x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508144
„ამ ფოტოზე მამაჩემი და ბიძაჩემია.. დედაჩემის ჩამოსაყვანად ავიდა მეორედ, ვერცერთი ვეღარ გადარჩა“
image

.

დიტო რაზმაძე, რომელმაც მშობლები აგვისტოს ომის დროს დაკარგა, 14 წლის წინ მომხდარს იხსენებს. მამამისის ფოტომ რომელიც ყველაზე ემოციური გამოდგა მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჟურნალ-გაზეთები მოიარა. ის ერთერთი ცნობილი ფოტო კადრია აგვისტოს ომიდან.

.


„ასე თუ ისე, ყველაფერი კარგად მახსოვს, კასეტური ბომბი შემოვარდა, მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა.

თავად მეზობლებსაც იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ, რომ თავიანთი ოჯახები მიატოვეს დროებით და კარებს გარედან ეჯაჯგურებოდნენ, რათა როგორმე გაეღოთ.

.

ვერ გააღეს კარები. მამაჩემმა გაზის მილიდან ჩამომიყვანა. ამ ფოტოზე მამაჩემი და ბიძაჩემია. დედაჩემის ჩამოსაყვანად ავიდა მეორედ, ვერცერთი ვეღარ გადარჩა.

.

თხოვნა მექნება ყველასთან. როგორი კარგი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, როგორი ბედნიერიც არ უნდა იყოს, შვილი უნდა იზრდებოდეს მშობლების გვერდით“, – თქვა დიტო რაზმაძემ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“.

.

0
438
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0