საზოგადოება "თუ გინდა ხინკალი - აძაგე რუსეთი" - რას ლაპარაკობენ რუსეთში თბილისის რესტორნებზე 2022, 10 აგვისტო, 9:57 რუსეთს არაერთხელ გაუცრუებია საქართველოსთვის იმედი, თუმცა დღეს საითაც არ უნდა გაიხედო, ქართველი ხალხი (ძირითადათ მოხუცები) მაინც შენატრიან რუსეთს, მაინც მათ აპოთეოზს ახდენენ, ისევ უნდათ და ურჩევნიათ, რომ საქართველო არ იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა და ისევ მათ ზედამხედველობის ქვეშ ვიყოთ, მათ სასტიკ და დაუნდობელ საქმეებში ვიყოთ ჩართული, ამის მიზეზად კი ამბობენ „ჩვენ ხომ ერთმორწმუნე ხალხი ვართ“. კი, ნამდვილად ამ წინადადებას ვერავინ უარყოფს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვერც მე, მაგრამ რომელ ერთმორწმუნეობაზეა საუბარი, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება ხალხს ურწმუნოებას უქადაგებდა და სასულიერო პირების მიმართ ზიზღს შთააგონებდა, როდესაც ლოცვის საშუალებას არ აძლევდნენ, ხელისუფლება ცდილობდა ხალხი ეკლესიისთვის ჩამოეცილებინა, ანგრევდნენ ტაძრებს, სწორედ რომ საბჭოთა რეჟიმის დაუნდობელი და სასტიკი იდეოლოგიის მსხვერპლი იყო ქართული მართმადიდებლური ეკლესია. ყველაფრის მიუხედავად კი, ჩვენ მაინც ვცდილობთ რომ რუსი ხალხი “კბილებით დავიცვათ’’ რაც ძალიან სასაცილოდ მეჩვენება. ასევე არის ისეთი კატეგორია, რომელიც ამბობს, “მადლობა რუსეთს, იმისათვის რომ, მათ შეეძლოთ საქართველოს მთლიანად დაპყრობა და განადგურება, მაგრამ დაგვინდეს’’ უბრალოდ დაუკვირდით ამ წინადადებას. მართლა წარმოუდგენელია, როგორ უნდა თქვა ეს? რისთვის მადლობა? მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% დაპყრობილი აქვს? მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიაზე გადასვლა არ შეგვიძლია? თუ იმისთვის ვეთაყვანო რუსეთს, რომ ყოველ კვირა საზღვარიდან ხალხს იტაცებენ! ტერიტორია დაპყრობილი გაქვს, მაგრამ მცოცავი ოკუპაცია რაღაა? ამისთვისაც მადლობა? ასევე რუსი ხალხი ძალიან უყვართ, “რა დააშავა რუსმა ხალხმა, მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე ხომ ვიღაც ის ერთი ადამიანია’’ ხო არა? ნუ რათქმაუნდა არის გამონაკლისებიც, თუმცა ეს ასე არაა! თითოეული რუსი დამნაშავეა იმაზე რაც ხდება, ეს საზოგადოების დანაშაულია და არა მხოლოდ ერთი პირის, ზუსტადაც რომ ის რუსი იტაცებს და აკეთებს ამ საშინელებას, ზუსტად იმ რუსის დამსახურებაა რომ, “მცოცავი ოკუპაცია’’ ყოველთვის აქტუალური თემაა ჩვენს ქვეყანაში. გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი, ხალხი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდა, უნდოდათ თავი დაეღწიათ იმ დროინდელ ყოფას, ისინი ბევრს არაფერს ითხოვდენენ, ისინი ერთმანეთს გვერდში უდგნენ და მზად იყვნენ საქართველოს მომავლისთვის თავი გაეწირათ( რაც გააკეთეს კიდეც), სასტიკი ხერხით მოინდომეს რუსებმა მათი დარბევა, სასტიკად და დაუნდობლად ეპყრობოდნენ შეკრებილ ხალხს, და რისი გულისთვის? ეს ერთ-ერთი მაგალითია მათი ასეთი სისასტიკის, თუმცა საქართველოს კიდევ არა ერთი მაგალითი აქვს ამის. და ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ გვაქვს იმედი და ყველამ ვიცით, რომ ხვალ თუ არა, ზეგ, ან რამოდენიმე წლის შემდეგ დავიბრუნებთ იმ ტერიტორიას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის. მე ვამაყობ იმ ხალხით და იმ გმირებით, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ და თავი გაწირეს, ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საქართველო ჰქვია და ეს რუსეთის დამსახურებაა არაა! ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართველი გმირების დამსახურებაა! - თამარ ლაღიძე.
