x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
"მეტოქეები მას დასცინოდნენ"- როგორ მოიგო ეთიოპელმა მორბენალმა ოლიმპიური მარათონი ფეხშიშველმა და როგორ გადაურჩა სიკვდილით დასჯას
image


აფრიკელმა სპორტსმენმა აბებე ბიკილამ უდიდესი კვალი დატოვა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. რომში 1960 წლის ოლიმპიადაზე მან სენსაციური გამარჯვება მოიპოვა მარათონში, 42 კილომეტრიანი მანძილი ფეხშიშველმა დაფარა, ოთხი წლის შემდეგ კი იგივე ტრუკი გაიმეორა უკვე ფეხსაცმელში. პირველი ტრიუმფის შემდეგ ის კინაღამ სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მეორე გამარჯვების შემდეგ მორბენალი ავტოავარიაში მოყვა. ბიკილა ინვალიდის ეტლში იყო მიჯაჭვული და 41 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ეთიოპელი სპორტსმენის ტრაგიკულ ბედზე, რომელსაც ამ დღეებში (7 აგვისტოს) დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა, ქვემოთ მოგითხრობთ.


ბიკილა დაიბადა 1932 წლის 7 აგვისტოს, მწყემსის ოჯახში, პატარა სოფელ ჯატოში, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებადან აღმოსავლეთით 130 კილომეტრში. დასახლება მდებარეობს ორომიას რეგიონში, რომელმაც მსოფლიოს მისცა უამრავი ცნობილი ეთიოპიელი მორბენალი და მარათონელი, მაგრამ ბიკილა, როგორც ბავშვი, ვერ წარმოიდგენდა, რომ სირბილი შეიძლება ყოფილიყო გასართობი ან სპორტის სახეობა. მისთვის, ისევე როგორც თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ფეხები იყო ერთადერთი გადაადგილების საშუალება. ფეხით და სირბილით ეთიოპელები ფარავდნენ ისეთ მანძილს, რომელიც უბრალოდ წარმოუდგენელია. როცა ბიკილა საიმპერატორო გვარდიის სამსახურში გამოიძახეს, ის დედაქალაქში უნდა წასულიყო. აფრიკელმა მშვიდად გაიარა ფეხით 130 კილომეტრი.



image

ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიემ იზრუნა თავისი ჯარისკაცების ფიზიკურ ფორმაზე და 1940-იანი წლების ბოლოს მან შვედეთიდან მწვრთნელი მოიწვია, გადამდგარი ოფიცერი ონი ნისკანენი. ქვეშერდომების სირბილით აღფრთოვანებულმა მან ყურადღება გაამახვილა 10/20 კილომეტრიან მარშ ლაშქრობებზე .საუკეთესო შედეგი აჩვენეს ბიკილამ, ასევე კიდევ ორმა მისმა თანამემამულემ. ჯარისკაცებს ისეთი საოცარი გამძლეობა და სიჩქარე ჰქონდათ, რომ ნისკანენმა დაარწმუნა სელასი, რომში 1960 წლის ოლიმპიადაზე გაეგზავნა ისინი.


თუმცა ბიკილა 1960 წლის თამაშებზე ეთიოპიის ოლიმპიურ გუნდში სულ ბოლო მომენტში მოხვდა ვამი ბირატუს ნაცვლად, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს დაშავდა.

image

1960 წლის 10 სექტემბერს ბიკილამ რომაული მარათონის მთელი დისტანცია ფეხშიშველმა გაირბინა; კითხვაზე, თუ რატომ, მან უპასუხა: ”მინდოდა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ჩემი ქვეყანა, ეთიოპია, ყოველთვის იმარჯვებდა მონდომებითა და გმირობით”.


