x
მეტი
  • 27.09.2022
  • სტატია:122542
  • ვიდეო:355064
  • სურათი:494813
"დიდება ჩვენს მრავალტანჯურ გენიალურ ხალხს, რომ სტუმართმოყვარეობის საარაკო წესი დღემდე შემოინახა" - გიორგი კალანდის

image

"სამეგრელოსაკენ მივდივარ, მძღოლად ჩემი დიდი ხნის მეგობარი ნიკო მიზის და თავშესაქცევ ამბებს მიყვება, ნიკო 10 წელზე მეტია ტურისტულ ბიზნესშია და ძირითდად არაბებსა დ სპარსელებს ემსახურება, ისეთ სასწაულ ამბებს მიყვება კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საქართველო მიწიერი სამოთხეა....

"ჩამოსვლისთანავე გაოგნებულები იცქირებიანო არაბი და სპარსელი სტუმრები, ამდენ სიმწვანეს, ამდენ მდინარეს ერთად რომ ხედავენ თვალებს არ უჯერებენო" -მიყვება და ღიმილით აგრძელებს :- " ქართულ შხაპუნა წვიმას არაერთხელ გაუოცებია ჩვენი სტუმრები, წვიმის ნახვაზე მანქანა გაუჩერებიათ ბავშვებივით გადმოცვენილან და წვიმის წვეთებით გაბედნიერებულებს სახე დაუბანიათო"..

ეს ბუნება, ახლა წარმოიდგინეთ კულტურული შოკი... გაისიგრძეგანეთ რა ემართებათ ჩვენს არაბ და სპარსელ სტუმრებს, როცა მზეზე ბრწყინვალე თამარის მეფეთ-მეფობის ამბავს ისმენენ, როცა იგებენ რომ აქ ოდიდგანვე "ძუ და ხვადი ურთიერთის თანასწორი" იყო...გაოცებას და აღფროვანებას ვერ მალავენ ფხვიერი ქვიშის დიუნებსა და ცხვრის ტყავით გაწყობილ იურტებს ნაჩვევი ხალხი როცა სვანეთის ცად აზიდულ ათასწლოვან კოშკებს, კლდეში ნაკვეთ ვარძიის ნატიფ ქვაბებს და ნიკორწმინდის ვირტუოზულ ჩუქურთმებს ხედავენ... ჰოდა დიდება ჩვენს წინაპრებს იმისათვის რომ შეინახეს, შეინარჩუნეს ეს მადლმოსილი მიწა, დიდება და ქება ჩვენს მრავალტანჯულ, გენიალურ ხალხს, რომ სტუმართმოყვარეობის საარაკო წესი დღემდე მოიტანა...

ყველაფერი გვიბოძა ღმერთმა.. ერთმანეთის მეტი სიყვარული, თანადგომა და გულისხმიერება გვჭირდება" - წერს სოციალურ ქსელში ხელოვნების მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია


image


20
351
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
351
  
12 აგვისტო, 13:21
მეც ეგ ვტქვი ქართველებმა ერთმანეთი დავაფასოთთქო იმიტომ რომ ქართველისთვის ქართველზე უკეთესი მეგობარი და გულშემატკივარი არ და ვერ გახდება ვერავინ და პასუხად მივიღე რომ ტვინნაღძობი
ბევრი რო არ გავაგრძელო,ჯერ ქართველებმა უნდა იქართველონ და დააფასონ თავისი,ხოლო მერე სხვისი დაფაება მოითხოვო. რუსები არ გვაფასებენ,რადგან ჩვენ არ ვაფასებთ ჩვენს თავს და აქ არაფერია საოცარი.