x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსმა გადმაზიდავებმა ევროპაში სანქციების გვერდის ავლის მეთოდს მიაგნეს
image

რუსული ტვირთი ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით ფინეთში ხვდება.



რუსმა ტვირთგადამზიდავებმა დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზა იპოვეს. ამის შესახებ ფინური სამაუწყებლო კორპორაცია Yle იტყობინება.


ევროპაში ექსპორტს რუსული კომპანიები მეზობელი ფინეთის საშუალებით ახორციელებენ.



ფინეთში შედის სატვირთო მანქანები ევროკავშირის (EU) სანომრე ნიშნებით. ამ პრაქტიკაზე ისაუბრა ლატვიაში რეგისტრირებული სატვირთო მანქანის ბელორუსელმა მძღოლმა ანდრეი მოცევიჩმა. მისივე თქმით, მაგალითად მისი ტრაილერი სწორედ საზღვარზე იტვირთება.


-საზღვარზე, რუსულ მხარეს ცარიელი მივდივარ. იქ დატვირთავენ მანქანას, მერე კი ტვირთიანად უკან ვბრუნდები“, – ამბობს მოცევიჩი.(ქვემოთ ფოტოზე)

image

სასაზღვრო შეზღუდვების გვერდის ავლის კიდევ ერთი პრაქტიკა დამკვიდრდა, ეს არის არის სატვირთოს მისაბმელზე ევროკავშირის ნომრების მიმაგრება და ამ გზით ფინეთში გადატანა.


„თუ ფინურ სატვირთოს აქვს რუსული მისაბმელი, ის ითვლება ფინურ გადამზიდად და საზღვრის გადაკვეთა ლეგალურად ითვლება “, - განმარტა ამ პრაქტიკის კანონიერება მთავარმა საბაჟო ინსპექტორმა იარკო ფაგერსტრომმა.



შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ რიგით მეხუთე სანქციების პაკეტი მიიღო, რომელიც ითვალისწინებს რუსული ნომრის მქონე სატვირთო მანქანების შესვლის აკრძალვას ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე აკრძალულია რუსეთის დროშით რეგისტრირებული გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლა.

0
654
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
654
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0