
გრენლანდია ყველაზე დიდი კუნძულია დედამიწაზე. მისი ტერიტორიის 80% ყინულით არის დაფარული და ამიტომ მოსახლეობა არც თუ ისე დიდია - მხოლოდ 55-60 ათასი. ყველა ამ უცნაური თავისებურებების გამო გრენლანდიელები ჩვენგან განსხვავებულ ცხოვრების წესს მისდევენ.
1. ამ ნიშანმა არ გაგაკვირვოთ, გრენლანდიაში მარხილები ძაღლებით ყველგან შეგხვდებათ.
2. ბოლო 20 წლის განმავლობაში გრენლანდიაში მარხილის ძაღლების პოპულაცია განახევრდა. ციგები თოვლმავალმა ჩაანაცვლა, მაგრამ ძაღლების ტრადიცია შემორჩა. მხოლოდ ახლა ის ადგილობრივებისა და ტურისტების გასართობად იქცა. ზოგიერთ რეგიონში რბოლებიც კი ტარდება.
3. ძაღლები აქ შინაური ცხოველები არ არიან, ქუჩაში ჰყავთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, პატარობიდან აჩვევენ ბუნების მკაცრ პირობებს და უმი თევზით კვებავენ. 
4. და ასე გამოიყურება გრენლანდიის ტაქსი. ნუუკში საოჯახო კომპანიამ თავისი ტურისტული ნავები ყვითლად შეღება. ასეთი ნავით ტურისტები აისბერგებს ათვალიერებენ ხოლმე.
5. გრენლანდიის მკაცრი არქტიკული კლიმატი თავის კვალს ტოვებს ადგილობრივი მოსახლეობის დიეტაზე. ასე, მაგალითად, ტრადიციულ წვნიანს სუაასატს უმატებენ სელაპის ხორცს, ამ ინგრედიენტს ზხანდახან ანაცვლებენ ვეშაპის ან სხვა ფრინველის ხორცით.
6. ეს კოტლეტები, ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერია, ის ხარვერძის ხორცისგან მზადდება. ეს ცხოველები არქტიკაში მრავალი ათასი წელია ცხოვრობენ, ამიტომ გრენლანდიელებს მსგავსივახშამი არ გაუკვირდებათ. ეს არის ჩვენი ჩვეულებრივი ქათმის და საქონლის ხორცის ექვივალენტი.
7. ზღვის პროდუქტები გრენლანდიაში მაქსიმალურად გამოიყენება. ასე გამოიყურება დილის სენდვიჩის ანალოგი - გახუხული პური პალტუსის ლოყით.
8. ტრადიციის თანახმად, ბავშვი 13 წლის დაბადების დღეს იღებს საჩუქრად ტრადიციულ სამოსს და ატარებს მას მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, სკოლის პირველ დღეს ან ქორწილში.
9. ოჯახის უფროსი წევრები ტანსაცმელს ადგილობრივი ცხოველების - სელაპებისა და პოლარული დათვების ტყავისგან ამზადებენ, რომლებზეც ნადირობენ.
10. გრენლანდიაში ქალები ხშირად იკეთებენ სახეზე რიტუალური კაკინიტის ტატუებს. ეს პრაქტიკა თითქმის დავიწყებული იყო კოლონიალურ დროში, მაგრამ ახლა ის უკვე მოდაში შემოდის.
11. ეს რიტუალური ფიგურები დამზადებულია ცხოველების ძვლებისგან, რომლებსაც ინუიტები საკვებად და თბილი ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ.
12. ნუუკი ჩრდილოეთის დედაქალაქია, მაგრამ ამ ქალაქშიც კი ზაფხული მოდის. წლის ყველაზე ცხელ დროს მაქსიმალური ტემპერატურა 21 °C-ს აღწევს.
13. მოგზაურები ყურადღებას აქცევენ გრენლანდიის დასახლებებში ფერად სახლებს. ეს კეთდება არა მხოლოდ ნათელი ფერების დასამატებლად მოსაწყენ არქტიკულ პეიზაჟებზე. საცხოვრებლისთვის არის განკუთვნილი ფერადი კოდი.
14. მაგალითად, წითელი ფერის შენობებში განთავსებულია ეკლესიები და მაღაზიები, ასევე შეიძლება ცხოვრობდნენმღვდლები ან მაღაზიის მეპატრონეები. საავადმყოფოები და სამედიცინო პერსონალი ყვითელი ფერით განისაზღვრება მწვანე ასოცირდება საკომუნიკაციო წერტილებთან, შავი - პოლიციასთან, ხოლო ლურჯი - წარმოებასთან და თევზაობასთან.
15. 25 მაისიდან 25 ივლისის ჩათვლით გრენლანდიაში მზე არ ჩადის. მარადიული დღე, რომელიც 2 თვეს გრძელდება, ეროვნული დღესასწაულის საბაბად იქცა. იგი ტრადიციულად აღინიშნება 21 ივნისს, წლის ყველაზე დიდ დღეს.
16. გრენლანდიაში საცურაო ადგილებიც არის – ცხელი წყაროები. მათგან ყველაზე თბილი მდებარეობს კუნძულ ვუნარტოკზე. წყლის ტემპერატურა აქ რეკორდულ 37 °C-ს აღწევს.