x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გაიცანით მამუკა ონაშვილი:ამჯერად როგორც მხატვარი
image "ხატვის ნიჭი, როგორც დედა და ჩემები მეუბნებიან, ბავშვობიდან მქონდა. თუმცა, მერე დავანებე თავი. იმდროინდელი ნახატებიც არ მაქვს. ოჯახის წევრებს შენახული ჰქონდათ, თუმცა გადაბარგება-გადმობარგების პროცესში დაიკარგა. ყოველთვის მინდოდა, დამეხატა და ჩემთვის ვამბობდი ხოლმე: აუ, ეს რა კარგი დასახატია, რა კარგი ფერებია და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ჩემი მთავარი საქმიანობა სიმღერაა, რომელსაც ცხოვრებაში თავს არ დავანებებ. საქართველოდან დიდი ხნით ვიყავი წასული – რუსეთსა და თურქეთში ვმუშაობდი. ნოსტალგიამ საქართველოში ჩამომიყვანა. ჩამოვედი და ვფიქრობდი, რა შეიძლება, გამეკეთებინა. სახლში აღმოვაჩინე ძველი „გუაშები“, ფუნჯები და დავჯქი სახატავად. პირველად ქაღალდზე ვხატავდი, მერე ტილოზე გადავედი. პრეტენზია არ მაქვს, რომ მხატვარი ვარ, რადგან არ მისწალია – თვითნასწავლი გახლავართ. მეგობრებმა და მხატვრებმა ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, მითხრეს: მამუკა, შენი ხედვა და შენი ფერები გაქვსო. ამან სტიმული მომცა და უფრო თამამად დავიწყე მუშაობა. თავიდან ამ პროცესს სირთულეები ახლდა, მერე გამიადვილდა და ზეთს და აკრილს შევეჭიდე. რაღაც გავიკითხე, რაღაც ვნახე, რაღაცას დავაკვირდი და მერე ჩემი ხედვაც ჩამომიყალიბდა.

image

image

ვიდრე დავიწყებ ხატვას, მანამდე ტილოს ვუყურებ. ის მელაპარაკება და მაძლევს მიმართულებას. არის მეორე ვარიანტი, როცა იცი, რა უნდა დახატო, ამ დროს იწყებ მასზე მუშაობას, ფერების დალაგებას და ასე შემდეგ. ბოლოს მიდიხარ იმ დანიშნულების წერტილამდე, რაც ჩაფიქრებული გაქვს. როცა წინასწარ არ იცი, რა უნდა დახატო, ძალიან საინტერესო პროცესია. შეიძლება, საღებავი სადღაც გაგექცეს და წავიდეს. აი, ეს ერთი შტრიხი ისეთი ლამაზი გამოდის, რომ მერე ხელს აღარ ახლებ და ტოვებ. ბევრი ნახატი სწორედ ასე შევქმენი – სულ სხვა რაღაც მინდოდა და სულ სხვა გამოვიდა. თუმცა, მაქვს ჩაფიქრებული ნახატებიც.


image

image

image

image

image

- ნახატებში ჩემი ხასიათი და განწყობაა გადმოცემული. მეკითხებიან ხოლმე, რა ჰქვია კონკრეტულ ნახატსო. არაფერიც არ ჰქვია. ნახატი არის ნახატი. სახელი თავად მნახველმა დაარქვას. შეიძლება, მან სულ სხვა რამ დაინახოს მასში. ჩემი თავიც მაქვს დახატული, თუმცა ეს არ არის პორტრეტი – ცხოვრების მონაკვეთებია აწყობილი, სადაც ჩანს გიტარა, სცენა, მუსიკა, სიყვარული, ქალი, მსახიობობა, კაზინო, ვისკი და ასე შემდეგ."(ნაწყვეტი 2019 ინტერვიუდან)


image

image

image

ამავე წლის30 მარტიდან-10 აპრილამდე კაფე "კაფერნოში" მოეწყო შედგა მამუკა ონაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა-გაყიდვა.


1
115
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
115
  
2022, 7 აგვისტო, 3:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1