x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა"–მეუფე გრიგოლი

image

"ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა, " - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თანამემამულეთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე განაცხადა.




"ყურადღებას გავამახვილებ რუსეთთან ერთმორწმუნეობის საკითხზეც, რადგან ამასთან დაკავშირებით არც თუ იშვიათად გამოითქმის უსაფუძვლო მოლოდინები.


ადამიანთა (ან სახელმწიფოთა შორის) ურთიერთობაში ერთმორწმუნეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუკი ის გაგებულია როგორც (ა) სულიერ ღირებულებათა ერთობლიობა და იმავდროულად თანხვედრაშია მხარეთა სტრატეგიული ინტერესებთან, ან (ბ) წინააღმდეგობაში არ მოდის ეროვნული თვითგამორკვევის საფუძველმდებარე პრინციპებთან.



ცხოვრება გვაჩვენებს, რომ ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.ერთმორწმუნეობა, თუკი მას სულიერ ასპექტში გავიაზრებთ, არის ოდენ რელიგიური კატეგორია და მისთვის პოლიტიკური დატვირთვის მინიჭება, ხშირად, სატყუარაა! საქართველოსა და რუსეთის ურთიერთმიმართების ხანგრძლივი ისტორია სწორედ ამას გვაჩვენებს.


დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ერთმორწმუნეობის საფარქვეშ სათავე დაედო მძიმე ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც თანდათან ეროვნული ჩაგვრის ეფექტურ და ძლიერ ინსტრუმენტად იქცა.


ერთმორწმუნეობის ფასს უკრაინის მაგალითზეც კარგად ვხედავთ.და ბოლოს, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა დღემუდამ მზად უნდა იყოს საკუთარი ტერიტორიის, მოსახლეობის, მრწამსისა და ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა ვერავინ გააკეთებს!


მწამს და მჯერა, რომ ღვთის რწმენა და სამშობლოს სიყვარული ერთმანეთს გვაპოვნინებს; ერთობით კი შეუძლებელსაც შევძლებთ!ჩვენ ვლოცულობთ სამშობლოსთვის თავდადებულ მამულიშვილთათვის, სულთა მათთა საცხოვნებლად და სახელთა მათთა უკვდავსაყოფად. საუკუნოდ იყავნ ხსენება თქვენი, ღირსნო ნეტარებისანო და სამარადისოდ ხსენებულნო მამულიშვილნო. სულმან თქვენმან კეთილსა შინა განისვენოს, და ნათესავმან თქვენმან დაიმკვიდროს ქვეყანა, ამინ!"

image

0
214
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0