x
image
ლადო_25
მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილები (+ფოტოები)
image“ჯვრების მთა"

ლიტვის ერთ-ერთ ქალაქში იპოვით ამ სანახაობას, რომელიც ცნობილია ჯვრების მთის სახელწოდებით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ არ არის საფლავები, არამედ უბრალოდ არის დამონტაჟებული “წარმატებისთვის". ოდესღაც არსებობდა ცრურწმენა, რომ ადამიანი ვინც მოვიდოდა აქ და დაამონტაჟებდა ჯვარს წარმატებას მიაღწევდა. ამ ადგილას არის 50 000 -ზე მეტი ჯვარი. ლეგენდის თანახმად, წლების წინ არსებობდა წარმართული ტაძარი.




“იოსების კვარტალი"

image



ეს ადგილი მდებარეობს პრაღაში, აქ არის ებრაული უძველესი სასაფლაოები. საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებს შორის მრავლადაა გოთურ სტილში შესრულებული საფლავის ქვა. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კვარტალში 200 000 -ზე მეტი ებრაელია დაკრძალული და ებრაული წეს-ჩვეულებების თანახმად, მიცვალებულებს ფენებად ასაფლავებდნენ.





აოკიგაჰარა

image

დაგრეხილი ტყეები, რომლებიც იზრდება იაპონიის მთა ფუჯის ძირში. ამ ადგილს მეტსახელად “თვითმკვლელთა ტყე" შეარქვეს. ყველა ვერ ბედავს აქ წასვლას. ტყეში ძალიან საშინელი და დაძაბული ატმოსფეროა. სამწუხაროდ ამ ადგილას უამრავი თვითმკვლელობა არის დაფიქსირებული.





მერი კინგის საიდუმლო ქალაქი

image

შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში არის ეს ადგილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საშიშ ადგილად ითვლება. ამ ადგილმა ცუდი რეპუტაცია მოიპოვა ავადმყოფობის საშინელი ისტორიების გამო. 17 საუკუნეში სიფილისის, ჩუტყვავილას და ჭირის პიკი იყო, ამ დროს ეს ადგილი ლაზარეთს დაემსგავსა, სადაც მოწამეები ბოლო დღეებს ატარებდნენ. ტურისტები, როცა ჩამოდიან ნახულობენ ამ ადგილსაც.


საინტერესო სტატიები

image1)“პარიზის სინდრომი" - ის რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2)“ხელების გამოქვაბული"

3)არაამქვეყნიური პეიზაჟი იტალიის ალპებში

4)მსოფლიოში უნიკალური ტაძარი, რომელიც ადამიანების ძვლებისგან არის დამზადებული (+12 ფოტო)

5)მოგზაურობისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები (+ფოტოები)

6)მსოფლიოში 6 ყველაზე საშიში საკვები (+ფოტოები)

0
336
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
336