x
მეტი
  • 05.10.2022
  • სტატია:122791
  • ვიდეო:355142
  • სურათი:495073
"რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს ხდებოდეს? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? " - რას წერს ვიკა ბუკია

image


გადაცემა "პირველი ხაზის" წამყვანი, ვიკა ბუკია სამოქალაქო აქტივისტისა და "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ნოდარ რუხაძის მიერ გავრცელებულ, პუტინის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლის - რიმა ბერულავას ვიდეოს პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:


image


"ეს რიმა ბერულავაა და მე რამდენიმე თვის წინ მისი რეპორტაჟი ვნახე შემთხვევით. პუტინის “რაისიასთვის” მუშაობს საქართველოდან. ლუგარზე ქონდა ისეთი სიუჟეტი, ხვალ რუსეთმა რომ დაგვბომბოს მარტო ეს სიუჟეტი შეიძლება მოიყვანოს მიზეზად (ქოცებივით რომ მჯეროდეს რომ რაიმე მიზეზი სჭირდება). სიუჟეტში ამბობს, რომ თითქოს ლუგარში ვაკეთებთ ვირუსებს, რითაც ვაპირებთ რუსები ამოვხოცოთ.


გუშინ “დედაენის” ბარში იყო ეს ჟურნალისტი. დანარჩენი თქვენ უნდა წარმოიდგინოთ რას დაწერს და იტყვის. ასევე უნდა წარმოიდგინოთ “დედაენის” ბარის გარშემო რა ტიპის ინტერესია. ალტ ინფო კი არ დაინტერესდა, არამედ მთლად “რასია”.


საერთოდ არ მაინტერესებს ამ გოგოს ფასეულობები და ის რომ სამშობლოს მოღალატედ იქცა ახალგაზრდა ადამიანი. მან აირჩია ეს გზა. ჩემთვის აი, რა არის საინტერესო: ნოდარ რუხაძე გუშინ ლაივში ეკითხება საქართველოს მოქალაქე ხარო. არაო. აბა აქ როგორ ცხოვრობო? “როგორ და ლეგალურად” - იყო პასუხი.

ხვდებით რა ამაზრზენ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? კანონის სრული დაცვით, რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტი ჩვეულებრივად ცხოვრობს საქართველოში, აკეთებს რეპორტაჟებს საქართველოს წინააღმდეგ, ეწევა ანტისახელმწიფოებრივ მუშაობას.


რომელ ქვეყანაში შეიძლება ეს ხდებოდეს? ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? არანაირი პრობლემა არ ექმნება, აძლევს გამოგონილ არგუმენტებს რუსეთს, რომელსაც შეუძლია გამოიყენებს თუნდაც სამხედრო ინტერვენციისთვის ეს არგუმენტები და საქართველოს ხელისუფლება ამ დროს არათუ არაფერს აკეთებს, მწვანე შუქს უნთებს, ქსენოფობიაზე გველაპარაკება, კელი დეგნანს ებრძვის და ჩვენ გვეკითხება: “ომი გინდათ?" - ვკითხულობთ ვიკა ბუკიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამთავრობო, პირველი არხის - "первый канал"-ის ჟურნალისტმა რიმა ბერულავამ "დედაენის" ბარის მფლობელისგან ინტერვიუ მოტყუებით აიღო, ის ბარის დამფუძნებელს, დათა ლაფაურს "Reuters" - ის კორესპონდენტად წარუდგა, რის შემდეგაც პროპაგანდისტი ჟურნალისტი ადგილზე უკვე ნოდარ რუხაძემ ჩაწერა და მისი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. ბერულავას თქმით, ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში ლეგალურად იმყოფება.



0
330
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
330