x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ჩერნოგორიაში სასტუმროს დაცვამ უკრაინელები გაყარა
2020 წლის 14 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა უკრაინის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, „რომელიც ითვალისწინებს ნატო-სთან გამორჩეული პარტნიორობის განვითარებას, ნატოში გაწევრიანების მიზნით“. 2021 წლის 24 მარტს ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანება No117/2021-ს, რომელიც ამტკიცებს „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის და ქალაქ სევასტოპოლის დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის სტრატეგიას“.




image




2021 წლის ივლისში პუტინმა გამოაქვეყნა ესე, სახელწოდებით: რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთიანობის შესახებ, რომელშიც მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი შეხედულება, რომ რუსები და უკრაინელები „ერთი ხალხია“. ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა პუტინის იდეები იმპერიალიზმად შეაფასა.ბრიტანელმა ჟურნალისტმა ედუარდ ლუკასმა მას ისტორიული რევიზიონიზმი უწოდა. სხვა დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას აქვს დამახინჯებული შეხედულება თანამედროვე უკრაინასა და მის ისტორიაზე.




რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის შესაძლო გაწევრიანება ნატოში და ზოგადად ნატოს გაფართოება საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. თავის მხრივ, უკრაინა და რუსეთის მეზობელი ევროპის სხვა ქვეყნები ადანაშაულებენ პუტინს რუსეთის იმპერიის ან საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობაში და აგრესიული მილიტარისტული პოლიტიკის გატარებაში.





კონფლიქტი დაიწყო ძირითადი სამხედრო ძალის თავმოყრით, თავდაპირველად 2021 წლის მარტიდან აპრილამდე, შემდეგ კი 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე. მეორე ეტაპზე, რუსეთმა წამოაყენა მოთხოვნები შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს მიმართ, წარუდგინა ორი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებსაც მოიხსენიებს, როგორც „უსაფრთხოების გარანტიებს“, მათ შორის იურიდიულად სავალდებულო დაპირებას, რომ უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდებოდა და ნატო შეამცირებდა სამხედრო წარმომადგენლობას აღმოსავლეთ ევროპაში და დაემუქრა დაუზუსტებელი სამხედრო პასუხით, თუ ნატო გააგრძელებდა „აგრესიულობის ხაზს“.


image


რუსეთის შეჭრა უკრაინაში — დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს. კამპანია დაიწყო ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, შეჭრის წინა დღეებში, რასაც მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების შესვლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში 2022 წლის 21 თებერვალს.




დაახლოებით 06:00 მოსკოვის დროით (UTC+3) პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაცია; რამდენიმე წუთის შემდეგ, სარაკეტო დარტყმები დაიწყო ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქ კიევთან ახლოს. უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ მის საზღვრებს რუსეთთან და ბელარუსთან დაესხნენ თავს. დასავლეთის ქვეყნებმა დაგმეს უკრაინაზე თავდასხმა.




დღემდე მიმდინარეობს რუსეთის აგრესია უკრაინის ქალაქებზე, რასაც ათასობით უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა დადგა უკრაინის გვერდით და მას მრავალგზის დახმარება გაუწია. მილიონობით უკრაინის მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.



ჩერნოგორიის ერთ-ერთ კურორტზე სხვა დამსვენებლებთან ერთადე უკრაინელი ტურისტებიც იყვნენ. საქმე იმაშია, რომ მათ უკრაინის დროშები შეზლონგებზე ჩამოკიდეს. დამსვენებლებმა არ მოიწონეს მათი საქციელი და სასტუმროს თანამშრომლებს უჩიოდნენ. მალევე სასტუმროს დაცვამ უკრაინელ ტურისტებს დროშების მოხსნა, ხოლო უარის გამო კი სასტუმროს ტერიტორიის დატოვება სთხოვა. დაცვის თხოვნა უკრაინელმა ტურისტებმა მტრულად მიიღეს და მათთან ჩხუბის შემდეგ ძალის დატანებით მოუწიათ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება.



image



სოციალურ ქსელებში უკრაინელი ტურისტების ქმედება სხვა დამსვენებლების უფლებების დარღვევად მიიჩნიეს და მომხდარს აღნიშნული ვიდეოს ქვეშ კომენტარებში განიხილავდნენ. თქვენ რას ფიქრობთ?






1
423
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
423
  
2022, 10 აგვისტო, 22:19
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1