x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საშიში ასტეროიდი დედამიწისკენ მოფრინავს: მისი სიჩქარე 27-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს
image
ლურჯი ვეშაპის ზომის ეს კოსმოსური ქვა, ჩვენს პლანეტას 33000 კმ/სთ სიჩქარით უახლოვდება.




ნასას პროგნოზით, უკვე პარასკევს, 12 აგვისტოს, დედამიწას მოუახლოვდება პოტენციურად საშიში უზარმაზარი ასტეროიდი. ის მოფრინავს სიჩქარით, რომელიც 27-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, იუწყება Live Science-ი.





დედამიწაზე ჰაერში ხმის სიჩქარე დაახლოებით 1200 კმ/სთ-ია, ხოლო პოტენციურად საშიში ასტეროიდი, ნასას კლასიფიკაციის მიხედვით, ჩვენი პლანეტისკენ მიფრინავს დაახლოებით 33000 კმ/სთ სიჩქარით.




ასტეროიდის დიამეტრი, რომელსაც 2015 FF ჰქვია, 13-დან 28 მეტრამდე მერყეობს. ის შეიძლება შევადაროთ ზრდასრული ლურჯი ვეშაპის ზომას. ნასას მეცნიერები თვლიან, რომ ამ კოსმოსურმა ობიექტმა დედამიწას 4, 3 მილიონი კმ მანძილზე უნდა ჩაუფრინოს. კოსმოსური სტანდარტებით, ეს არის ძალიან ახლო მანძილი.






ყველა ასტეროიდს, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 200 მილიონი კმ-შია, ეწოდება დედამიწასთან ახლოსმდებარე და თუ ისინი უახლოვდებიან ჩვენს პლანეტას 7, 8 მილიონი კმ მანძილზე, მათ ენიჭებათ პოტენციურად საშიში ასტეროიდების სტატუსი, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან დედამიწას.


image

მეცნიერთა აზრით, კოსმოსში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი გაუთვალისწინებელი მოვლენა, რომელიც შეცვლის ასეთი საშიში ასტეროიდის ორბიტას. ფრენის გზაზე შეიძლება გავლენა იქონიოს როგორც დედამიწის გრავიტაციამ, ასევე, სხვა ასტროიდებთან შეჯახებამ. სწორედ ამიტომ ნასა ყურადღებით აკვირდება ყველა პოტენციურად საშიშ კოსმოსურ ქვას.





სახმელეთო ტელესკოპების გამოყენებით ნასას მეცნიერები აკვირდებიან დედამიწის მახლობლად მდებარე ასტეროიდებს, რათა, წინასწარ განსაზღვრონ მათი შესაძლო დაცემა დედამიწაზე. მაგალითად, ამ დაკვირვებებმა გამოავლინა ორი პატარა კოსმოსური ქვა, რომლებიც დედამიწაზე რამდენიმე წლის წინ ჩამოვარდა. ეს იყო ასტეროიდები, თითოეული 3 მეტრის დიამეტრით. პირველი, სახელწოდებით 2018 LA, ჩამოვარდა 2018 წლის ივნისში სამხრეთ აფრიკაში. უფრო მეტიც, ის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინეს. მეორე ასტეროიდი, სახელად 2019 MO, პუერტო რიკოს სანაპიროზე ივნისში დაეცა, მაგრამ უკვე 2019 წელს. ამ ასტეროიდების დაცემის შედეგად არავინ დაშავებულა.



image



ნასასგან კარგი ამბავი ის არის, რომ მათი მეცნიერების გათვლებით, 21-ე საუკუნის ბოლომდე არ უნდა გვეშინოდეს დიდი ასტეროიდის დედამიწაზე დაცემის. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს კოსმოსში ნებისმიერ დროს პოტენციურად საშიში კოსმოსური ქვის ფრენისას.


0
173
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0