x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სსრ კავშირი – რიგების ქვეყანა

დღეს ბევრი საუბრობს რთულ ცხოვრებაზე და იმ სიმშვიდეს და სტაბილურობას მისტირიან, რომელიც სსრ კავშირში იყო. ყველაზე ხშირად კი, მათგან, დაახლოებით, ასეთი ფრაზა ისმის: «როგორი ქვეყანა იყო, ომი მოიგო, მრეწველობა ააყვავა, კოსმოსში პირველი თანამგზავრი გაუშვა, ჩვენი ყველას ეშინოდა, ყველას ჰქონდა მუშაობის და დასვენების უფლება და საშუალება, იყო სტაბილურობა, სიამაყე... და ასეთი ქყეყანა დაანგრიეს!


image


სინამდვილეში, საბჭოთა კავშირში კარგად მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ, ვისაც დეფიციტურ საქონელზე, ეპიზოდური კი არა, მუდმივი წვდომა ჰქონდა და ვინც სოციალური პრივილეგიებით სარგებლობდა. მათ შორის: პარტიული ნომენკლატურიის წარმომადგენლები, საწყობის გამგეები, საქონელმცოდნეები, მაღაზიის დირექტორები, გამყიდველები, დამლაგებლები და მათთან დაახლოვებული პირები. სხვა ყველა კი, გამუდმებით რიგში იდგა.

სხვადასხვა დროს, ხალხი რიგში, სხვადასხვა მიზეზის გამო იდგა. ამის მიზეზი უფრო ხშირად, დეფიციტური პროდუქტი იყო, ხან კი ელემენტარული, საბაზო პროდუქტების გამოც. იყო შემთხვევები, როცა ხალხი, წარმოუდგენელი მასშტაბით, ხელოვნებისთვის, ისტორიისთვის და ცოდნისტვის იკრიბებოდა. აქ 12 ეპიკური რიგის ფოტოს წარმოგიდგენთ, რომელიც საბჭოთა ადამიანის ცხოვრებას ყველაზე კარგად აღწერს.image1924 წელი — ბელადთან დამშვიდობების მსურველთა რიგიimage


მუშები სამუშაო დღის შემდეგ, ხელფასის რიგში დგანან. 1926 წ. image


რიგი მავზოლეუმთან. 1970 წ. image


1974 წ. მოსკოვში «ჯოკონდა» ჩამოიტანეს და საბჭოთა მოქალაქეები მაშინვე რიგში ჩადგნენ ხელოვნების შესაცნობად.image


ხალხის მსვლელობა ჯარისკაცის საფლავთან, 1975 წ.image


1989 წელი — მთელი ქვეყანა კვების ბარათებზე იყო. ეს კი, სტანდარტული რიგია ამ ბარათების ასაღებად. ბარათის აღების შემდეგ კი, საჭირო იყო, უკვე პროდუქტის ასაღებ რიგში ჩადგომა.image


რიგი სიგარეტზე, გასული საუკუნის 80–იანი წლების ბოლო პერიოდი.image


სსრ კავშირი დაშლის პირას იყო, როდესაც ქვეყანაში პირველი «მაკდონალდსი» გაიხსნა. image


რიგი ბანკშიimage


ასეთი რიგი ჯერ სპირტული სასმელების მაღაზიებთან იდგა, ხოლო შემდეგ, იგივე ადამიანები, უკვე ცარიელი ბოთლების მიმღებ პუნქტებთან დგებოდნენ რიგში.image


არა მხოლოდ საკვებს ან ფულს შეეძლო ხალხის უზარმაზარ რიგებში ჩაყენება. მაგ., ეს რიგი საგაზეთო ჯიხურთან არის. 1958 წ.image


გუმი (ГУМ), — სახელმწიფო უნივერმაღი მოსკოვის ცენტრში, რომელშიც რიგი, გახსნის დღიდან, ყოველთვის იყო.image


და ამ წარმოუდგენელი დეფიციტის ფონზე, გაჭირვებაში მყოფი საბჭოთა ადამიანების დასახმარებლად, «ფარცოვშიკები» «გამოჩნდნენ». ფანჯარა, მატერიალური კეთილდღეობის მაცდურ სამყაროში, საბჭოთა კავშირში, სწორედ მათ «გაჭრეს»... შეეძლოთ, სრული დეფიციტის პირობებში, ნებისმიერი ნივთის, თუ მედიკამენტის შოვნა: ჯინსი, უცხოური სამოსი, წიგნები, ჟურნალები, კასეტები, ალკოჰოლი, სიგარეტი — ყველაფრი, რაზეც კი შეეძლო საბჭოთა ადამიანს ეოცნება...

ფარცოვკა — სლენგი არის და იატაკქვეშეთში, რიგითი მოქალაქეებისთვის ხელმიუწვდომელი საქონლის, ყიდვა-გაყიდვას ნიშნავს. საბჭოთა კავშირში ხელზე ნივთების ყიდვა-გაყიდვას და თვით მოვლენას, — «ფარცს» ეძახდნენ. ფარცოვშიკები პროფესიონალებად და მოყვარულებად იყოფოდნენ: პირველისთვის ეს ბიზნესი იყო, ხოლო მეორესთვის — ერთეული მოვლენა. ამ საქმიანობით მუდმივად დაკავებულები, სადღაც დარაჯებად ფორმდებოდნენ და დღის მანძილზე, საკუთარ საქმიანობას ეწეოდნენ. ხოლო, «მოყვარულებს», თუ უცხოური ნივთი ჩაუვარდებოდათ ხელში, საკუთარ წრეში ყიდიდნენ ან საკომისიო მაღაზიებში აბარებდნენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

* შესაძლებელია, თუ არა "გათანაბრება"?.. და რა მოხდება, თუ არც მდიდრები იქნებიან და არც ღარიბები?

* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...

* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება

* და ისევ მარიხუანაზე...

* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ


1
368
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
368
  
2023, 22 იანვარი, 8:25
მაშინ თითოეული ოჯახი დღეში ორ-სამჯერ ყიდულობდა ახალ-ახალ ღორისა და საქონლის ხორცს. ახლა ყიდულობენ წელიწადში ერთხელ, ახალწელს და რიგი როგორღა იქნება?
0 1 1