x
image
Lerato
პატარა ხის სააგარაკო სახლი დიდი აუზით და დახვეწილი ინტერიერით
image


მას რომ პაწაწინა სახლი ვუწოდოთ, მართალი იქნება, თუმცა, ამავდროულად მცდარიც. შენობის მთავარი ნაწილი პატარაა და ისეთი ინტერიერი აქვს, როგორიც ამ მასშტაბის ნაგებობებს უნდა ჰქონდეს. მაგრამ არის რამდენიმე დეტალი, რომელიც სახლს უფრო დიდად წარმოაჩენს და საკუთრებას სიფართოვის იერს აძლევს. ის კვლავ ინარჩუნებს პატარა სალონის მყუდრო და თბილ სახეს. ეს ადგილი ორეგონის Lost Lake Resort-ის ნაწილია და სახლის მიმდებარე ტერიტორია გარემოცულია ხეებითა და გამწვანებით.


imageimageimage

სახლის ყველა სხვა ნაწილი შექმნილია იმავე სტილში და იგივე მასალებით. მისი კედლები გარედან ხით არის მოპირკეთებული, მწვანე სახურავი კი სივრცეში არსებულ ყველა ნაგებობაზე ვრცელდება. მთავარი სახლი, როგორც ზემოთ ვახსენეთ, წარმოადგენს კლასიკური დიზაინის პატარა ნაგებობას. მთავარი სივრცის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები სამზარეულოთი, საძინებელი და პატარა სააბაზანო. ამასთან, სხვენზე დამატებითი დასაძინებელი სივრცეა. ის მშვენიერი და კომპაქტურია ბევრი არასაჭირო ელემენტების გარეშე, ფანჯრებიდან დიდი რაოდენობით მზის სინათლე შემოდის, რაც ინტერიერს უფრო დიდსა და ნათელს წარმოაჩენს.


imageimageimage


ტერიტორიაზე არსებულ სხვა ნაგებობებს, რომელიც მთავარ სახლთანაა დაკავშირებული, სხვადასხვა ფუნქციები აქვს. ერთ-ერთ მათგანს, მაგალითად, საკმაოდ დიდი სივრცე უკავია სტუმრების მისაღებად, ურთიერთობისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან. აღნიშნული ადგილი სახურავით არის გადახურული, თუმცა, შიდა სივრცეს არ წარმოადგენს. ის მოიცავს სასადილოს და მოსასვენებელ ზონას. სამზარეულოს დახლის წინ დიდი პანორამული ფანჯარაა ულამაზესი ბუნების ხედით.


imageimage


მიმზიდველი ეზო აერთიანებს ტერიტორიას მთავარი სახლის ირგვლივ, რაც უზრუნველყოფს კავშირს ყველა არსებულ ზონას შორის. სივრცეებს აკავშირებს საერთო დიზაინი, მათ დეკორში გამოყენებული მასალები და რუსტიკული ხიბლი, რასაც ეს ადგილი ფლობს. სახლის უკანა ეზოში კი აღმოაჩენთ ნახევრად დახურულ, საკმაოდ დიდი ზომის აუზს.



imageimage

ასევე დაგაინტერესებთ:


თანამედროვე სტილის სამზარეულოები – რომელს მიანიჭებთ უპირატესობას?


როგორ გამოვიყენოთ რიყის ქვა – 55 საოცარი იდეა


თუ გსურთ, რომ თქვენი ეზო მიმზიდველად გამოიყურებოდეს, ეს პრაქტიკული რჩევები გაითვალისწინეთ


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


სარდაფის და ნახევრად სარდაფის მოწყობის ორიგინალური იდეები


თუ პატარა ბინა გაქვთ და არ იცით როგორ მოაწყოთ, ეს რჩევები ნამდვილად დაგეხმარებათ


საოცნებო პატარა სახლი ბორბლებზე დახვეწილი ინტერიერით


პატარა სააგარაკო სახლი ბორბლებზე – ნებისმიერს მოხიბლავს!


0
568
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0