x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნიურბურგრინგზე ტესლას რეკორდი დაემხო
Porsche Taycan Turbo S-მა ნიურბურგრინგზე ახალი რეკორდი დაამყარა საგზაო ელექტრომობილებში
image
image

ქარხნის პილოტმა ლარს კერნმა 20, 8 კილომეტრიანი წრე 7 წუთსა და 33, 35 წამში დაასრულა. როგორც მან თავად აღნიშნა რბოლის შემდეგ, წარსულში მხოლოდ წმინდა სისხლის სარბოლო სუპერმანქანები ახერხებდნენ ნიურბურგრინგზე ასეთი დროიის მიაღწევას. ელექტრომობილების წინა რეკორდი გასულ სექტემბერში Tesla Model S Plaid-მა დაამყარა, მისი შედეგია 7:35.579.


image


რბოლას ესწრებოდნენ TUV Rheinland-ის აუდიტორები და დაადასტურეს, რომ რბოლაში მონაწილე Porsche-ს ეს მოდელი სერიული წარმოების იდენტურია. მხოლოდ დამატებით სარბოლო კარკასი და განსხვავებული სავარძლები დაუმონტაჟეს, ასევე ახალი Performance-ს პაკეტი. უახლესი ცვლილებები უკვე ხელმისაწვდომია რეგულარული მომხმარებლებისთვის, ასეთი მანქანების ბაზარზე მიწოდება წლის ბოლოს დაიწყება.

სხვათა შორის, ადრე გამოშვებული Taycan-ების მფლობელებს ასევე შეეძლებათ ამ გაუმჯობესებების მიღება, მაგრამ ამისთვის მათ მოუწევთ მანქანის ქარხანაში მიყვანა.

ასევე Preformance-ს კომპლექტში შედის 21 დიუმიანი Pirelli P Zero Corsa საბურავები. ამბობენ, რომ ეს საბურავები დაშვებულია ჩვეულებრივ გზებზე, მაგრამ მათი რეზინის შენაერთი სარბოლო მოდელების იდენტურია.
შეგახსენებთ, რომ Porsche Taycan Turbo S ავითარებს 625 ცხ.ძ. (სტარტზე Launch Control-ის გამოყენებით ხელმისაწვდომია 761 ცხ.ძ.). ერთი დამუხტვით კომბინირებულ ციკლში 440-468 კმ-ის გავლა შეუძლია.

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0