x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122788
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495059
დაკარგული ცხოვრება 6
imageსახლამდე მისასვლელი გზა დაგრძელდა..

ლილე კიბის საფეხურზე ჩამოჯდა ...

-მე აქ ვრჩები...

-მიდი ადექი, ამ კიბეებს ავივლით და სახლში ვიქნებით...


-რა ცოტაა, ასი კიბე მაინც იქნება,

-ნახე ნინაა უკვე კიბის თავში დგას..

-ცუდად ხომ არ ხარ? ლექსომ ლილე მოიკითხა კიბეზე ჩამოჯდარი რომ დაინახა...

-დავიღალე..

-ანიკა წავიდა გასაღები ხომ შენ გაქვს, გაყევი დაისვენებს და ერთად ამოვალთ...

ლექსო ანიკას დაედევნა გეგა კი ლილეს გვერდით ჩამოჯდა კიბის საფეხურზე, ლილემ თავი მხარზე დაადო და კარგახანს იჯდა ასე...

-დაგეძინება.. წავიდეთ გეგა ფეხზე წამოდგა და ლილეს ხელი გაუწოდა დასახმარებლად...ლილეც ზლაზვნით წამოდგა არ უნდოდა სახლში წასვლა თუ დავიძინებ მალე გათენდება როგორ არ უნდა რომ ეს ღამე მალე გათენდეს ...ხვალ ხომ ლევანს ნახავს...რა ვუთხრა ჩემებს როგორ გავუსწორო დედ-მამას თვალი, ჩემი ძმა სულ გაგიჟდება..ნეტა დარჩენა შემეძლოს...წამში ათასმა აზრმა გაუელვა მაგრამ თქმით მხოლოდ მეზარებაო წაიბუტბუტა..

გეგამაც არ დააყოვნა წამში ხელში აიტაცა ლილე...

-კარგი, მაშინ ხელით გატარებ...

-დაგღლი...

-სულაც არა პატარა ხარ და სიფრიფანა...

-მერე რა რომ პატარა ვარ, სამაგიეროდ გული მაქვს ისე მძიმე ვერ შეძლებ ჩემს ზიდვას...

-იქნებ სათანადოდ ვერ შემაფასე, იქნებ იმაზე დიდი მეტი შემიძლია ვზიდო ვიდრე შენ და სენი გული ხართ ერთად..?

-ვითომ შეძლები? ვაღიარებ ამ კიბეების ავლა ასე მირჩევნია ლილემ ხლები გაშალა და თავი უკან გადაწია...

-შევამოწმოთ..

-შევამოწმოთ თავი მაღლა ასწია და გეგამ ისევ დაინახე პატარა ეშმაკუნები მის თვალებში.

-თუ ასე აპირებ მიყურო, ვერ მოგცემ პირობას რომ თავს შევიკავებ და არ გაკოცებ..

-ნუ მაშინებ...

-ნუ მიწვევ...

-ჰა, აღიარე რრომ ძალან დაიღალე ...კითხა გეგას ლილემ როცა კიბის თავში გეგას მკლავებიდან ჩამოხტა...

-არააა..

-იქნებ კიდევ ერთხელ ჩავირბინო...

-ჩემი იმედი არ გქონდეს აღარ ამოგიყვან...

-გამოტყდი რომ დაიღალე..

-უფლება რომ მქონდეს მთელი ცხოვრება ასე გატარებდი...

ლილემ უკვე დანამდვილებით იცოდა რომ თავადაც სიამოვნებით დარჩებოდა ამ მკლავებში მთელი ცხოვრება მაგრამ ჯერ ძველი ცხოვრება ეძახდა, გეგას ვერ მოახვევდა მის პრობლემებს თავზე..

-წავიდეთ ანიკა ინერვიულებს, თან ხვალისთვისაც მომზადება საჭირო...

ის იყო გეგა ეტყოდა დარჩიო რომ მისმა ტელეფონმა დარეკა

გათიშვა დააპირა მაგრამ ეკრანს რომ დახედა გადიფიქრა... ლილემ სცადა გაცლოდა მაგრამ გეგამ არ დაანება ხელი მაგრად ჩასჭიდა და წასვლის ნება არ მისცა...

-გისმენ...

-შვილო, რას მერჩი გული უნდა გამიხეთქო ჩემი სიკვდილი გინდა...მე რა დედა ვარ შვილს დაბადების დღეს ტელეფონით ვულოცავ...

-დედა მადლობა, დამშვიდდი გთხოვ...

-სად ხარ? მითხარი მე მოვალ შენთან...

-დედა ნუ ნერვიულობ კარგად ვარ ხვალ მე თავად მოვალ შენთან ...

