x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ყველას გამოგვეპარა



image
ფილმებსა და სერიალებში უნებლიე შეცდომები ყოველთვისაა, საკითხავია მხოლოდ ის, თუ როდის შეამჩნევს პატარა დეტალებს მაყურებელი.

1. “არასწორი წყვილი"- კადრში კარგად ჩანს, რომ შარლიზ ტერონის პერსონაჟის საათი მაჯაზე სხვადასხვა მდგომარეობაშია.image

2. “ერთხელ ჰოლივუდში"- სარკე ბრედ პიტის პერსონაჟის მანქანაში ხან ჩნდება და ხან ისევ ქრება.image

3. ამავე ფილმში, რიკ დალტონის ვარცხნილობა თავისით ლაგდება.image

4. “შურისმაძიებლები: ფინალი " - აგენტ სიტველს აქვს ზედმეტად მაღალი დონის ტელეფონი. 2012 წლის სცენაში ის საუბრობს Samsung Galaxy S6-ზე, რომელიც გამოვიდა 2016 წელს. Marvel-ს ახსოვს, რომ ისინი ამ სამხრეთ კორეის ბრენდის პოპულარიზაციას ახდენენ, მაგრამ დაავიწყდათ ადრინდელი მოდელის გამოყენება.image

5. “ის:2" -კოცნის სცენა როგორც ჩანს რამდენიმე დუბლით გადაიღეს და შემდეგ სხვადასხვა რაკურსით ააწყეს.image

6. ამავე ფილმში, რიჩის სათვალეები კადრში ხან ჩნდება და ხან ქრებაimage

7. ამავე ფილმში, უცნაური სიტუაციაა ატრაქციონების სცენასიც, ფილმში ბილი ლაბირინთში ხვდება, როდესაც ჯერ კიდევ დღეა, იქ დაახლოებით 1 საათს ატარებს, გამოსვლის შემდეგ კი უკვე ბნელა.image

8. “ჯოკერი"- ყველასთვის საყვარელ სცენასი, სადაც ხოაკინ ფენიქსის გმირი კიბეებზე ცეკვავს ანთებულ სიგარეტით, შემდეგ მას აგდებს და როდესაც კიბიდან ჩადის, იგივე სიგარეტი ისევ უჭირავს.image

9. “ალადინი"- მთავარი გმირი წყლიდან გამოჰყავთ, მას ტანსაცმელი მშრალი აქვს, სახე კი სველი.image

10. ამავე ფიმში მოახლე ეხმარება ჟასმინს ყელსაბამის მოსხნაში, შემდეგ კადრში კი ჩანს, რომ მას საყურეებიც აღარ უკეთია.image

11. “ბრძოლა დედამიწისთვის"- კადრში ჩანს, რომ პერსონაჟი მანქანას ბენზის ზემოდან ასხამს, ცეცხლი კი სალონში ჩნდება.image

12. “ადამიანები შავებში 4"- სკამები რატომღაც საათის ისრის საწინააღმდეგოდ გადაადგილდა, როცა კრის ჰემსვორტის პერსონაჟმა დაიკავა ადგილი.image

13. ამავე ფილმში, როგორც ჩანს დაენანათ ბევრი ადამიანის აყვანა კადრში მოსახვედრად და კრის ჰემსვორთის პერსონაჟიც ერთსა და იმავე ადამიანის გვერდით მირბის.image

14. “ირლანდიელი"- როდესაც მსროლელი თავს ესხმის ჯიმი ჰოფს, ვხედავთ, რომ სანამ ის თავს იცავს, მისი შვილი მტერს უკნიდან იჭერს. სხვა კუთხით, კადრები განსხვავებულია: ალ პაჩინოს გმირმა თავდამსხმელი უკვე წააქცია, მისმა შვილმა კი მხოლოდ სკამიდან ადგომა მოახერხა.image
















0
328
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0