x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
სტეროიდებით გაძეძგილი ბრაზილიელი "ჰალკი" სიკვდილის წინ მეზობელთან მიხოხდა
image

ბრაზილიელი მშენებლის, სან პაულოდან, ვალდირ სეგატოს სახელი დიდი ხანია ცნობილია არა მხოლოდ მის სამშობლოში, არამედ მის მიღმაც . თუმცა მამაკაცი გახდა ცნობილი არა პროფესიული მიღწევებით, არამედ უჩვეულო გარეგნობით. 10 წლის წინ სეგატომ, რომელსაც სხვანაირად მუსკულიანს ან ჰალკის უწოდებდნენ, დაიწყო კუნთების გადიდება და არა სოპრტდარბაზში ვარჯიშით, არამედ საშიში პრეპარატის- სინთოლის ინექციების დახმარებით.




ვალდირმა, რომლის ბიცეფსი ოცდაათიდან სამოცი სანტიმეტრამდე გაეზარდა, საკუთარი თავი ბოდიბილდერად და კულტურისტად წარმოაჩინა.

image


ექიმებმა ჯერ კიდევ 2016 წელს გააფრთხილეს ბრაზილიელი კულტურისტი, რომ შეშვებოდა ამ სახიფათო გატაცებას, თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. და ასეც მოხდა.

დიდებით, კარგი ცხოვრებითა და გამომწერების ყურადღებით შთაგონებული ჰალკი საჯაროდ თავს იწონებდა, თმცა არ იცოდა, რომ დასასრული ახლოს იყო.


სინთოლის ხსნარს, რომელსაც სეგატო საკუთარ სხეულში იშხაპუნებდა, ხშირად უმატებდა შირბახტის ზეთს, ტკივილგამაყუჩებლებლებთან და ალკოჰოლთან ერთად -როგორც სტეროიდების ალტერნატივად. ექსპერტები თვლიან, რომ ასეთმა „კოქტეილმა“ შეიძლება გამოიწვიოს ფატალური ინსულტი, არტერიების ჩაკეტვა და ინფექციები.

image

ბრაზილიელი ჰალკი, რომლის კერპიც ლეგენდარული არნოლდ შვარცენეგერი იყო, ჯანმრთელობა საბოლოოდ გაინადგურა და საკუთაარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ვალდირ სეგატო მხოლოდ 55 წლის იყო. მან ვეღარ მოახერხა მასშტაბურად აღენიშნა დაბადების დღე: სეგატოს დილით ადრე სუნთქვის უკმარისობა დაეწყო, მამაკაცმა ის მოახერხა, რომ მეზობელის კარის ზღურბლთან ფორთხვით მივიდა და სასწრაფოს გამოძახება სთხოვა. ექიმები დროულად მივიდნენ ადგილზე, მაგრამ სინთოლით გაძეძგილი პაციენტის რეანიმაციის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, იუწყება Globo.


image

1
927
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
927
  
2022, 4 აგვისტო, 17:09
:-(
0 1 1