-ჯერ ჩაგეხუტები, მოგილოცავ და მერე გცემ...

-კარგი დედა ჯერ მომილოცე და მერე მეჩხუბე..ახლა კი წავედი..

გეგამ ტელეფონი გათიშა და ლილეს გაშლილი ხელი გაუწოდა მომეცი ვნახავ რომელიც ისევ მის წინ იდგა და ნევიულოდა იმდეხანს აწვალებდა ხელით ყელსაბამს სანამ არ გაწყვიტა...გეგას ნათქვამმა თითქოს მოაფხიზლაო და და ყელსაბამი გეგას ხელი გულზე დაუდო..

- რა უნდა მოგილოცოს?მხოლოდ ახლა ასწია ლილემ თავი...

-დაბადების დღე..

-მართლა, რატომ არ თქვი...

-ალბათ იმიტომ რომ ხვალინდელ დღეზე არც თუ ისე კარგი მოლოდინები მაქვს...

-გილოცავ, ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მთელი გულით გისურვებ ბედნიერებას...მადლობა დახმარებისთვის და ყყველაფრისთვის რაც ჩემთვის გააკეთე..

-მადლობას ნუ მიხდი გთხოვ თორემ მცხვენია, მართლა არ მინდოდა შენი ცხოვრების გართულება..საკუთარ თავზე ვბრაზდები ვდგავარ და ვერაფერს ვაკეთებ შენი ბედნიერებისთვის და ვერც ჩემი ბედნიერებისთვის ნეტავ სხვაგვარი ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა...

ნეტავ ჩაიბუტბუტა ლილემ და ჩქარი ნაბიჯით სახლისკენ მიმავალ ქუჩას გაყვა..

არეული ნაბიჯებით მიუყვებოდა ლამპიონებით განათებულ ქუჩას და ფეხდაფეხ გეგა მიყვებოდა...

სახლი სრულიად ჩაბნელებული დახვდათ

- ნეტავ ესენი სად წავიდნენ?

ლილეს კითხვაზე გეგამ მხრები აიჩეჩა და კარის სახელური მოსინჯა...

კარი ღია დახვდა....

ფეხი შედგა სახლში თუ არა მის წინ ერთი პატარა სინათლე აკიაფდა რასაც დაბადების დღის სიმღერა მოჰყვა.

-გეყოფათ, შემეშვით...

–სურვილი ჩაიფიქრეე არ ეშვებოდა ანიკა...მერე რა რომ ტორტი არ არის და მარტო სანთლებია, ასეც აგისრულდება სურვილი

-კარგი როგორც შენ იტყვი, გეგამ ლილეს გახედა და ისე რომ მისთვის მზერა არ მოუშორებია სანთელი ჩააქრო...

-რა ჩაიფიქრე არ ეშვებოდა ანიკა..

-თუ გეტყვი არ ამისრულდება...

- კარგი ხოოო...

-ეხლა კი სადღეგრძელო დროა, აბა ჭიქები გამომართვით..ლექსომ ყველას ჩამოურიგა ჭიქები..ლილემ გეგას ბედნიერება უსურვა ჭიქა ბოლომდე გამოცა და ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა...

ეს ღამეც როგორც იქნა გათენდა...

გეგას გაეღვიძა თუ არა პირველი რაც გაახსენდა ლილეს ყელსაბამი იყო სასწრაფოდ ჩაიცვა და გარეთ გავიდა იმ იმედით რომ როცა საღამოს როცა ლილე მისგან წავიდოდა მის ყელს ისევ დაამშვენებდა მისი ყელსაბამი...

გეგა გასვლა და ლილეს ტელეფნზე ლევანის ზარი შემოვიდა..

-გისმენ?

-როგორ ხარ?

-კარგად...

-სად მოგაკითხო?

-საღამოს გელოდი, შენ ნუ მოხვალ მე მოვალ მითხარი სად მოვიდე?

-ბილეთის გადაცვლა მომიწია, ჟურნალისტებმა იციან რომ საღამოს ჩამოვალთ..სანაპიროზე ვარ კაფეში მისამართს ჩაგიგდებ..

-ეხლვე გამოვალთ..

გოგონები სასწრფოდ მომეზადნენ ლილეს თითქოს რაღაც ჩაწყდა როცა გაიგო რომ გეგა სახლში არ იყო..

-ლექსო მალე მოვა ასე ვერ წავალ უნდა დავემშიდობო მადლობა უნდა გადავუხადო..

-არ ვიცი ლილე ტელეფონიც სახლში აქვს არ გამიგია როდის გავიდა..

