x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოლ ნიუმანი,მთელი ცხოვრება ამტკიცებდა,რომ ცოლისთვის არასდროს უღალატია,თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა
imageპოლ ნიუმენმა არაერთხელ თქვა, რომ არასოდეს უღლატებდა ცოლს, რადგან "რატომ უნდა წახვიდე ჰამბურგერზე, როცა სტეიკი გაქვს სახლში?", მაგრამ ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც დაფუძნებულია მისი ოჯახის ჩვენებებზე, ავლენს სულ სხვა რეალობას.


პოლ ნიუმენი ძალიან თვრებოდა ხოლმე, ერთხელაც ის მისმა სულგრძელმა მეუღლემ ჯოან ვუდვორდმა იპოვა იგი იატაკზე უგონო მდგომარეობაში მწოლიარე, საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად თავიდან სისხლი მოსდიოდა.

მას ცოტაღა დააკლდა, რომ ის იმ ღამესვე დაეტოვებინა.

”ეს იყო ერთ-ერთი მრავალზე მრავალი სცენადან”, - თქვა მან.


საბოლოოდ გაანადგურებულმა, ერთხელაც ჩასვა მათი სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი მანქანაში და წაიყვანა მალიბუს სანაპირო სახლში, ნიუმანი ცხელ კვალზე აედევნა მათ, კარზე უკაკუნებდა და ყვიროდა, რომ შეუშვათ. ქალმა უარი უთხრა და ნიუმენს, ცისფერთვალება ვარსკვლავა, რომელზეც მთელი მსოფლიოს ქალები გიჟდებოდნენ, რამდენიმე ღამე თავის მანქანაში ეძინა, სანამ კომპრომისს არ მიაღწიეს.


მისი თქმით ის მაინც ბოლომდე ვერ გადაეჩვია სასმელს.გადავიდა ლუდზე, ვისკის და ნახევარ დუჟინი მარტინის ნაცვლად, რომელსაც ყოველ ღამე სვამდა.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ადამიანი, რომელიც საუზმეზე ექვს ქილა ლუდს სვამდა, ეს არ იყო დიდი შეღავათი.


მაგრამ როგორც ახალი ფილმი გვთავაზობს დამაინტრიგებელ ხედვას, თუ როგორ განსხვავდებოდა ჰოლივუდის ოქროს წყვილის 50-წლიანი თანაცხოვრება რეალობისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ბედნიერად და სტაბილურად ითვლებოდა.

image

ნიუმანი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პინ-აპი იყო და მისი წარმატება Tinsel Town-ის სტანდარტებით იყო ხანგრძლივი ურთიერთობა ერთ ქალთან, რომელიც გაუთავებელი თემა გახლდათ სატელევიზიო შოუებსა და ინტერვიუებში.

ნიუმანები უბრალოდ მოკრძალებულად იღიმოდნენ აპლოდისმენტების ფონზე, როგორც იმ ეპოქის სამაგალითო წყვილი, რომელმაც ერთად ითამაშეს 16 ფილმში და როგორც ჩანდა, იყო ყველაფერი მათ ურთიერთობაში, რაც ამ ინდუსტრიაში მომუშავეთათის არ იყო დამახასიათებელი.

image

როდესაც ჟურნალ Playboy-ს ჰკითხეს მისი ერთგულების შესახებ, ნიუმანმა უპასუხა: "რატომ უნდა წახვიდე ჰამბურგერზე, როცა სტეიკი გაქვს სახლში?"


როგორ სძულდა ვუდვორდს ეს მიამიტი გამონათქვამი - "ხორცის ნაჭერად" აგრძნობინებდა თავს, ისევე, როგორც სძულდა ნიუმანთან ქორწინების სხვა ასპექტები, მათ შორის მისი ალკოჰოლიზმი და ის ფაქტი, რომ მან შვილების აღზრდის გამო უარი თქვა მომავალ სამსახიობო კარიერაზე.ხოლო მისი ქმარი, შესაძლოა ნაკლებად ნიჭიერი, სუპერვარსკვლავი გახდა. მას ასევე სძულდა მისი გარყვნილება - მართლაც, მარტო ერთი ჰამბურგერი იყო?. ეს სასიყვარულო, მაგრამ ღრმად კომპლექსური ურთიერთობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ პრობლემურად უბედურ პიროვნებაზე, რომელიც ნიუმანის ეკრანული ხიბლის ქვეშ იყო, დეტალურადაა აღწერილი ეთან ჰოუკის მიერ გადაღებულ ექვსნაწილიან დოკუმენტურ ფილმში.

image

ჰოუკს, რომელიც ნიუმან ვუდვორდის რამდენიმე შვილთან ერთად სწავლობდა საშუალო სკოლაში, დიდად დაეხმარა არა მხოლოდ მათი გულწრფელი მონაყოლი, არამედ 100-ზე მეტი ფირზე ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც ნიუმანი აგროვებდა მემუარებისთვის-აქ იყო საუბარი ყველაზე, ვისთანაც ურთიერთობა ჰქოდა ნიუმანს, არა მარტო ვუდვორდთან, არამედ კოლეგები და რეჟისორებიდან დაწყებული ძიძებამდე დამთავრებული.


ნიუმანმა 1991 წელს შეწყვიტა ინტერვიუების ჩაწერა და შვიდი წლის შემდეგ ყველა კასეტა ცეცხლს მისცა.


მაგალითად პოლ ნიუმენის გარდაცვალების შემდეგ, 2009 წელს გახდა ცნობილი, რომ მსახიობს 18 თვიანი რომანი ჰქონდა ჟურნალისტთან, ნენსი ბეკონთან. ეს ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც იგი გააგზავნეს პოლთან ინტერვიუს ასაღებად, როდესაც მას 1968 წელს იღებდნენ ფილმში "ბაჩ კესიდი და სანდენს კიდი".

imageფოტოზე:ნენსი ბეკონი


პოლ ნიუმენი-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, ქველმოქმედი, ჰუმანიტარი და ავტომრბოლელი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ოსკარი, ორი ოქროს გლობუსი, კინომსახიობთა გილდიის პრემია, კანის კინოფესტივალის პრემია, ემი და მრავალი სხვა საპატიო ჯილდო. ის ასევე დამფუძნებელი იყო კომპანიისა "Newman's Own", საკვები პროდუქტების მწარმოებელი კომპანია, რომლის მთლიან მოგებას ნიუმენი ქველმოქმედებას ახმარდა. 2007 წლის მაისისთვის ამ სახით მას ქველმოქმედებისთვის $200 მილიონი დოლარი ჰქონდა გადარიცხული. 2008 წლის 26 სექტემბერს ნიუმენი 83 წლისა გარდაიცვალა საკუთარ სახლში ვესტპორტში, კონექტიკუტი, ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული გართულებების გამო.

image


0
223
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0