x
მეტი
  • 01.10.2022
  • სტატია:122660
  • ვიდეო:355123
  • სურათი:494909
ჰქონდა თუ არა "სპარტაკის" ფეხბურთელს ალინა კაბაევასთან რომანი ,პუტინის სავარაუდო საყვარელთან?

image

სპორტსმენმა სრულიად მოულოდნელად ისაუბრა გამოჩენილ ტანვარჯიშესთან რომანის შესახებ, იუწყება Top news-ი.



რუსმა ფეხბურთელმა, "სპარტაკის" ყოფილმა მოთამაშემ მაქსიმ ბუზნიკინმა პირველად კომენტარი გააკეთა ცნობილ ტანმოვარჯიშესა და ოლიმპიურ ჩემპიონ ალინა კაბაევასთან რომანის შესახებ ჭორებზე.





შეგახსენებთ, რომ შესაძლო რომანზე საუბარი "წითელ-თეთრების" თავდამსხმელმა თავად გამოიწვია პროვოკაციული ჟესტით 2000-იან წლებში.






გოლის აღნიშვნის დროს მან ასწია მაისური და მის ქვეშ საზოგადოებას დაანახა შიდა მაისური ალინა კაბაეავას ფოტოთი, ანუ გატანილი გოლი ფეხბურთელმა მას მიუძღვნა. ფეხბურთელმა ასევე დაწერა სიმღერა "ალინა", რაც ცხადყოფს, რომელ ალინას ეძღვნება.




საზოგადოება ენერგიულად განიხილავდა წყვილის სავარაუდო რომანს და ელოდნენ კიდეც, რომ ურთიერთობას საჯაროდ გაამჟღავნდებდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ნელ-ნელა ამაზე ლაპარაკი მიყუჩდა.



20 წლის შემდეგ, ბუზნიკინმა პირველად გადაწყვიტა ისაუბროს კაბაევასთან ურთიერთობაზე. „ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ჩემი რომანი ალინასთან ჟურნალისტების მოგონილი იყო. ”- აღნიშნა სპორტსმენმა. სხვა დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა ვეტერანმა ფეხბურთელმა .

image

დიდი ხანია ცნობილია, რომ ალინა კაბაევა ყოველთვის ერიდება პირად ცხოვრებაზე საუბარს, თუმცა რაღაც-რაღაცეები მაინც არის ცნობილი, ალინა კაბაევას ხანგრძლივი რომანი ჰქონდა ქართველ მილიციონერთან დავით მუსელიანთან, თითქოს ალინა ცოლადაც უნდა შეერთო მაგრამ გაირკვა, რომ მუსელიანი ცოლ-შვილიანი იყო და ალინას ცოლად შერთვას არც აპირებდა.



- მე დათო მიყვარს და მალე ცოლადაც გავყვები. მას არ უნდა, რომ სპორტს დიდი დრო დავუთმო და სურს, მუდმივად მის გვერდით ვიყო. ამიტომაც, მზად ვარ, კარიერა დავასრულო. ჩვენი სიყვარულის ნიშნად; დათომ „მერსედესიც“ მაჩუქა, – კაბაევას ამ განცხადებამ რუსეთი შოკში ჩააგდო.თუმცა გაირკვა, რომ ნაჩუქარი „მერსედესი“ კი ალინას ფანტაზიის ნაყოფი იყო. მან ეს ავტომობილი თავად შეიძინა და დათოს „დააბრალა“

image

შემდეგ კი იყო რომანი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, პრეზიდენტს ალინა უმალვე მოეწონა და მალე კაბაევა „ედინაია როსიას“ წევრი გახდა და დუმის დეპუტატის მანდატიც მიიღო, პუტინი-კაბაევას ურთიერთობის შესახებ დღემდე უამრავი ჭორ-მართალი დადის.

image

0
398
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0