-ასე წასვლა არ შემიძლია..

-ლილე იქნებ ასე უკეთესი იყოს ლექსო გადასცემს შენს მადლობას.გთხოვთ ახლა წავიდეთ...ხომ იცი ლევნი გველოდება..

ლილეს კარგად ესოდა რომ არ შეიძლებოდა მეგობრისთვის წინაღმდეგობის გაწევა რადგანაც მართალი იყო..იქნებ ასეც სჯობდეს, ასე ნაკლებად გამიჭირდება წასვლა...გაიფიქრა და მანქანაში ჩაჯდა ლევანი დათქმულ ადგილას დახვდა, თუმცა ლილესთვის ნაცნობი ლევანი სადღაც დაიკარგა...ლევანი წამოდა და ლილეს გულში ჩაიკრა...

ლილე გაუძრევლად იდგა და გრძნობდა როგორ ეყინებოდა სისხლი ძარღვებში, ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა ეხლა მისთვის საშინლად ცივი და უცხო იყო...

-საჭესთან მე დავჯდები ანიკამ უსიტყვოდ გაუწოდა გასაღები და თავად უკანა სავარძელზე მოკალათდა..

მანქანა ადგილს მოწყდა, სამივე დუმდა..

ლილე ისევ უმისამართოდ გაჰყურებდა ფანჯრიდან ცდილობდა რაც შეიძლებოდა სახე მოერიდებია ლევანისთვის..დიდხნიანი დუმილი ლილეს ტელეფონზე შემოსულმა ესემესის ხმამ დაარღვია.

"ასე მარტივი იყო ჩემგან წასვლა"

"ისეთივე მარტივი როგორც დარჩენის თხოვნა"

"მაპატიე ლილე"

"ბედნიერი იყავი გეგა"

ლილემ ესემესები წაშალა და და ისევ უმისამართოთ გააგრძელა ფანჯრიდან ყურება...მაგრამ ლევანმა მაინც შეამჩნია ლილეს ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.

გზიდან გადავიდა და მანქანა გააჩერა, გადმოვიდა ლილეს კარები გაუღო და ისიც მანქანიდან გადმოვიდა..

-ლილე, ფიქრისვის ბევრი დრო გვქონდა, და მეც დავფიქრდი... მე დავაშავე შენთან და შენ ყველაზე სასტიკად დამსაჯე..ჩემს წინ ურცხვად დადექი და და გამომიცხადე ჯერ ეს ამბავი და შემდეგ ისიც დაამატე იმ შემთხვევაში მთხოვე პატიება შენ თუ შეძლებ ჩემს პატიებასო..

-ლევან,

-გაჩუმდი და მომისმინე,

თავიდან ვიფიქრე მომეკლა ისიც, შენც და საკუთარი თავიც მაგრამ შემეშინა სიკვდილის კი არა იმის შემეშინდა რომ შენ ტკივილს მოგაყენებდი..

-გთხოვ ლევან ამას ნუ გაკეთებ, ვერ შევძლებთ ჩვენი ცოდვებით მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდით გავატაროთ, დავასრულოთ ...

გთხოვ მეტ ტკივილს ნუ მივაყენებთ ერთმანეთს...

-არ შემიძლია, ვერ გაგიშვებ, გინდა გიჟი მიწოდე მაინც მინდა შენს გვერდით ყოფნა..

-ლევან ჩვენ ორივე შევიცვალეთ, იცი როგორ ვნანობ ჩემ საქციელს? საკუთარი თავი მეზიზღება, ვერაფერს დავივიწყებთ, მთელი ცხოვრება გვემახსოვრება და ერთ დღესაც ერთმანეთს შევიძულებთ..

-შევძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება სახლში გველოდებიან...

-არ გინდა ლევან ქორწილამდე ორი თვეა ყველას ავუხსნით ისე რომ გული არავის ეტკინოს, თუ საჭირო გახდება ქვეყნიდანაც წავალ...

-მანქანაში ჩაჯექი, გველოდებიან ...

ტონი იმდენად მკაცრი იყო ლილე უსიტყვოდ დაემორჩილა...

სახლში მისვლამდე ლევანმა გოგონები სალონში გაატარა თმა კაბა და მაკიაჟი ლილე ნამდვილად თოჯინას გავდა...ზუსტი შედარებაა საშინლად ლამაზი მაგრამ თვალები უსიცოცხლო და არაფრის მთქმელი...

