x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„ფული, ქონება, კომფორტი, სილამაზე და ჯანმრთელობა - დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება“ - რას უნდა ელოდოთ სამომავლოდ?
image

ასტროლოგი - ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

როგორც ასტროლოგი წერს, დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება, რადგან ვენერა კირხიბის ნიშანს ტოვებს და ლომის ზოდიაქოშ გადადის.

ნახეთ, რა ცვლილებებს მოიტანს ის.

ნატალურ რუკაზე ვენერა მართავს ჩვენს ესთეტიკას, კულტურას, სილამაზეს, ხელოვნებისკენ მიდრეკილებას, გემოვნებას, აგრეთვე ტკბილეულების სიყვარულს, მისი გამოვლინება მსუბუქი და ჰარმონიულია. ის ასევე მართავს ჩვენი სიყვარულის უნარს. ვენერა განკარგავს ჩვენს პირად რესურსებს - როგორც მატერიალურს, ასევე ფიზიკურს. ანუ ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია.


რისთვის ან რისთვის იქნება ვენერას ეს ტრანზიტი გამოსადეგი და წარმატებული?

რაღა თქმა უნდა წინ წამოიწევს სურვილი „ვიკაშკაშოთ“, ეფექტი მოვახდინოთ გარშემომყოფებზე. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში, ამას ცოტათი თეატრალური ხასიათიც კი ჰქონდეს. თუმცა ვინაიდან ყველაფრის დირიჟორი მაინც მზეა, და ის ამ ეტაპზე მეტი პრაგმატულობის გამოჩენას გვკარნახობს, ურიგო არ იქნება თუ ზედმეტობაში არ გადავვარდებით...

პირველყოვლისა, რა თქმა უნდა თვითონ ვენერა ლომებისათვის, შემდეგ კი უკვე მათთვისაც, ვისაც ამ ზოდიაქოში პლანეტები ან ასცენდენტი მაინც გყავთ. ასევე წაადგებათ ვენერა ან მზე მშვილდებს, ვერძებს, ტყუპებსა და სასწორებს. დაძაბული ასპექტების გამო სირთულეებს მოუტანთ მერწყულებს, მორიელებს და კუროებს. დანარჩენებისთვის ის ნეიტრალურად იმუშავებს.

კეთილისმყოფელი ზეგავლენა ექნება აგრეთვე მათთვისაც, ვინც აქტიური ადამიანია, სპოტსმენი, პოლიტიკოსი, შოუმენი, ან შემოქმედი, ხშირად ჩანს პუბლიკაში, აქვს საჯარო გამოსვლები, კითხულობს ლექციებს ხალხმრავალი აუდიტორიისათვის.

ძალზე შესაფერისი პერიოდია რომანტიკული გრძნობების გამოსავლენად. მამაკაცებს შანსები მიეცემათ თავიანთი რჩეულების გულის მოსაგებად იყვნენ მეფურად ყურადღებიანნი და გულუხვი. ხოლო ქალბატონებს კი - იბრწყინონ საკუთარი მშვენიერების სხივებში.

ვენერა, როგორც იცით, არამხოლოდ რომანტიულ ურთიერთობებს კურირებს ის ასევე ჩვენი ფინანსების, კაპიტალდაბანდებების მარეგულირებელიცაა და რადგან ლომის ნიშანში ის კარგად გრძნობს თავს, შესაბამისად ხელს შეუწყობს ამ კუთხით ჩვენს წარმატებებსაც.

მეც, ჩემი მხრიდან გისურვებთ, რომ ცისკრის ვარსკვლავივით გაბრწყინებული და ლომივით მეფური დღეები გქონოდეთ ყველას!!“, - წერს ხათუნა ნოელი.

0
204
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0