x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მესმის, რომ მორიგი რუსი პუტინი არ არის, მაგრამ...." - რას წერს ნინო სუხიშვილი

image


ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილი ქვეყანაში დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"მე, ნინო სუხიშვილი, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და, საერთოდ, მათ მიერ ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით!


არ ვარ რუსოფობი!


არ ვარ კაცთმოძულე!


მესმის, რომ მორიგი რუსი პუტინი არ არის, მაგრამ მე მათ არ ვენდობი და ეს ჩემი უფლება და თავისუფლებაა, რადგან მე მიყვარს ჩემი სამშობლო!


დღეგრძელობა საქართველოს!


Слава Украине!" - ვკითხულობთ ნინო სუხიშვილის მიმართვაში.


შეგახსენებთ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი პანდემიამდელ, 2019 წლის მონაცემებს დაახლოებით სამი ათასით ჩამორჩება.



0
347
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
347