შენ თუ არ გიყვარს შენი,შენ თუ არ აფასებ შენსას და შენ თუ არ იბრძვი შენის დასაცავად,მაშინ ამერიკელს,ევროპელს ან მონღოლოიდურ წარმონაქმენებს რაში ედარდები. ტელევიზიაში რარაც ბავშვური ახალგაზრდული გადაცემა გადის(სავალდებულო ჯარზე საუბარს მოვკარი ყური და ამით გავიგე რო ეს გადაცმა არსებობს) და იქ ახალგაზრდებს ვუყურებდი,ჯოჯოხეთიდან გამოყრილებს გავდნენ. ჯერ ჯდომის კულტურა 0,ჩაცმულობა 0 და რაც მაგათ ჯართი ქონდათ ჩამოკიდებული,ყველა ადგილას პირსინგი ქონდათ. ყველა ერს აქვს თავის გამორჩეული ნიშნან თვისება,ხოლო ეს ბავშვები ჯოჯოხეთიდან გამოქცეულ ცერბერებს გავდნენ. ყველას თავისი ჩაცმის სტილი აქვს და ეს მათი საქმეა ალბათ,მარა რაღაცით ხომ უნდა გამოირჩეოდე ან გეტყობოდეს ქართველი რო ხარ. გავიგე ევროპა და ამერიკა,მარა რა გონიათ,რომ ასე მოვიდით აქამდე. გაბურძგნული გოგონები და თვალებ დაწყეტილი ბიჭები რა უბედურებაა,ხოლო მერე უკვირთ გოგოს ბოზს თუ დაუძახებენ ან ბიჭს იმნაირს. ჯერ უნდა გავდე გოგოს და არა ეშმაკს,ბიჭი უნდა გავდეს ბიჭს და არა გოგოს და ბიჭის საშუალოს,მერე ყველა მოგექცევა პატივისცემით. რასაც ეს ბავშვები თავის თავს უშავებენ,არავინ უშავებს ისეთს,არც მარშიანელი ფაშისტები თუ კომუნსიტები. რო დაბანო,დავარცხნო და კარგად ჩააცვა,ანგელოზივით ბავშვები არიან,მარა თავს იმახინჯებენ ძალად,თითქოს ევროპელობენ თუ ამერიკელობენ.
ჩემთვის რუსულ კომპანიაში მუშაობა ან რუსეთში პროდუქტის გატანა ამ ბიჭების ღალატს ნიშნავს,რაც არ უნდა გამიჭირდეს,არ გავაკეთებ ამას. თუ ამის გამო შეუმდგარ ადამიანად მომიხსენიებენ ჩემს ფეხებს,ჯერ კიდევ საკითხავია,ვინ არის შეუმდგარი ადამიანი,მე თუ ისინი. როდის აქეთ განსაზღვრავს ადამიანობას ფული? ფული კიკუმაც იშოვა,მარა კიკუ დაერქვა და იხმარეს გარდიგადმო. თუ ჩემნაირი ადამიანების სიმრავლე იქნება ამ ქვეყანაში,მაშინ ეშველაბა ამ ქვეყანას. სხვა შემთხვევაში,გამორცხულია ეგ მოხდეს,შესაძლოა ფული უფრო მეტი ტრიალებდეს ქვეყანაში,ვიდრე დღეს ან უფრო მეტი მილიარდელი იყო დასახლებული,მარა მაგ ქვეყანას საქართველო არ ერქმევა. არც ეხლა ქვია,ის სიტუაცია და ფონი,რაც ქვეყანაში გვაქვს არ გავს არანაირ ქართულს. ერთი მხარეს, ნაციზმით შეპყრობილი არსებები არიან და მეორე მხარეს,დებილიზმით შეპყრობილი სტუმართმოყვარენი. არც ჩაქუჩით უნდა დასდევდე არავის და არც ფეხქვეშ ეგებოდე,ამის გააზრება უჭირთ. უნდა გქონდეს წესები და ამ წესების დაცვა უნდა მოეთხოვებოდეს ყველას,შეასრულებენ და იყვნენ,თუ არა შეასრულებენ,მაშინ დეპორტი და მისი ჯანი. ტრაფარეტზე თუ დაუწერ თავის ენაზე მდებარეობას,თუ შეკვეთას მათ ენაზე მიიღებ და თუ ყველაფერს მათ ტრადიციით გააკეთებ,მაშინ რა ტურიზმზე გვაქვს საუბარი ან რა ქართულის გაცნობაზე? ეს არის მონური მორალი და ამის შეცვლას არც ცდილობენ. თუ მოდიან,მაშინ ენა ისწავლონ და გაეცნონ წესებს,თუ არ იციან,მაშინ გიდი აიყვანონ და გადაუხადონ ფული. ჩვენთან ხო უფულო ხალხი ჩამოდის ძირითადად,ისეთები იქ რო სხვას უწმინდავენ ერთ ადგილს და ჩვენ ამ მწმენდავების მწმენდავები გამოვდივართ.
