x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508146
დედამიწა მზეს შორდება: როგორ იმოქმედებს ეს პლანეტის მაცხოვრებლებზე?
image
მეცნიერები თვლიან, რომ დედამიწასა და მზეს შორის მანძილის ცვლილება კლიმატის ცვლილებას გამოიწვევს.





ჩვენს პლანეტას ოდნავ ელიფსური ორბიტა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზის გარშემო წრეში არ ბრუნავს. საშუალოდ, დედამიწიდან ჩვენს ვარსკვლავამდე მანძილი 150 მილიონი კილომეტრია. ჩვენი პლანეტის ოვალური ორბიტის გამო, ეს მანძილი მუდმივად იცვლება მთელი წლის განმავლობაში - 147 მილიონი კმ-დან 152 მილიონ კმ-მდე. ამავდროულად, დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილი კვლავ იზრდება, ანუ, ჩვენი პლანეტა შორდება ვარსკვლავს და ეს საბოლოოდ გამოიწვევს კლიმატის ცვლილებას. კითხვაზე: „ღირს უკვე ამაზე ფიქრი?“, პასუხობს ასტრონომი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან Live Science-ის სტატიაში.





ასტრონომი ბრაიან დიჯორჯიო სანტა კრუზის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან თვლის, რომ დედამიწიდან მზემდე საშუალო მანძილი თანდათან იზრდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ მზე ნელ-ნელა კარგავს მასას. ასევე, ეს გამოწვეულია იმით, რომ ორი კოსმოსური სხეულის ურთიერთგრავიტაციული ზემოქმედებით ერთმანეთზე.





"ჩვენს მზეს, პროგნოზების მიხედვით, დარჩენილი აქვს დაახლოებით 5 მილიარდი წელი სიცოცხლისთვის, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ჩვენი ვარსკვლავი ნელ-ნელა მოკვდება და მანამდე მზე დაკარგავს მისი მასის დაახლოებით 0, 1%-ს. თუმცა ეს ბევრი არ ჩანს. ეს მაჩვენებელი შედარებულია იუპიტერის მასასთან, რომელიც დედამიწაზე 318-ჯერ მძიმეა.“- ამბობს დიჯორჯიო.






მეცნიერის თქმით, მზემ უკვე დაიწყო მასის დაკარგვა და მზის მიზიდულობის ძალა სუსტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწა წელიწადში დაახლოებით 6 სმ-ით შორდება ჩვენს ვარსკვლავს.




”მაგრამ ახლა, არ ინერვიულოთ ამაზე, ჯერ კიდევ ძალიან მცირე მანძილია”- ამბობს დიჯორჯიო.




image



მეცნიერის აზრით, პლანეტის მზიდან თანდათანობით დაშორება კიდევ უფრო იმოქმედებს დედამიწის კლიმატზე, რადგან, მზის შუქის რაოდენობა თანდათან შემცირდება.




"მიუხედავად იმისა, რომ სინათლის რაოდენობა შემცირდება, ეს ასე სწრაფად არ მოხდება, ამას მილიონობით წელი დასჭირდება. მზე თავისით შეიცვლება, ის ვითარდება და ყოველ 1 მილიარდ წელიწადში ისევ გაზრდის თავის სიკაშკაშეს. ეს გამოიწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი სითბო შემოვა პლანეტაზე და მთელი წყალი შეიძლება გაქრეს. დიდი ხნით ადრე, სანამ მზე დაასრულებს სიცოცხლის გზას, დედამიწა საცხოვრებლად უვარგისი გახდება.“ - ამბობს დიჯორჯიო.




მისი ევოლუციის დასასრულს მზე გადაიქცევა უზარმაზარ წითელ ვარსკვლავად. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ მზე იმდენად გაიზრდება ზომაში, რომ ადვილად გადაყლაპავს მერკურს, ვენერას და დედამიწას. სხვა მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენს პლანეტას მაინც შეუძლია გადარჩეს და გააგრძელოს მოძრაობა ორბიტაზე.




image

"დედამიწა რომც გადარჩეს, არ არსებობს იმის შანსი, რომ ადამიანებმა გადარჩნენ მასზე. დედამიწა გადაიქცევა მდუღარე ცხელ ბურთად."- ამბობს დიჯორჯიო.
მეცნიერთა ყველაზე თამამი პროგნოზები ამბობენ, რომ კაცობრიობა 5 მილიარდ წელიწადშიც რომ გადარჩეს, მას მოუწევს როგორმე გადაიტანოს პლანეტა სატურნის ორბიტის გარშემო, რათა, ის საცხოვრებლად ვარგისად დარჩეს.
"ეს ძალიან ფანტასტიკური გამოსავალია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა, მომავლის ტექნოლოგიებმა ამის გაკეთება შესაძლებელი გახადონ. თუმცა ყველაზე მარტივი იქნება დედამიწის დატოვება ან მზის სისტემის მთლიანად დატოვება."- ამბობს დიჯორჯიო.



0
496
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
496
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0