x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთხელ მერილინ მონროს გარდაცვალების შესახებ
image

დღეს 5 აგვისტოს 60 წელი გავიდა, ამერიკის მარადმწვანე ხატის და სექს-სიმბოლოს, მშენიერებისა და ქალური იდეალის, მერლინ მონროს გარდაცვალებიდან, მისი სიკვდილი დღესაც კონსპირაციის და შეთქმულების თეორიის საგანია, თუმცა დღეს მისი გარდაცვალების 60 წლისთავზე ყოველგვარი ინტერნრეტაციის და კუდების გამობმის გარეშე მშრალად მივყვებით 4/5 აგვისტოს მოვლენებს.


1962 წლის ზაფხულში მსახიობი უნდა გადაეღოთ ექსცენტრიულ კომედიაში "Something's Got to Happen"(რაღაც უნდა მოხდეს) მაგრამ 8 ივნისს იგი ჩამოაშორეს როლს გადასაღებ მოედანზე მუდმივად გამოუცხადებლობის გამო .



1962 წლის 4 აგვისტოს, მერილინის დიასახლისის, იუნის მიურეის ჩვენების თანახმად, მონრო, დაღლილობის მოტივით, ადრე შევიდა საძინებელში და თან წაიღო ტელეფონი. მოგვიანებით, ბევრმა თქვა, რომ ისინი მერილინს ტელეფონზე ესაუბრებოდნენ მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში, მაგრამ ეს ვერსიები არანაირად არ დადასტურდა (მათ შორის ცნობილი ფრაზა: ”დაემშვიდობე ჩემს ნაცვლად პეტს, პრეზიდენტს და საკუთარ თავს, რადგან კარგი ბიჭი ხარ, - უთხრა პიტერ ლოუფორდს, რომელიც ამბობდა, რომ მერილინი ძლივს ატრიალებდა პირში ენას.




შუაღამისას, დაახლოებით 3 საათზე, იუნის მიურეი, შეშფოთებული მერლინის კარის ღრიჭოდან გამომავალი შუქით, ბაღში გავიდა და მის საძინებელში ფანჯრიდან შეიხედა, დაინახა საწოლზე გაუნძრევლად მწოლიარე მონრო. შეშინებულმა იუნის მიურეიმ ვარსკვლავის ფსიქიატრს, დოქტორ რალფ გრინსონს და მის პირად ექიმს, ჰაიმან ენგელბერგს დაურეკა.


გრინსონი მივიდა და აღმოაჩინა მერილინის გაცივებული ცხედარი. რამდენიმე წუთის შემდეგ ენგელბერგიც გამოჩნდა და დაადასტურა მისი სიკვდილი. სავარაუდო მიზეზი „ბარბიტურატებით მწვავე მოწამვლა“ დაასახელა. პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, "ალბათ თვითმკვლელობა". შემდგომში ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მონრო გარდაიცვალა 4 აგვისტოს საღამოს 8:30-დან 22:30 საათამდე .

image


მერილინ მონრო 1962 წლის 4/5 აგვისტოს ღამით საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, საწოლში შიშველი, პირქვე და დამხობილი, არაბუნებრივ მდგომარეობაში.ხელში ტელეფონის ყურმილი ეკავა. საწოლის გვერდით საძილე აბების ცარიელი კოლოფი იდო. ტუმბაზე კიდევ თოთხმეტი ბოთლი წამალი და აბი იდო. მონროს თვითმკვლელობის შესახებ არავითარი ჩანაწერები არ დაუტოვებია.

image

მსახიობის გარდაცვალებისთანავე, ამერიკულ პრესაში ფართოდ განიხილავდნენ აბების ზედოზირების ვერსიას, რამაც გამოიწვია ეგრეთ წოდებული "ვერტერის ეფექტი", (თვითკვლელობის მასობრივი მიმბაძველეობა, რომელიც ფართოდ განიხილება ტელევიზიით თუ მედიათი) რის შედეგადაც მის მაგალითს ასობით ამერიკელმა მიბაძა.

მერილინ მონრო 1962 წლის 8 აგვისტოს, ვესტვუდის სასაფლაოზე, კედლის საძვალეში დაკრძალეს.

image

მისი გარდაცვალების დღიდან მოყოლებული აქამდე გრძელდება კონსპირაციული თეორიები ;რომ ის თითქოს მოიშორეს ძმებმა კენედებმა, CIA -მ ან FBI -მ, რომ მისი სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო, მკვლელობა ან თვითმკვლელობა. ცნობილია, რომ FBI მას დასდევდა 1955 წლიდან, იმის შიშით, რომ პოპულარული და გავლენიანი ვარსკვლავი შესაძლოა კომუნისტების მხარეს გადასულიყო.

image

ამას დაემატა შარშანდელი კიდევ ერთი სენსაციური ვერსია, თითქოს მერლინ მონრო იმიტომ მოკლეს, რომ შეიტყო უცხოპლანეტელთა შესახებ, რომელიც შემთხვევით იქნა გაშიფრული აშშ -ის პრეზიდენტთან, ჯონ კენედისთან ურთიერთობის დროს. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანელი მწერლის ნიკ რედფერნის წიგნში "Diary of Secrets: UFO Conspiracies and the Mysterious Death of Marilyn Monroe"(საიდუმლოების დღიური: ამო შეთქმულებები და მერლინ მონროს იდუმალი სიკვდილი)

0
249
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0