სამოქალაქო პასუხსმგებლობა არის ის,რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქავს. ყველა ადამიანი თავის არჩევანს აკეთებს და შედეგებზეც პასუხიმგებელი თვითონ უნდა იყოს. მე პირადად არანაირი სარგებლის გამო არ ვითანამშროლებ რუსებთან. იყო დრო,როცა საბანკო სექტორში ვმუშაობდი და ვთბ ბანკიდან მომივიდა შემოთავაზება,ჩემი პორტფელით მიმიპატიჟეს და რაც მქონდა მასზე მაღალი ანაზღაურება შემომთავაზეს. გასაუბრებაზე პირდაპირ ვუთხარი,რომ არასოწდეს არ ვიმუშაოვებ რუსების მხარეს ან მათ დაავშირებულ კომპანიასთან. ვიფიქრე,მივალ და შევარცხევენ იქ მომუშავე ქართველ ეიჩარებსთქო,მარა ჩემი ფეხები,რეაქციაც არ ქონიათ ჩემს სიტყვებზე. ისინი დადიან ბოლო თაობის მანქანებით და მე გახეული ფეხსაცმლით :) გამოაგორებენ ტელევიზიით და იქიდან ჩემნაირებზე იტყვიან რო შეუმდგარი ადამიანები ვართ ჩვენ,რადგან ფეხსაცმლის ფული არ მაქვს,ხოლო თვითონ ზეადამიანები. ერიც ტაშს დაუკრავს დიდი ალბათობით.

სხვათაშორის,ვთბ ბანკი სპონსორობდა სფფ და მხოლოდ უკრაინასთან ომის მერე გაუწყვიტეს კონტრაქტი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რუსული ბანკი ასპონსორებდა და მხოლოდ უკრაინის ამბების შემდეგ გახდა ეს სირცხვილი.
უფრო საოცარი რამე გააკეთა შენგელიამ,როცა ევროპაში თამაშობდა და თითქოს ევროლიგის მოგების მოტივით გადავიდა,სად არის ევროლიგის ტიტული? უკრაინა არის შენგელიას სამშობლო თუ საქართველო? ანწუხელიძე,შინდისელი გმირები,დამენია და ბევრი კიდევ არ ყოფილა პრობლემა,ტატუნაშვილის ამბავი მონელებული არ გვქონდა ერს,როცა ის იქ წავიდა,ხოლო უკრაინაში გასროლის შემდეგ წამოვიდა,რაზე მეტყველებს ეს? ეს არის ერის გათახსირება და მოღალატის მენტალიტეტი. თუ ვამბობ,რომ ჩემთვის ქვეყნის ინტერესების დაცვა პირველ ადგილზეა და პატივს მივაგებ ანწუხელიძეს ან ტატუნაშვილს,მაშინ არ არსებობს სარგებელი ან სიტუაცია,რაც გაამართლებს ჩემს მუშაობას მათ მკვლელებთან. ან ხარ პატრიოტი ან არა,პატივს ან სცემ ამ ბიჭებს ან არა,საშუალო არ არსებობს,ნახევრად ორსული ადამიანი გინახავთ? თუ პირადი სარგებლის გამო ვიმუშავებ რუსებთან,მაშინ მე თანამონაწილე ვარ მათი მკვლელობის და მეც ვიქნები ამ ბიჭების მკვლელი. თან იმ რუსებზე უფრო დამნაშავე გამოვალ,რადგან იმათ უბრძანეს თავისმა მეთაურებმა და შესაძლოა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ქონდათ,ხოლო მე ჩემს თანამემამულეს ვღალატობ კარიერის მოსაწყობად. ანწუხელიძემ დროშას არ გადაუარა,ეს რო ექნა დღეს ცოცხალი იქნებოდა და შვილებს გაზრდიდა,მარა მისი მორალი და პრინციპები ამას არ შეეგუებოდა,რადგან ეხლა უფრო არის ცოცხალი,ვიდრე მაშინ იქნებოდა.