x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
"ეს უმეცარი რეგვენი" - ვისზე საუბრობს "ტაბულას" დამფუძნებელი

image


"ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ თავხედი რუსების მოძულე საქართველოს მოქალაქეების "გოიმებად" შერაცხვის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "უმეცარ რეგვენს" უწოდებს:



"ეს უმეცარი რეგვენი.


რუსეთის უზრდელი მოქალაქეები რომ გვაღიზიანებს, თურმე ჰოლოკოსტია!



"რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელებს რომ ვერ იტანდნენ, ებრაელი თუ იყო, უკვე არ უყვარდათ." - წერს "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


"თუ ვინმეს აბსტრაქტულად რუსეთის მოქალაქისა და რუსი ეროვნების ადამიანის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს, როგორც ასეთი, ზუსტად ეს არის ქსენოფობიისა და შოვინიზმის კლასიკური გაგება. რაც ხდებოდა 40-იანი წლების გერმანიაში, ებრაელებს რომ ვერ იტანდნენ, ებრაელი თუ იყო, უკვე არ უყვარდათ. როდესაც 142 მილიონ ადამიანს აცხადებ ცუდად, რა თქმა უნდა, ეს არის გოიმობა"- განაცხადა დღეს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.



0
397
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
397