x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
შაკირასთან დაშორების შემდეგ ჟერარ პიკე თავის ოფისში მომუშავე 23 წლის სტუდენტს ხვდება

The Sun-ის ცნობით, ბარსელონას ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ უკვე იპოვა ახალი სიყვარული შაკირასთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ (ისინი დაშორდნენ მიმდინარე წლის ივნისში, თითქმის 11 წლიანი ქორწინების შემდეგ). ტაბლოიდის ცნობით, 35 წლის პიკე ხვდება 23 წლის სტუდენტ კლარა ჩია მარტის რომელიც მუშაობს მის ღონისძიებების დამგეგმავ სააგენტოში - Kosmos.image

კლარა სწავლობს საზოგადოებასთან ურთიერთობას და, როგორც ვარაუდობენ, პიკეს ღონისძიებების ორგანიზებაზე მუშაობის დროს შეხვდა. წყვილთან დაახლოებული წყაროები ამბობენ, რომ ისინი რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან. ეს აჩენს კითხვებს იმის შესახებ, დაიწყო თუ არა მათი რომანი მანამ, სანამ პიკე შაკირას დაშორდებოდა. თავად ვარსკვლავები არ საუბრობენ დაშორების მიზეზებზე, მაგრამ, ესპანური პრესის ცნობით, ურთიერთობა ფეხბურთელის ღალატის გამო გაწყდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი სხვა ქალთან ერთად საწოლშიც კი გამოიჭირეს.

“ის არის სტუდენტი, რომელიც ასევე მუშაობს მის ოფისში. ისინი მალავდდნენ თავიანთი ურთიერთობის შესახებ ამბავს, მაგრამ გარშემო ყველამ იცის რა ხდება. ხალხი დაეხმარა მას რომანის გასაიდუმლოებაში და კლარას სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა, რათა ვერ ეპოვათ მისი ფოტოები. მხოლოდ ეს აიძულებს მის მეგობრებს იფიქრონ, რომ ის სინამდვილეში ძალიან სერიოზულია მის მიმართ.


0
118
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0