x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121408
  • ვიდეო:354790
  • სურათი:493433
გოგონა კინაღამ დაბრმავდა წარბების შეღებვის შემდეგ
თმის შეღებვა სახლის პირობებში- სახიფათო საქმეა. ერთის მხრივ, ის ხელმისაწვდომია და თმის შეღებვა შეგიძლიათ ნებისმიერ თავისუფალ დროს, სალონის მოსაცდელ ოთახებში დროის დაკარგვის გარეშე. მაგრამ, მეორეს მხრივ, სალონში იხდით თმის პროფესიონალურ მოვლაში და შეგიძლიათ იჯდეთ გულ-ხელდაკრეფილი.



image



სალონში თმის შეღებვის კიდევ ერთი უპირატესობა, უსაფრთხოებაა. თქვენი სტილისტები აზავებენ ძვირადღირებულ საღებავებს, ყურადღებით ზომავენ მათ რაოდენობას, ხოლო მაღაზიაში შეძენილი თმის საღებავი შეიცავს იაფ ქიმიურ ნივთიერებებს და თქვენ არასოდეს იცით, როგორ რეაგირებს თქვენი კანი მათზე.


როდესაც 16 წლის ავსტრალიელმა გოგონამ გადაწყვიტა სახლის პირობებში თმის და წარბების შეღებვა, წარმოდგენა არც ჰქონდა ამას რა შედეგი მოყვებოდა. შეღებილი წარბების ნაცვლად მან საავადმყოფოში გადასახადი ქვითარი მიიღო.





image



ისევე, როგორც მისი ასაკის გოგონების უმეტესობას, 16 წლის ტეილა დურის ავსტრალიიდან უყვარდა ექსპერიმენტების ჩატარება უამრავ სილამაზის პროდუქტზე, რომლებსაც ის ყიდულობდა ადგილობრივი მაღაზიიდან. ერთ დღეს მან წარბის საღებავის გამოყენება გადაწყვიტა.



შეღებვიდან მეორე დილას გოგონამ თვალებსა და წარბების მიდამოში საშინელი წვის და ტკივილის შეგრძნებით გაიღვიძა. აღმოჩნდა, რომ მას მწვავე რეაქცია ჰქონდა საღებავში შემავალ ქიმიკატებზე, რამაც გამოიწვია მისი თვალების და სახის შეშუპება. გოგონა საწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, დაგვიანების შემთხვევაში ის აუცილებლად დაბრმავდებოდა.



imageimage




ტეილას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ალერგიული იყო ქიმიკატზე, რომელსაც პარაფენილენდიამინი ჰქვია. საბედნიეროდ, ის არ იყო საღებავებში, რომლებსაც ის ადრე იყენებდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ აღნიშნული საღებავი მას ამ მდოგმარეობაში ჩააგდებდა. გოგონას ასევე არ გაუკეთებია სკრინინგის ტესტი, რათა დარწმუნებულიყო, რომ საღებავი მისთვის უსაფრთხო იყო. საავადმყოფოში გოგონას ანტიჰისტამინური საშუალებები დაუნიშნეს, რამაც მდგომარეობა გააუმჯობესა. მაგრამ, თუ ის ოდესმე გამოიყენებს ამ ქიმიკატის შემცველ საღებავს, შესაძლოა დაბრმავდეს. ან უარესი, მოკვდეს...



image




ტეილას ძალიან გაუმართლა და ის ახლა წარბების დასაფერად მხოლოდ წარბის ფანქარს იყენებს და სხვა გოგონებსაც ამისკენ მოუწოდებს, ან მანამ, სანამ თმის და წარბის შეღებვას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიკეთეთ სკრინინგ ტესტი ალერგიულ რეაქციაზე.


image


0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0