x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მონღოლეთი პლანეტის მშვიდობის სიმბოლოდ დასახელდა
image

გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა მონღოლეთს მშვიდობის სიმბოლო უწოდა დღევანდელ პრობლემურ პლანეტის ფონზე.


მონღოლეთში ვიზიტის დროს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გამოაცხადა ორგანიზაციის სრული სოლიდარობა ამ ქვეყნის მიმართ და უწოდა მას "მშვიდობის სიმბოლო პრობლემურ პლანეტაზე". ამის შესახებ გაეროს საინფორმაციო პორტალი იტყობინება.

image


გენერალური მდივანი ქვეყნის დედაქალაქში, ულან-ბატორში შეხვდა მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ბატსცეგ ბატმუნხს, შემდეგ კი ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა სხვადასხვა საკითხებზე.


„მსოფლიოში დრამატული გეოპოლიტიკური წინააღმდეგობებისა და ფართო კონფლიქტების ფონზე, მონღოლეთი, როგორც ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ტერიტორია, მაგალითია მრავალი სხვა ქვეყნისთვის“, - თქვა გუტერეშმა.

გაეროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ გასული ექვსი ათწლეულის განმავლობაში მონღოლეთს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან წვლილი შეაქვს ორგანიზაციის მუშაობაში.

მისი ვიზიტი მონღოლეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა.


მანამდე გუტერეშმა გამოთქვა შეშფოთება, რომ მსოფლიო ცივი ომის შემდეგ უხილავი ბირთვული საფრთხის წინაშე დგას.


მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთს 1 564 116 კვ. კილომეტრით მსოფლიოში მეთვრამეტე ადგილი უკავია სიდიდით, ქვეყანაში სულ 3 მილიონი მაცხოვრებელია, ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 9, 293 დოლარია, რაც საქართველოზე სამჯერ მეტია.

0
401
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0