წარმოიდგინეთ,მას რო რუსების ბრძანებები შეესრულებინა და ეგინებინა საქართველოსთვის ან დროშისთვის მიეფურთხებინა,საბრძოლო სულს ხომ მოუკლავდა თავის თანამებრძოლებს და ნიჰილიზმის განცდას დათესავდა ქვეყანაში. ამ ბიჭმა შეუნარჩუნა იმედი ამ ქვეყანას და ბრძოლის სურვილი ჯარს,ბევრი ადამიანი შეეწირა რუსებთან ომს,მაგრამ ანწუხელიძე გამორჩეულია,რადგან მან სწორად განსაზღვრა,რას ემსაუხრებოდა მისი წამება და რისთვის იყენებდნენ რუსები,თან დრო ქონდა ამის გადასაყწვეტად და პრინციპულად თავის აზრზე დარჩა. იგივე გააკეთა ტატუნაშვილმა,რატომ მოაჭრეს საჩვენებელი თითი და რატომ მოკლეს შემდეგ?იმიტომ რო ის ვერ მიიღეს რაც უნდოდათ. თუნდაც ჯიმი მაისურაძეს ისტორია გავიხსენოთ,უდიდესი ალბათობით სიკვდილზე წავიდა და თავისი ვალის მოსახდელად უკან არ დაუხევია,ეს არის მისაბაძი და ასეთი ხალხის სახელი წინ წამოსაწევი. ჩემთვ
ადამიანურად მესმის კვარაცხელიას გადაწყვეტილება,მარა თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობით ვისაუბრებთ,მაშინ არ იყო სწორი გადაწყვეტილება. სწორი მიგნება იყო,როცა მითხარით "შეილება დღეს საქართველოს 2-3 ლიგაში ეთამაშა" და ასეც იქნებოდა დიდი ალბათობით. თუ ვაკრიტიკებთ იმ ადამიანებს,რომლებმაც სარგებლის მიღების მიზნით რუსებისთვის საქმის კეთება დაიწყეს,მაშინ კარიერის მოწყობაც სარგებელია. კარგად მოგვეხსენება,რისთვის იყენებს ფეხბურთს რუსეთი და არაბეთის წარმომადგენლები,ხოლო კვარაცხელია ბრენდის განვთარებაში ეხმარებოდა. თავის ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თამაშობდა და ამით საქმეს უფუჭებდა სახელმწიფოს. პუტინის ნარატივი იყო ესეთი,ჩვენ ვებრძვით მიშას მთავრობას და არა ხალხს,კვარაცხელიას და არა მარტო მისი რუსეთში თამაში ამის გაგრძელებაა. ჩვენ,საქართველოს წარმომადგენლობა საუბრობდა ქართველთა გენოციდზე და ა.შ. ესააა აქ პრობლემა და არა ის რო ვიღაცამ სადღაც ითამაშა ან ფული აიღო. საუბრობდე ქვეყნის სიყვარულზე და შემდეგ უჩალიჩებდე ამ ქვეყანას,ხოლო ამას კარიერული წინსვლით ამართლებდე,ეს არის არასწორი და უპრინციპო საქციელი.
10 აგვისტო, 11:41
ხო მეც მაგ აზრზე ვარ მთავრობას რომ აკრიტიკებენ რა მათ დაავალეეს ხალხს სტუდენტები გამოყარეთ და რუსები შეუშვითო ან ბინები მიყიდეთო ან მრავალი ასეთი ჩვენ ჩვენი წილი სამოქალაქო პასუხის მგებლობა უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე და მართო მთავრობისკენ არ უნდა გავიშვიროთ ტიტი. კვარას რაც შეეხება მესმის მისი ადამიანს ფეხბურთის თამასი უნდოდა და აქ მთავარი პრობლემა ის არის რატომ გააჩუკეს კაპიკებად აქ არავის ჭირდებოდა ესეიგი და აქ რომ დარჩენილიყო შეილება დღეს საქართველოს 2-3 ლიგაში ეთამაშა და უცხოელებს ვინ ჩივის შეიძლება ქართველების უმრავლესობასაც არ ცოდნოდა მისი ვინაობა აი წელი დამავიწყდა 17 წლანდელება ნახ.ფინალი რომ ითამაშეს ჰოლანდიასთან და მაშინ მსაჯს რო არ გაეფუჭებინა თამაში ვინ იცი ევროპაც მოგვეგო მაშინ რა ქვეყნებს მოვუგეთ და რა ტალანტი მოდიოდა მაგრამ დღეს რამდენი თამაშობს დიდ ფეხბურთს, ისიც ფაქტია რომ კვარას ომი რომ არ წამოწეოდა ვინიცს ვერც ვერასდროს დაეღწია თავი მთლიანად გადაეყლაპა მისი ნიჭი რუსულ ფეხბურთს არც პირველი იქნებოდა და არც უკანასკნელი ეს ფაქთი
