x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ ეგონა წიწილებთან გაზრდილ მართვეს თავი ქათამი? - ფრინველთა მეფის სიცოცხლის დაუვიწყარი ისტორია

ერთხელ არწივის ბუდიდან, მაღალი მთის ფერდობზე კვერცხი დაგორდა. ის ფერმერმა იპოვა და კრუხს დაუდო, რომელიც იმ დროს კვერცხებზე იჯდა. მალე წიწილები გამოიჩეკნენ და მათთან ერთად, კვერცხიდან მართვეც გამოიჩეკა.


image


ის წიწილებთან ერთად იზრდებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველაფერს მათნაირად აკეთებდა – წივწივებდა, მიწაში იქექებოდა, ჭიაყელებს ეძებდა. აქეთ–იქით ფრთებს იქნევდა და რამდენიმე სანტიმეტრზე აფრენასაც ცდილობდა, ისე, როგორც ამას წიწილები აკეთებდნენ.

არწივს სჯეროდა, რომ ის სხვა არაფერი იყო, თუ არა ქათამი. მას უყვარდა თავისი სახლი, ოჯახი. თუმცა, ყოველთვის, როდესაც ცაში არწივს ხედავდა, რომელიც ჰაერის მასების ძლიერ ნაკადებს, უჩვეულო გრაციოზულობით აპობდა და მხოლოდ იშვიათად თუ გაიქნევდა ფრთებს, მასთან ერთად, ფრენის სურვილი უჩნდებოდა. მაგრამ, ქათმები დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ის ფრინველივით ვერასდროს იფრენდა, რადგან ქათამი იყო.

და არწივმა მათ დაუჯერა და მალე, ცაზე ოცნება შეწყვიტა. ასე ცხოვრობდა არწივი ქათამივით და მოკვდა როგორც ქათამი, რადგან ფიქრობდა, რომ ქათამი იყო.


მორალი: თქვენ ის გახდებით, ვინც გგონიათ რომ ხართ და თუ "არწივობაზე" ოცნებობთ, მოუსმინეთ ოცნებებს და ნუ აჰყვებით სხვების შეგონებას. თქვენ თავად უნდა გახდეთ ის ცვლილება, რისი ნახვაც ამ სამყაროში გსურთ.


ხოლო, არწივი – მართლაც რომ, მისაბაძი ფრინველია და ეს რომ გავაცნობიეროთ, მისი სიცოცხლის სრული ციკლი უნდა განვიხილოთ. და რადგან, ყველა სულიერის ცხოვრება, ორი ინდივიდის შეწყვილებით იწყება, არწივის ცხოვრების აღწერას, მათი ქორწინების რიტუალით დავიწყებთ.

ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ როგორ ირჩევს დედალი არწივი მამას თავისი მომავალი ბარტყებისთვის. ეს ერთგვარი გამოცდა არის მამალი არწივისთვის, რომელიც არც ისე ადვილად ჩასაბარებელია: დედალი არწივი ხიდან ან ბუჩქიდან ტოტს წყვეტს, ნისკარტში იდებს, მაღლა ფრინდება და ტოტთან ერთად ტრიალს იწყებს. რაც შეწყვილების სურვილის ნიშანია, მამალი არწივებისთვის და ისინი მის ირგვლივ იწყებენ შეკრებას. დედალია არწივი ტოტს ნისკარტს უშვებს, ვარდნის მომენტში, მას რომელიმე მამალი არწივი იჭერს და მიაქვს. ამის შემდეგ, დედალი არწივი ისევ აგდებს ტოტს და მამალი ისევ იჭერს და მასთან მიაქვს... ეს პროცესი ძალიან დიდხანს გრძელდება, ტოტი უამრავჯერ გადადის ერთი ნისკარტიდან მეორეს ნისკარტში. თუ ყველა გადაგდების შემდეგ, მამალი არწივი ტოტს დაიჭერს, დედალი არწივი შეწყვილებისთვის მას აირჩევს.

არწივები 4-5 წლის ასაკში წყვილდებიან და სიცოცხლის ბოლომდე ერთად არიან.

დაწყვილების შემდეგ, ისინი მაღალი კლდისკენ მიფრინავენ და ბუდეს იკეთებენ, ხის მაგარი ტოტებისგან. ხოლო, ტოტებს შორის დარჩენილ ადგილებს, საკუთარი სხეულიდან გამოწიწკნილი ბუმბულებით ავსებენ. ასეთ მტკიცე, რბილ და თბილ ბუდეში, ფრინველი კვერცხებს დებს. როდესაც მართვეები იჩეკებიან, მშობლები მათ ზრუნვას არ აკლებენ. იცავენ ცუდ ამინდში და მცხუნვარე მზეში. საკუთარი სხეულით ეფარებიან პატარებს, ვიდრე არ მომაგრდებიან და ფრთები და კუდები არ გაეზრდებათ.

როდესაც ბუმბულით შეიმოსებიან, მშობლები ხვდებიან, რომ დრო მოვიდა...

