x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ( +ფოტოები)
imageმსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მისი სახელია ჯეფ ბეზოსი. აღსანიშნავია ის, რომ მეორე ადგილზეა ბილ გეითსი. სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ მის კარიერაზე საუბარს, საინტერესოა ჯეფ ბეზოსის ბიოგრაფია. ის დაიბადა 1964 წლის 12 იანვარს, აშშ-ს ნიუ -მექსიკოს შტატში. ჯეფი როდესაც 2 წლის იყო დედამისი გაშორდა ქმარს, შემდეგ კვლავ იქორწინა. ჯეფს ასწავლეს დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის წყალობით ბავშვობიდანვე მალევე დაიწყო თავის მომავალზე ფიქრი, მას ძალიან უყვარდა ტექნიკა, ხშირად აწყობდა ტექნიკურ მოწყობილობებს. მაშინ, როდესაც დაამთავრდა უნივერსიტეტი და აიღო დიპლომი დაიწყო აიტ სფეროში მუშაობა. კურსის დამთავრების შემდეგ ბეზოსი მუშაობდა საკმაოდ ბევრ ფირმაში, 1994 წელს მან დაარსა ამაზონის ონლაინ მაღაზია, სადაც ხდებოდა მხოლოდ წიგნების ონლაინ მიწოდება, შემდეგ კი იმდენად მოთხოვნადი გახდა, არა მხოლოდ წიგნების, არამედ ელექტრონიკის, კომპიუტერული თამაშების, პროგრამული უზრუნველყოფის, ავეჯის, ტანსაცმლის, სათამაშოების და სხვა პროდუქტების გაყიდვა დაიწყო.

90 -იანი წლების დასაწყისში გააცნობიერა, რომ ინტერნეტის საშუალებით ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, შესაბამისად ვირტუალურ ვაჭრობაშიც. ამაზონმა მილიარდობით დოლარი მოუტანა. მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი არ აპირებს გაჩერებას და განაგრძნობს ბიზნესის განვითარებას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯეფ ბეზოსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა 2017 წელს. მაშინ მის ბიოგრაფიაში მისი კაპიტალი 100 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, დღეს კი 200 მილიარდ დოლარზე მეტია. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მან ჩამოაყალიბა საქველმოქმედო ფონდი გარემოს დაცვასთან დაკავშირებით.

მას სურს საკუთარი წვლილი შეიტანოს პლანეტაზე კლიმატის ცვლილების თავიდან ასაცილებლად. 2018 წლის შემოდგომაზე ჯეფმა 2 მილიარდი დოლარი გამოყო ამერიკაში მცხოვრები უსახლკარო ადამიანების დასახმარებლად და ასევე არაკომერციული სკოლამდელი დაწესებულებების ქსელის შესაქმნელად. გარდა ამისა ის ინვესტიციას ახორცილებს მედიცნის დარგში, ცდილობს მოიპოვოს ისეთი მედიკამენტები, რომელიც დაეხმარება უკურნებელ დაავადებებს. ქვემოთ იხილეთ ბეზოსის ფოტოები.


image

image


imageimage


საინტერესო სტატიები

image

1)სურათები რომელმაც რუსეთის მსოფლიო რეიტინგი დაწია ( + 35 ფოტო )

2)ზელენსკის უცნობი ფოტოები (+20 ფოტო)

3)უილ სმიტი ქართულ რესტორანში

4)ჰიტლერის შვილთაშვილმა იუდაიზმი მიიღო

5)ობამას ემოციური სურათები

6)მსოფლიოში ყველაზე დაჭიმული ტუჩი (+5 ფოტო)

1
280
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
280
  
2022, 4 აგვისტო, 18:00
ასეა,როცა დიდ ქვეყანაში ცხოვრობ და ეს დიდი ქვეყანა ამერიკა არის. დაიწყო წიგნებით და გარაჟით,ხოლო წიგნებს ველოსიპედით დაატარებდა და აქამდე მოვიდა. რა თქმა უნდა ჭკუაც სჭირდება ყველაფერს,მარა ყველაფერი ბაზრის სიდიდესთან არის კავშირში. იგივეს საქართველოში ვერ გააკეთებდა,აქ გარაჟს აახევდნენ ფუკასავით და სოდში დაიბარებდნენ ბიზნესის გადასაფორმებლად
0 1 1