თუმცა, თავდაპირველად ბიკილა არ აპირებდა ფეხშიშველა სირბილს: "ადიდასმა" მორბენალებს ფეხსაცმელი მიაწოდა; როცა ბიკილა სარბენი ფეხსაცმლის მოსასინჯად მივიდა, სულ რამდენიმე წყვილი იყო დარჩენილი და არც ერთი არ გამოდგა მისთვის კომფორტული; შესაფერისი წყვილის პოვნა ნაკლებად ცნობილი მორბენალისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა და ასპარეზობის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მან გადაწყვიტა ფეხშიშველი გარბენა. მან ოლიმპიური რეკორდით 2:15:16-ით მოიგო, რითაც გააოცა მთელი პუბლიკა, რომელსაც დამამცირებლად დასცინოდნენ.

image

ბიკილა იყო პირველი, რომელმაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა ეთიოპიიდან. იგი გახდა მთელი კონტინენტის ნამდვილი გმირი. მისი გამარჯვება სამშობლოში ფართოდ აღინიშნა. სელასიმ მოაწყო სამხედრო აღლუმი გამარჯვებულის პატივსაცემად, გადასცა უამრავი ჯილდო, აჩუქა სახლი და მიანიჭა კაპრალის წოდება. ბიკილას მაგალითით შთაგონებულმა უამრავმა აფრიკელმა სირბილი პროფესიად გაიხადეს, რადგან აღმოჩნდა, რომ ეს არის რეალური გზა სიღარიბეს თავი დააღწიო.

image


თუმცა, ძალიან მალე ეთიოპიელ მორბენალს სერიოზული პრობლემები შეექმნა. ეთიოპიაში იყო სამხედრო გადატრიალების მცდელობა და იმპერატორს ეჭვი ჰქონდა, რომ მასში ბიკილაც მონაწილოებდა. სპორტსმენი ციხეში გაგზავნეს, მისი სიკვდილით დასჯის ალბათობა რეალური იყო. სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსმა და მისი დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულების არარსებობამ გადაარჩინა: აბებე საბოლოოდ შეიწყალეს.


სამზადისის წინ, 1964 წლის ოლიმპიადამდე 40 დღით ადრე ბიკილამ ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაიკეთა და ისე გაემგზავრა ტოკიოში მარათონში მონაწილეობის მისაღებად, სპონტანურად, ყოველგვარი ორიგინალური გეგმების გარეშე.


ტოკიოში ბიკილა ASICS-ის ფეხსაცმლით დარბოდა. მარათონის დასრულების შემდეგ, რომელიც მისი გამარჯვებით დასრულდა მან განაცხადა, რომ მას შეეძლო მინიმუმ კიდევ 10 კმ-ს დაფარვა. მან საკუთარი, წინა ოლიმპიადის რეკორდი, სადაც ფეხშიშველი დარბოდა, 3 წუთით გააუმჯობესა (2:12.11.2),


image

1968 წლის ოლიმპიადაზე, ბიკილა მუხლის ტრავმის გამო იძულებული გახდა მე-17 კილომეტრზე ასპარეზობა დაეტოვებინა .ამ საპარეზობაზე მისი თანამემამულე მამო ვოლდე გახდა გამარჯვებული.


ასეთი ტრიუმფის შემდეგ, ბიკილას შეეძლო მშვიდად დატკბარიყო ცხოვრებით, მოგზაურობით, ყოფილიყო მწვრთნელი და ა.შ. თუმცა, ბედისწერამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. 1969 წელს სპორტსმენი საშინელ ავარიაში მოყვა ეთიოპიის დედაქალაქიდან 70 კილომეტრში, გადარჩა, მაგრამ წელიდან ქვემოთ პარალიზებული დარჩა . ბიკილას მუდმივი თანამგზავრი ინვალიდის ეტლი გახდა.

image

ამ ყველაფერს დაერთო დეპრესია, რამაც მწავედ იმოქმედა მასზე, ბიკილა გარდაიცვალა 1973 წლის 25 ოქტომბერს, 41 წლის ასაკში ინსულტისგან.

მის დაკრძალვაზე 75 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, ხოლო ეთიოპიის იმპერატორმა ჰაილე სელასიე I-მა ეროვნული გლოვა გამოაცხადა ქვეყნის მასშტაბით.


2009 წელს ეთიოპიაში გადაიღეს მხატვრული ფილმი The Athlete , ბიკილას უნიკალური კარიერის შესახებ . სურათი "ოსკარზეც" იყო ნომინირებული, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი, მაგრამ ვერ გაიმარჯვა.



0
525
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
525
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0