მამა არწივი ჯდება ბუდის პირზე და რაც ძალი და ღონე აქვს, მას ფრთებს ურტყამს. ეს პროცესი იქამდე გრძელდება, ვიდრე ბუდეს ყველა ბუმბული არ მოსძვრება და ცარიელი კარკასი არ დარჩება. პატარა არწივები, ამ დროს, მოუხერხებელ ცივ ბუდეში რჩებიან, ხოლო მათი დედა მიფრინავს და თევზი მოაქვს, ბუდის შორი-ახლოს, დაახლოებით, 5 მეტრში ჯდება ისე, რომ მართვეებმა დაინახონ და ჭამას იწყებს. ბარტყები მას ხედავენ და წივილს იწყებენ... მათ უკვე აღარც თბილი ბუდე აქვთ და აღარც საკვები, შიათ და სცივათ... და მაშინ, ისინი ისეთ მოძრაობას აკეთებენ, მანამდე რომ არასდროს უკეთებიათ... და არასდროს გააკეთებდნენ, მშობლებს მათზე ზრუნვა, ძველებურად რომ გაეგრძელებინათ. ბარტყი ბუდის კიდისკენ მიხოხავს, მასზე ადის და... მის ქვემოთ, მხოლოდ ციცაბო კლდე და ჰაერის უკიდეგანო სივრცე იშლება. ის ჰაერში იწყებს ფართხალს და ვარდნას... და სწორედ ამ დროს, ჩნდება მამა, რომელიც ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყებს ზურგით იჭერს და ბუდეში აბრუნებს. და ეს იმდენჯერ ხდება, რამდენჯერაც ბარტყი გადმოვარდება... ბუდეში, შეიძლება, 2 ან 3 ბარტყი იყოს და კარგი მამა, ყოველი გადმოვარდნის შემდეგ, იჭერს შვილს, ისევე, როგორც ნისკარტიდან ჩამოვარდნილ ტოტს იჭერდა...

და აი, რაღაც მომენტში, მართვე მართვე ფრთებს შლის, ჰაერის დინებაში ხვდება და ფრენას იწყებს. ასე ასწავლიან არწივები ბარტყებს ფრენას. როგორც კი ბარტყი დამოუკიდებლად შეძლებს ფრენას, მშობლებს ის თან მიჰყავთ და აჩვენებენ, საკვების მოპოვება სად და როგორ შეიძლება.

ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ ჩვენი საკუთარი, თუ სულიერი შვილები. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მეტისმეტად დიდ ხანს არ იყვნენ ისინი სასათბურე პირობებში... რომ მათზე მუდმივად ზრუნვის ნაცვლად, მთელი ჩვენი ძალა და ენერგია, მათთვის ცხოვრებისეული გამოცდილების გადაცემას უნდა მოვახმაროთ. იმისთვის რომ დამოუკიდებლები იყვნენ და თავად შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა... რომ მუდმივად მშობლების ან სხვისი ხელის შემყურენი არ იყვნენ!

გარდა ამისა, ამ ისტორიიდან კიდევ ერთი გაკვეთილის მიღება შეიძლება. არწივმა, იმისთვის რომ თავისი მომავალი შვილები დაეცვა, ხანგრძლივი ტესტირების შემდეგ შეარჩია, ცხოვრების პარტნიორი და მომავალი შვილების მამა. ცხოვრების II ნახევრის შერჩევისას, ამ ფრინველებს თუ მივბაძავთ, ბევრად უფრო ცოტა იქნება ქვეყანაში, ოჯახური ძალადობის და განქორწინების რიცხვი.


image


გადის დრო და ისევე, როგორც ყველა ცოცხალი არსება, არწივიც ბერდება. 40 წლის ასაკისთვის, არწივის ბრჭყალები მეტისმეტად გრძელი და მოქნილი ხდება, ნისკარტიც გრძელი აქვს და მოღუნული, მკერდზე და ფრთებზე ბუმბული უმძიმდება. მძიმე ბუმბულისა და დრეკადი კლანჭების გამო, არწივს უჭირს ფრენა და ნადავლის დაჭერა, ხოლო მოღუნული ნისკარტი, მას საკვების მიღებასთან დაკავშირებით, პრობლემებს უქმნის. და ის არჩევანის წინაში დგება: ან სიკვდილი, ან ხანგრძლივი და მტკივნეული ცვლილება, რომელიც 150 დღე გრძელდება...

ის მიფრინავს თავის ბუდეში, რომელიც მაღლა, მთებში მდებარეობს და იქ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, კლდეს ნისკარტით ეჯახება, ვიდრე ნისკარტი არ დაემტვრევა და მთლიანად არ მოსძვრება... შემდეგ ის ელოდება ახალი ნისკარტის გაზრდას, რომლითაც ბრჭყალებს იგლეჯს... შემდეგ, ელოდება ბრჭყალების გაზრდას, რომლებითაც მძიმე ბუმბულს იგლეჯს მკერდიდან და ფრთებიდან... და მაშინ, ხუთ თვიანი ტკივილისა და ტანჯვის შემდეგ, არწივი მეორედ იბადება და შეუძლია კიდევ 30 წელი იცოცხლოს...

ძალიან ხშირად, ცხოვრების გასაგრძელებლად, ცვლილებები არის საჭირო, ხან ამ პროცესს ტკივილი, შიში და ეჭვი ახლავს… ჩვენ თავს ვაღწევთ წარსულის მოგონებებს, ჩვევებს და ძველ ტრადიციებს… მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარსულის ტვირთს მოვიცილებთ, შევძლებთ საკუთარი თავის მომავლისთვის მომზადებას და ცხოვრების გაგრძელებას...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ამ ფოტოებზე წარმოუდგენელი რაღაცეები ხდება

* შესაძლებელია, თუ არა "გათანაბრება"?.. და რა მოხდება, თუ არც მდიდრები იქნებიან და არც ღარიბები?

* ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რასაც ღმერთი გამოგიგზავნით...

* ისტორიულ ფასეულობის 10 ძველი ფოტო, რომელიც თვალსაწიერის გაფართოებაში გვეხმარება

* და ისევ მარიხუანაზე...

* წარმოუდგენელი ფაქტები ჩვენი სამყაროს შესახებ

* ძველი ეგვიპტე – აკრძალული ქვეყნის საიდუმლოებები

* თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?



0
751
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0