მკითხეს,რატომ გადაწყვიტე სავალდებულო ჯარში წამოსვლაო და... ამ კითხვას რო დაგისვავენ,რისი იმედი უნდა გქონდეს. ქვეყანა საომარ სიტუაციაშია და დღეს თუ არა ხვალ ომი მოგვიწევს,ხოდა ჩემი გადაწყვეტილება გახდა საკვირველი თურმე,ხოლო ასეთების ჯარისთვის თავის არიდება ჩვეულებრივი მოვლენა. პირადობის გამოცვლას დამჭირდა და როცა რეესტრში მივედი მომთხოვეს ცნობა ადგილობრივი საკრებულოდან,ნამდვილად ვცხოვრობდი თუ არა იქ,სადაც მონაცემები მიუთითებდა. წარმოგიდგენიათ,ცნობა დამჭირდა ქართველს,ნამდვილად ვცხოვრობდი თუ არა კონკრეტულ ადგილას და ერთი პირის დამოწმება. ეთნიკური აზერბაიჯანელს ამის გარეშე მოემსახურენ იმავე დღეს,რაზე მეტყველებს ეს? ეს არის ერის გამოთაყვანება და დეგრადაცია.არანაირი ქვეყნის სიყვარული და არანაირი მორალური ღირებულებები. ჩემი ამ ქვეყანაში ცხოვრება ან ჯარში წასვლა საკვირველია,ხოლო აზერი არა ან დეზერტირობა ჩვეულებრივი მოვლენა. ხშირად ვუსვავ ხოლმე ჩემს თავს კითხვას,ღირს ამ ქვეყნისთვის ბრძოლას აზრი და ასეთ დასკვნამდე მივედი,ადამიანები თავისის დასაცავად იბრძვიან,ხოლო ამ ქვეყანას არაფერი სცხია,რაც მაფიქრებინებს რო ჩემია. წავედით და ვიბრძოლეთ,გაგვიხვრიტეს ბაშკა,რა მნიშვნელობა აქვს ამას,თუ მაინც ვიღაცა ბატონი უნდა გვყავდეს. წავიდა ანწუხელიძე და 14 წლის მერე,რა გვაქვს ისეთი,რაც მის თავგანწირვას გაამართლებს? მის შვილებს რა პერსპექტივა შევუქმენით,რომ ამ ქვეყანაში ნორმალური მომავლი ქონდეს? შეიძლება ფული მიცენ ამ ბაშვებს ან სწავლა დაუფინანსონ ჰარვარდში,მაგრამ ანწუხელიძეს არ მგონია ეგ სდომოდა,თავისი ქვეყანაში სურდა ყოფილიყვნენ მისი შვილები ბედნიერები და არა ამერიკაში. ამიტომაც არის ტრაკისკენ საქმე და ამიტომაც გვაპარტახებს ყველა.
ჩემი არ იყოს,თქვენც გულშემატკივრობთ სპორტს და ქართველი სპორტსმენების ქმედება მოგეწონათ? შენგელია წავიდა რუსული არმიის გუნდში,მაშინ როცა ჩვენი ქვეყანა ომის პირობებში არის რუსეთთან და 20% ოკუპირებულია,ეს პრობლემა არ იყო მისთვის,ხოლო იყვნენ ადამიანები,რომლებიც ამას ტაშს უკრავდნენ. უკრაინის დაბომბვის შემდეგ წამოვიდა ეს შენგელია,რაზე მეტყველებს ეს? იგივე კვარაცხელია ავიღოთ და ბევრი სხვაც,არც ეს მეტყველებს კარგად ამ ქვეყანაზე. თოფურია ან აკნდელაკი უფრო პრინციპული ხალხი აღმოჩნდენე,ვიდრე კვარაცხელია ან შენგელია,რადგან ისინი მტრის მხარეს საქმიანობენ და ამას აღიარებენ,მოღალატენი არიან და ამას პირდაპირ ამბობენ,ხოლო შენგელიას მსგავსი ადამიანები ცხვრის ტყავში გადაცმული მგლები არიან,ჩუმი მოღალატენი. ყველას თავისი არჩვენი აქვს და ყველამ თავის საქმისა თვითონ იცის,მაგრამ მოღალატენი არიან ჩვეულებრივად. ადრე შემხვდა,თუმრე ქართველი გოგონა