სახლში მთელი სანათესავო შეკრებილიყო როგორ ოჯახს შეეფერებოდა ყველაფერი იდიალურად იყო..ოჯახთან დაახლოვებული ჟურნალისტიც ადგილზე გახლდათ ლილემ იცოდა რომ ხვალ მისი სურათებით აჭრელდებოდა სხვადასხვა საიტები, გეგა ნახავს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში...

დედას არ გამოპარვია ლილეს თვალები შვილს კითხვები დააყარა მაგრამ მიზეზად ლილე ჯიუტად მგზავრობას და დაღლას ასახელებდა..

-შვილო ხომ არაფერს მიმალავ...

-არა დედა ხომ იცი რომ ფრენას ვერ ვიტან, მერე ბათუმიდან მანქანით ჩამოვედით დავიღალე..

-კარგი ჩემო ლამაზო ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები...

-დედა არ გეწყინოს გთხოვ დღეს ჩემთან გავალ ბინაში ხვალ ამოვალ სახლში, თან წასვლა მინდა ესენი დაშლას არ აპირებენ მამაც არ წამოვა მალე, თქვენთან ხვალ გამოვალ..

-კარგი შვილო, თუ გინდა დავრჩები შენთან..

-არა დე მამა არ დატოვო..ხვალ მე მოვალ...


ლევანის ლილეს თხოვნას სახლში გაყვანაზე მაშინვე დათანხმდა.დარჩენის თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ კარებისკენ გასწია ის იყო გარეთ უნდა გასულიყო დაცემის ხმა გაიგონა ოთახში შემოვარდა ლილე იატაკზე იწვა და წარბიდან სისხლი მოსდიოდა.ლევანი ლილეს მივარდა

-ლილე, ხმა გამეცი, რა დაგემართა ...თან სასწრაფოს ნომერი აკრიბა..

-კარგად ვარ, უცებ წამოვდექი შენს გასაცილებლად და წონასწორობა დავკარგე..ლილემ ნატკენზე ხელი მაგრად მიიდო და წამოჯდა..

-შეგიძლია ადგომა.ექიმთან წავიდეთ..

-არაფერი მინდა, დავიღალე დავისვენებ და ხვალ კარგად ვიქნები..

-მეც დავრჩები..

-გთხოვ წადი, წადი და იფიქრე როგორ დავშორდეთ ისე რომ არავის ეტკინოს გული..

-ლილე მე შენ ვერ დაგკარგავ.

-ჩვენ აღარ გამოვა შეიგნე..

-ეგ სისულელე თავიდან ამოიგდე გთხოვ...

-წადი გემუდარები, ნუ მექცევ ეგრე ნუ გინდა უფრო დამნაშავედ ვიგრძნო თავი, აღარ მიყვარხარ გაიგე, შემეშვი, მარტო დამტოვე...

-კარგი, დამშვიდდი წავალ, შენ ხო კარგად იქნები..

-წადი, არ მოვკვდები...

ლევანი სასწრაფოდ გავიდა გარეთ და კარიც გაიჯახუნა, ლილე ისევ იატაკზე იჯდა როდესაც კარების გაღების ხმა გაიგონა ზემოთ არ აუხედავს ისე იყვირა ხომ გთხოვე მარტო დამტოვეთკო

-ლილე..

-გეგა, შენ

მოვკლავ დაიღრიალა გეგამ როცა ლილეს სახეს შეხედა..

-გეგა გაჩერდი გთხოვ, გეგას ხელს ძლიერად ჩაებღაუჭა ლილე და წასვლის ნება არ მისცა..

-რა დაგმართა ..

-მისი ბრალი არა, მიდიოდა, გასაცილებლად ავდექი უცებ ცუდად გავხდი, დავეცი და მაგიდის კუთზეს ჩამოვარტყი..

-ტყუილს ამბობ..

-გეფიცები..

-რა გითხრა ასეთი რომ ცუდა გახდი...გეგამ ლილე წამოაყენა სახე მობანა და და ჭრილობაც დაუმუშავა...

-ასე მგონია ეს უკვე ერთხელ მოხდა... ისევ ჩემს ჭრილობებს კურნალობ..

-ძალიან ხიფათიანი ხარ, სხვათაშორის პატარა იარაც დაგრჩება...

-გადავიტან“შენ აქ რას აკეთებ?

-ჩემგან ისე წამოხვედი ვერ მოვასწარი მეთხოვა შენთვის დარჩენა...გეგა სავარძელზე მჯდომ ლილეს გვერდით მიუჯდა...მარტო არ დამტოვო უჩურჩულა გეგას და მის კალთაზე თავი დადო და რამოდენიმე წამში დაღლილს მშვიდად ჩაეძინა..







სიყვარულით ინტერ-გოგონა




0
69
1-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
Mediator image
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0