x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი? -გია მურღულია

image

ფილოლოგი, პედაგოგი, "ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის", ასევე სკოლა "ლოგოსის" დამფუძნებელი და სამეცნიერო ხელმძღვანელი გი მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:


რატომ ჰგონიათ, რომ სიმდიდრეა მთავარი?
რა "ღირს":
კარგ წიგნს რომ წაიკითხავ და გაიგებ?
ბავშვი რომ გაგიღიმებს?
ღირებულ ახალს რომ შექმნი?
შენთვის ძვირფას ადამიანს რომ შეუყვარდები?
შენი ნების საწინააღმდეგოდ არავის სურვილს არ შეასრულებ?
სამშობლოს რომ დაიცავ?
ღმერთი რომ მეგობრად მიგიჩნევს?
ამას ყველაფერს ფასი არ აქვს - არც ერთად და არც ცალ-ცალკე.
იყიდო რომელიმე - შეუძლებელია.
არადა, სწორედ მათშია კაცის თავისუფლებაც და ბედნიერებაც.
რად გინდა სიმდიდრე, თუ თავისუფლებასა და ბედნიერებას არ მოგიტანს?
ბევრ ფულსა და დიდ მატერიალურ შეძლებას არ გაექცე, მაგრამ ნუ აქცევ მათ კერპად ("ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა.").
როგორც ერთხელ თემისტოკლემ თქვა:
"უფულო კაცი სჯობს უკაცო ფულს"."-წერს გია მურღულია.
image

კიდევ ერთ შესანიშნავ პოსტს გთავაზობთ, რომელიც გია მურღულიამ ოდნავ ადრე გამოაქვეყნა:
image

"რისთვის გამაჩინე, უფალო - რომ მთელი სიცოცხლე შენთან შეხვედრის შიშითა და მარადიული სასჯელის საშინელებით ვკანკალებდე?" - ეს ცხოვრების ერთი აღქმა და ხედვაა.
მეორე ასეთია:
"გმადლობ, უფალო, რომ მომეცი შესაძლებლობა - საკუთარი თავისუფალი ნებით ვიცხოვრო, სამყარო შევიცნო და შენ გემსახურო მარადიული დღესასწაულის შეგრძნებით".
არსებობს მესამეც:
" ხარ თუ არა ხარ, უფალო; ბედისწერაა თუ ჩემი არჩევანია, რასაც ვაკეთებ; სულ ვიქნები, თუ განქარდება ჩემი სახსენებელი სიკვდილის მოსვლისთანავე, ჩემთვის სულერთია - სიცოცხლის ყოველ წამს საკუთარი სიამოვნებისა და სიხარულისთვის გამოვიყენებ".
ადამიანი ყოველდღე ირჩევს, რომელს მიაკუთვნოს თავი.
0
284
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0