ამაყობდა ისრაელის ჯარში მსახურის გამო,მაგრამ ქართველ ქალს ეთაკილება ქართულ ჯარში წასვლა და როცა მიდის ამაზე საუბარი,ორსულობას იმიზეზებენ. საზოგადოების რეაქციას უცნაური იყო უკრაინის მოვლენებზე,დახმარება დახმარებაზე გზავნეს უკრაინაში,მისტიროდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს და დიდება უკრაინას გაჰყვიროდნენ,როცა საკუთარი ჯარისკაცების მიმართ ზიზღის მეტი არაფერი გაუმეტებიათ. ეს ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი,ვერ ვხდებოდი რა დავუშავე ადამიანებს და რატომ ქონდათ ზიზღი ჩემს მიმართ. როცა სამოქალაქოზე ვიყავი,არვინ მიყურებდა ეგრე და მხოლოდ ფორმის ჩაცმის მერე გავხდი საძულველი. ქვეყანა ფეხქვეშ გაუწვა უცხო ტომელთა დევნილებს,ხოლო საკუთარისთვის კაპიკების მიცემა ენანებათ. და აქ ვიღაცები ამბობენ თურმე,რომ პრობლემა რუსი ან არაბია.

ერთ ესეთ ამბავს გავიხსენებ,როცა ჯარებში წავედი და რეგისტრაციას გავდიოდი მოხდა ესეთი რამე,რამაც მაგარი დამწყვიტა გული და მაშინ მივხდი,რომ ეს ქვეყანა იმაზე ცუდ სიტუაციაშია,ვიდრე მეგონა.მაორი კაცი აკეთებდა ამ რეგისტრაციას და როცა მკითხა განათლებაზე,მაშინ იყო მთელი ამბავი. მე ვუთხარი,რომ უმაღლესი განათლება მქონდა და მაგისტრის ხარისხი,რამაც ძალიან გააკვირვა ეს მაიორი. რაც ჯარებში ვმსახურობ,არ ყოფილა შემთხვევა რო უმაღლესი განათლებით და მაგისტრი მყოლოდ
ახლა რუსებზე ხდება იგივე და ფეხქვეშ ეგებიან ამ ხალხს,ასევე უკრაინელებს,რაც არაფრით არ განხვავდება ქვემოთ მოყვანილი სიტუაციიდან. რაიმეს აკრძალვა არ არის გამოსავალი,როცა აღსრულების ბერკეტი არ არსებობს. თუ მთავრობას მისცემ უფლებას,ადამიანს აუკრძალოს კერძო საკუთრების თავის ნებაზე განკარგვა,მაშინ მეორე სიტუაციასაც მოძებნის და ამას თავისი საქმისთვის გამოიყენებს,ეს უფრო საშიშია,ვიდრე რუსების ბინების შეძენა.თუ ქართველს იმდენი მორალი არ შერჩენია რო ქონება არ მიყიდოს რუსს,თუ რეალურ საშიშროებას ხედავს,მაშინ რისი იმედი გვაქვს? და თუ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ,არ მაშინ არის სანერვიულო,რადგან მორალური დონე 0 ქვემოთ არის და საშველი არ იქნება მაინც,არ იქნება რუსი და იქნება სხვა,რა მნიშვნელობა აქვს ბატონი ვინ იქნება? ამის გააზრება გვიჭირს ერს და ამიტომაც არის ქვეყანა ღატაკი. ფულის გამო რო ამას აკეთებ,მაშინ რატო გაწირავ თავს და რატომ იბრძოლებ ამ ქვენისთვის? თუ 2008 წლის მერე,როცა უვიზო რეჟიმი შემოგვტენა მიშამ და გაგვიპრავა,რომელიც პრობლემა გახდა 2022 წლის 24 თებერვლის მერე,მაშინ რაზეა სალაპარაკო? თუ რაიმეს გაკეთება უნდოდათ რუსებს და პროვოკაცია,აქმდეც იზავდნენ ამას და არა ახლა,როცა ყველა ლუპით აკვირდება მათ.ყველაზე საწყენი არის,როცა უკრანაზე უფრო მეტად ფიქრობენ,ვიდრე საქართველოზე და ეს არის ერის დეგრადაცია სწორედ.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10