x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121410
  • ვიდეო:354790
  • სურათი:493433
პლეობოის მოდელმა გადაწყვიტა OnlyFans-ზე ნაშოვნი ფულით საფეხბურთო კლუბი იყიდოს 20 მილიონად
image

Playboy-ის მოდელმა განაცხადა, რომ მან 8 მილიონი დოლარი შეაგროვა საკუთარი OnlyFans გვერდიდან და ახლა სურს ეს ფული დახარჯოს ჩილეში მისი საყვარელი ადგილობრივი პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის შესაძენად.


35 წლის დანიელა ჩავესი იმედოვნებს, რომ იყიდის საფეხბურთო კლუბ O'Higgins F.C.-ს, რომელიც თამაშობს ჩილეს უმაღლეს ლიგაში, როდესაც ის საკმარის თანხებს შეაგროვებს. ჩავესი ამტკიცებს, რომ სულ რაღაც ორ კვირაში მან 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა OnlyFans ანგარიშიდან.


მას მთლიანად დასჭირდება დაახლოებით 20 მილიონი დოლარის შეგროვება, რათა ჰქონდეს კლუბის ყიდვის შანსი, რომელიც დაფუძნებულია ჩავესის მშობლიურ ქალაქ რანკაგუაში, სანტიაგოს სამხრეთით.


image

O'Higgins ამჟამად ჩილელი ბიზნესმენის რიკარდო აბუმოჰორი ფლობს. ჩავესმა აღიარა, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან შექმნა OnlyFans-ის ანგარიში, იყო საკმარისი თანხის შეგროვება საყვარელი გუნდის შესაძენად, რადგან ის ამ საფეხბურთო კლუბის უდიდესი ფანია.


”მე მჯერა, რომ ჩემს მენეჯმენტს გუნდთან ერთად შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება, რანკაგუაში დაბრუნება, როგორც გამარჯვებისკენ სწრაფვის გუნდი".

image

"არ ვითამაშებთ მხოლოდ მონაწილეობის გამო. მე მინდა გამარჯვებული გუნდი, რომელიც ყველაფრისთვის იბრძოლებს.-განაცხადა ჩილეს რადიოსადგურ ADN-ს ეთერში დანიელ ჩავესმა.


საფეხბურთო კლუბ O'Higgins მენეჯერები იძულებული გახდნენ გაეკეთებინათ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი გამორიცხავდნენ ჩავესის მიერ კლუბის შეძენას და არც აპირებენ მასთან "სასაუბროდ დაჯდომას".

image

საპასუხოდ ჩავესმმა კლუბის ხელმძღვანელობა სექსიზმში დაადანაშაულა.


კლუბი O'Higgins-ს 1955 წელს დაარსდა, ყველაზე დიდი მიღწევა გუნდას ჰქონდა, 2013 წელს, როდესაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2012 წელს ვიცე-ჩემპიონი, ამის გარდა ორჯერ იყო ჩილეს თასის ფინალისტი: 1983 და 1994 წლებში.

image


0
91
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0