იმედი მაქვს, რომ ყველა ერთ ხმად ვთანხმდებით, რომ რუსეთი ოკუპანტია და არავითარი ერთმორწმუნე ერი არ არსებობს. თუმცა, ისინი მაინც ასე ურცხვად და უტიფრად აგრძელებნ ჩვენს ქვეყანაში საზაფხულო არდადეგების თუ უბრალოდ შვებულების გატარებას და ჩვეულ რიტმში მვენიერ მასპინძლობასაც იღებენ, ან ვეღარ. უფრო, ვგონებ, რომ ვეღარ, რადგან რუსულ სოციალურ ქსელებში თბილისის კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებზე გაბრაზებული რუსები მრავალ პოსტს წერენ სათაურით "თუ გინდა ხინკალი, აძაგე რუსეთი", სადაც გარკვევით წერენ, თუ როგორ აიძულებს კვების ობიექტების მფლობელების მიერ დაწესებული წესი, რომ წახემსების სანაცვლოდ აძაგოს რუსეთი, ხმამაღლა წარმოთქვას, რომ რუსეთი ოკუპანტია, ყირიმი -უკრაინაა, აფხაზეთი-საქართველოა. რუსები აჩოჩქოლდნენ და სოციალურ ქსელში წუწუნებენ - "ეს რა ცირკი გაგვიმართეს"? "თქვენთან ფეხს აღარ შემოვდგავთ!". "რატომ ყოფთ სტუმრებს ეროვნების მიხედვით?" უკვირთ კიდეც, თუ რატომ... 410 5-ს მოსწონს 1-ს არა |
ომი მერე დიდი დაფინანსება წამოვიდა ევროპიდან და ამერიკიდან,რასაც მერი პოპინსი გვასაყვედურებს და რომელიც ქართველს ხალხს არ მიუღია რეალურად. კეზერაშვილებმა და ნაცების ბოსებმა გაფლანგეს ან ჩაიჯიბეს,ხოლო ეხლა ჩვენი გადასახდელია და ამისთვის პასუხს გვთხოვენ. ეს ხალხი გვეუბნება,თურმე ერზე ზრუნავენ და სავიზო რეჟიმი უნდა შემოვიღოთ,როცა თავადვე მიიღეს ეს ყველაფერი და აპრავებდნენ. ეხლა კი ცდილობენ კატასტროფული სიტუაციის შექმნას და კომფრონტაციის წარმოქმნას,ეს რუსს ტურისტებთან წახალისებული და გამოგონილი კონფლიქტი არის რუსული საქმე,ხოლო ამას ემსახურება ნაციონალური მოძრაობა და მისი ტელევიზიები.
თვით კტიტიკა გვაქვს ნული. ყველაფერი რაც ხდება ჩვენს თავს ჩვენი ბრალი არ არის. საქართრველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველი რაც გააკეთა, რუსეთთან გაიფუჭა ურთიერთიბა იჩკერიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებით. მსოფლიოში არცერთმა ქვეყანამ ეს არ გააკეთა. ე. ი. რა გამოდის სტატუს კვო პირველებმა ჩვენ დავარღვიეთ, ეხლა გვიკვირს ასეთ დღეში რატომ ვართ. რაც შენ არ გესიამოვნებ ის სხვას არ უნდა გაუკეთო განსაკუთრებით რუსეთს, და მერე პანღურს რომ ამოგვარტყამენ არ უნდა გაგვიკვირდეს. გამსახურდიას ქსენიფობიური გამოხდომების გამო დაიწყო ზუსტად ცხინვალში ომი, არავინ გაბედოს ვინმემ კამათი დამიწყოს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ყველაფერი. აფხაზეთშიც ომი ჩვენ დავიწყეთ. აგერ დამამტკიცებელი საბუთი https://intermedia.ge/vid/498556-%E1%83%90%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98/17/user:%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98:show:channel:loop:true
ცხინვალის მეორე ომი სააკაშვილმა დაიწყო აი მეორე საბუთი
https://www.youtube.com/watch?v=MQfnNh2vSD8
ავტორი წერს რუს ტურისტებსო პროვოკატორები მოყვებიანო, პროვოკაციებს თუ ვინმე აკეთებს საქართველოში ეს გამოპატრიოტებული ქართველოიდი ქსენოფობები არიან, ხაჭაპურში ჩაფურთხება შეურაწყოფების მყენება ეგერ ოქრუაშვილი დახოცვის მოწოდებით გამოვიდა. ასეთი აზროვნება დაღუპავს ამ ქვეყანას. ყველა ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა, თურქეთს ამ გეგმის მიხედვით 2050 წლისთვის საქართველო თავის საზღვრებში აქვს მონიშნული. ქართველების ასეთი აზროვნებით თურქები აუცილებლად შეასრულებენ თავის გეგმას.