სხვა ბრიტნი სპირსის შვილებს დედასთან ურთიერთობა არ სურთ 2022, 10 აგვისტო, 12:08 ამის მიზეზი გახდა 40 წლის ბრიტნის გაუთავებელი შიშველი სურათები ვიდეოები, რომელსაც სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ალბათ გახსოვთ, რომ ეპატაჟური ბრიტნი სპირსი ორი ვაჟის დედაა. იმისდა მიუხედავად, რომ 16 წლის შონს და 15 წლის ჯეიდენს სასამართლოს გადაწყვეტილებით მათი ბილოგიური მამა ზრდის, მომღერალს არ სურს შეზღუდოს ბიჭებთან ურთიერთობა. მაგრამ, როგორც გაირკვა, თავად ბავშვებს არ სურთ დედასთან ურთიერთობა. მიზეზი მარტივია: ბიჭებს რცხვენიათ, რომ დედის შიშველი სხეული მუდმივად გამოფენილია ინტერნეტში, ყველას დასანახად. მომღერლის ყოფილი ქმარი დიდსულოვნად(რაც არ უნდა იყოს დედაა)ცდილობდა აეხსნა ბიჭებისთვის, რომ "ეს უბრალოდ კიდევ ერთი მეთოდია, რითაც ის ცდილობ წარმოაჩინოს საკუთარი თავი", მაგრამ ეს მიზეზი აშკარად არადამაჯერებელი აღმოჩნდა. მამა იზიარებს ბავშვების გრძნობებს და ხვდება, თუ რამდენად რთულია მათთვის სკოლაში სიარული ბრიტნის ყოველი მორიგი უსირცხვილო გამოსვლის შემდეგ. თავად სპირსი ძალიან განაწყენებულია თავის ყოფილ ქმარზე, რადგან მისი და შვილების ურთიერთობას განიხილავს. ყოველივე ამის შემდეგ, მისი აზრით, მისთვის ადვილი არ არის მოზარდების აღზრდა. თუმცა, ეს ხელს არ უშლის მომღერალს კიდევ უფრო შოკში ჩააგდოს თავისი თაყვანისმცემლები შიშველი და ხშირად უბრალოდ ვულგარული სურათებით. შეგახსენებთ, ბრიტნი სპირსს ორი ვაჟი ეყოლა რეპერ კევინ ფედერლაინთან ურთიერთობის შემდეგ(2004-2007), კევინი ფედერლაინი ორ საერთო ვაჟთან ერთად კიდევ ოთხ შვილს მეურვეობს, რომელიც ფედერლაინს ორ სხვა ქალთან ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა.ალიმენტის სახით, ბრიტნი თავის შვილებს ყოველთვიურად 20 000 $-ს უხდის. 150 2-ს მოსწონს
|