x
მეტი
  • 01.12.2022
  • სტატია:124017
  • ვიდეო:355497
  • სურათი:496585
ვინტაჟური ნივთები, რომლებიც გროშებად იყიდეს, სინამდვილეში კი ძალიან ძვირადღირებული აღმოჩნდა

ამბობენ, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია, ვინტაჟი კი ძველიცაა და ამავე დროს ახალიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინტაჟი ყოველთვის ტენდენციაშია, იქნება ეს ავეჯი, ტანსაცმელი, მუსიკა თუ სხვა წვრილმანები. ანტიკვარული მაღაზიები, მეორადი ბაზრობები სწორედ ის ადგილებია, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ საგანძური, რომელიც მხოლოდ თქვენ გექნებათ, რადგან ისინი ჩვეულებრივ იყიდება ერთ ეგზემპლარად. ა ადამიანებმა სწორედ ასეთი ნივთები იპოვეს:


1. “ეს ულამაზესი ყელსაბამი მარგალიტებით და ოქროთი მხოლოდ 1 დოლარად ვიყიდე!"image


2. „მანქანების სამრეცხაოში მიმავალი მეორადი ნივთების მაღაზიაში შევედი და ვიპოვე ეს მშვენიერი 95 დოლარიანი საქანელა, რომელიც ინტერნეტით რომ მეყიდა, 2339 დოლარი დამიჯდებოდა“.image


3. “Gucci-ს ეს ჩანთა 3 დოლარად ვნახე"image


4. “მშვენიერი ვიტრაჟია 5 დოლარად"image


4. “როგორ მოგწონთ ჩემი ორიგინალი ფრანგული კოსტიუმი რომელიც 1932 წლისაა?image


5. „დღეს მეორადი ნივთების ბაზარში ვიპოვე მე-19 საუკუნის მიწურულის ფრანგული ფაიფურის აფთიაქის ქილა“.image


6. “1948 წლის დროინდელი საათი 14 კარატიანი ოქროთი, 18 ბრილიანტით და ნდივიდუალური გრავირებით. ეს ნივთი დამტვერილი ვიპოვეთ ყუთში, ბებიაჩემს ეკუთვნოდა"image


7. „100 წლიანი ლოცვის წიგნი პოლონურ-ლიტვურ ენაზე. ვცადე გამერკვია რამდენი იყო დაბეჭდილი, მაგრამ არც გამომცემლება ვიცი და არც ზუსტი თარიღი დაბეჭდვის."image


8. ეს ღია ბარათის ზომის ნახატი იყიდეს 2000-იანი წლების დასაწყისში ბრიტანეთის ქალაქ კენტერბერიში - ის მხოლოდ 38 დოლარი დაჯდა. უკანა მხარეს ძლივს შესამჩნევი ხელმოწერა იყო და მფლობელმა გადაწყვიტა ექსპერტებისთვის ეჩვენებინა. როგორც ირკვევა, ეს მე-19 საუკუნის მხატვრის ჯონ კონსტებლის ნამუშევარია. მისი ღირებულება 400 ათას დოლარად იყო შეფასებული.image


9. ამერიკელმა ქალმა ეს თეფში 70-იან წლებში იყიდა დაახლოებით 100 დოლარად. წლების განმავლობაში ეკიდა მის სამზარეულოში. დაახლოებით 2010 წელს ქალმა ნახა მსგავსი თეფში გალერეაში და შეატყობინა თანამშრომლებს. გაირკვა, რომ ეს იყო პიკასოს ნამდვილი ნამუშევარი, რომელიც დათარიღებულია 1955 წლით. აღმოჩენის ღირებულება 10000-დან 15000 დოლარამდე იყო.image


10. 2011 წელს ბრიტანელმა თეა ჟურდენმა ეს გულსაბნევი იყიდა მეორადი ნივთების ბაზარში გროშებად. როგორც გაირკვა, მასში 20 კარატიანი ტოპაზი იყო ჩასმული და 27 პატარა ბრილიანტიც ერტყა.image

0
363
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0