საზოგადოება
"ასე რავა უნდა შერჩეთ ქალაქის ცენტრში @@ნაური!"- რას წერს დათო ლიკლიკაძე
2022, 7 აგვისტო, 21:47
ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე შუა მარჯანიშვილზე, სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტის აღმბეჭდავ ვიდეოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩვეული იუმორით ეხმაურება და საზოგადოებას პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
"ცხოველთა დამცველებმა მაინც გააპროტესტეთ, იმ ტიტველმა კაცმა რომ ძაღლს ფეხი კრა. რაცხა გავაპროტესტოთ ხალხო, მთლად ასე რავა უნდა შერჩეთ ქალაქის ცენტრში @@ნაური!", - წერს ჟურნალისტი პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ სავარაუდოდ, რუსი წყვილის სქესობრივი აქტია აღბეჭდილი. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის, ქეთი კოვზიაშვილის ცნობით, მასალაში ფიგურანტი ორივე პირი საქართველოს მოქალაქეა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით.