x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ვიდეო: ბაიდენის ომი პიჯაკთან ვიდეოზეა გადაღებული
image
სასაცილო სიტუაციები, რომლებშიც ხვდება ამერიკის ხანშიშესული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკვე დიდი ხანია ცნობილია: ის ხან ყველას აჩვენებს თავისი ქმედების "შპარგალკებს, ხან ველოსიპედიდან ვარდება, ხან კი ჰაერს ესალმება. .. ხოლო, მისი კურიოზული გამონათქვამები სრულიად უთვალავია.


ახლახანს კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ჩხუბობს „ბაბუა ბაიდენი“ ქურთუკთან.





ინციდენტი ამერიკელი ლიდერის კენტუკიში ვიზიტის დროს მოხდა. ვერტმფრენის დატოვების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ცდილობს ნახევრად ჩაცმული ქურთუკის სახელოში მარცხენა ხელი გაყოს. ის ამას ვერაფრით ახერხებს. დაბნეული ბაიდენი ერთ ადგილზე ტრიალებს, უშედეგოდ ცდილობს სახელურის დაჭერას, ხოლო, ორი სამხედრო კაცი გაქვავებული სახეებით უყურებს მას.



ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტს პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დაეხმარა, რომელიც ქმრის მცდელობის შემყურე ღიმილს ვერ იკავებდა.





ორიოდე წამის შემდეგ სახელმწიფოს მეთაურს ცხვირიდან სათვალე ჩამოვარდა. ის, რა თქმა უნდა, ცდილობდა მათ დაჭერას, მაგრამ ესეც ვერ შეძლო.



სამუშაო მოგზაურობამდე ცოტა ხნით ადრე ბაიდენმა მეორე უარყოფითი ტესტი ჩააბარა კორონავირუსზე ხელახალი ინფიცირების შემდეგ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ავადმყოფობამ მსუბუქი ფორმით ჩაიარა და 6 აგვისტოს ექიმებმა განაცხადეს, რომ ერის ლიდერი გამოჯანმრთელდა. თუმცა, ექიმებმა არაფერი თქვეს მისი კოგნიტური შესაძლებლობების შესახებ.




0
94
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0