x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სახალისო კითხვარი: გამოიცანით უცხოური ფილმი კადრის მიხედვით
image

კინოხელოვნება ჩნდება მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.


კინემატოგრაფიული ნაწარმოებები ჩვეულებრივ იყოფა მხატვრულ (სადაც მსახიობები თამაშობენ) და დოკუმენტურ (სადაც მსახიობები არ თამაშობენ) ფილმებად.


პირველში აღწერილი არის მსახიობების მიერ ნათამაშები მოვლენები, მეორეში - რეალურ ცხოვრებაში გადაღებული. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა ეს დაყოფას ხშირად კრიტიკის საგანი გახდა, რადგან დღეს უკვე უამრავი დოკუმენტური ფილმები არსებობს, სადაც რეალურ მოვლენების ინსცენირებას მსახიობების მეშვეობით ახდენენ. იმის გამო, რომ მსახიობები ხშირად თამაშობენ დოკუმენტურ ფილმებში, რომლებიც აღიარებულია, როგორც დოკუმენტური, ასეთ ფილმებს უწოდებენ დოკუმენტურს მხატვრული ელემენტებით, მაგრამ მაინც აუცილებელია დოკუმენტური ფილმების განსხვავება მხატვრული ისტორიული ფილმებისგან.



ახლა კი გადავიდეთ ქვიზზე, კითხვარში წარმოდგენილია 10 კითხვა სამი სავარაუდო პასუხით, უნდა გამოიცნოთ უცხოური ფილმი კადრის მიხედვით, ქვიზში წარმოდგენილი ფილმი გასული საუკუნისაა, ყველა კინომოყვარულისთვის ცნობილია და არაერთხელ გასულა ტელეეთერში, ამიტომ უმეტესობას ნანახი გექნებათ არა თუ ერთხელ, რამდენჯერაც კი, ამიტომ ვფიქრობ ქვიზი არ უნდა გაგიჭირდეთ, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს.




სხვა ქვიზებს გაეცანით ამ ბმულზე

0
236
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0