ ბიძინის არ სურს მსგავსი დამოკიდებულება,მარა ესეთი განწყობა შეიქმნა და მავანთ გგონიათ რო ეს სჭირდება ბიძინის. ეს კაცი 2012 წლამდე არავის ყავდა ნანახი,გადმოცემით იცნობდნენ და განდიდების მანიით არ არის შეპყრობილი.
2022, 14 აგვისტო, 9:03
და მაინც,რუსები მტრების გარემოცვაში არიან და აქ არაფერი არის გასაკვირი.დამისახელეთ რუსეთის ერთი მეზობელი მაინც,რომელსაც მათი განადგურება არ გაახარებდა. კი ბატონო,დაპყრობითი ომებით მათი ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო,მარა ეგრე ბრიტანეთსაც არ აქვს კარგი წარსული ან ამერიკას ამ მხრივ. აფიშირებას არ ეწევიან,თორე ყველა ქვეყანას ყავს მტერი.თუ სიტუაცია მოითხოვს და იქნება შესაბამისი,ფრანგები დიდი სიამოვნებით დაბომბავენ ინგლისელებს.
ფაშიზმი ნამდვილად არ სჭირს რუსეთს და ისევ იმ სიტუაციასთან მივდივართ,სადაც ადამიანებს ტვინს ურეცხავენ.ზოგადად,მსოფლიოს სჭირს ფაშიზმი და ყველა სახელმწიფო მიმართავს საჭიროების შემთხვევაში. აგერ ბალტიის ქვეყნები მოქალაქეობას ართმევენ ადამიანს,თუ ის ემხრობა რუსეთს. ეს ფაშიზმი არ არის? ადამიანი საკუთარი აზრის ქონის გამო ისჯება და ეს ფაშიზმია,აზრების ფორმირება ხდება და მისი მიახლოება მხდება "ძლიერთა ამა ქვეყნისა" აზრებთან.აგერ ავიღოთ კიდევ კოვიდ პანდემია და ადამიანების დაყოფა პასპორტიანებად და არაპასპორტიანებად,ადამიანების შეზღუდვა ხდება მათი არჩევანის გამო და ამას ამართლებენ კაცობრიობაზე ან კონკრეტული სახელმწიფოში ადამიანების ზრუნვით.
2022, 11 აგვისტო, 18:31
ჰო რავიცი რავიცი ბატონო რაღაც რატომ სვასტიკები ჰიტლერები და ss ნიშნები უკრაინელებს ახატიათ.
რავი ქართველი ახალგაზრდები თითქოს ნასწავლები ხართ, მარაა ამ ნასწავლს მთლად დანიშნულებისამებრ ვერ იყენებთ. აქ რაც წერია უფრო სააკაშვილის საქართველოს გავს. თან ეტყობა ჭურში ზიხართ მსოფლიოში
აზრი რუსეთის მიმართ რადიკალურად იცვლება, ეს ნახე https://www.youtube.com/watch?v=hCBXSOHPZiQ&t=1s
"ვაბშეტო" ომი უკრაინამ დაიწყო 2014 ში შემდეგ ერვროპელ ლიდერების ჩარევით მოხდა მინსკის შეთანხმაბა,
უკრაინას დონბასში და ლუგანსკში უნდა შეეწყვიტა საომარი მოქმედებები არ შეწყვიტა ამიტომაც დაისაჯა, მოდი ეხლა დავანებოთ რუსეთს თავი და ჩვენს ბოსტანში შემოვიხედოთ. ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, თურქეთს ამ გეგმის მიხედვით 2050 წლისთვის საქართველო თავის საზღვრებში აქვს მონიშნული. ქართველების ასეთი აზროვნებით თურქები აუცილებლად შეასრულებენ თავის გეგმას.
0 1 8