x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
„ვის რაში გაინტერესებთ, რატომ დავშორდი? კაცი აღარ არის და ჭორაობთ?...“ - მამუკა ონაშვილის მეუღლე
image


მომღერალ მამუკა ონაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ძველი ინტერვიუებიდან ამონარიდები, სადაც ოჯახის დანგრევის შესახებ საუბრობენ. როგორც ჩანს ინფორმაციებს ფეისბუქში ბევრი კომენტარი და განხილვა მოჰყვა, რამაც თავად ონაშვილის ყოფილი მეუღლე გააღიზიანა. მან გადაწყვიტა პოსტით გამოხმაურებოდა კომენტარების ავტორებს და ჟურნალისტებს, ვინც ძველ მასალებს ავრცელებენ.


ცოტა ხნის წინ მამუკა ონაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ირინა ჩიხლაძემ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც იმ ჟურნალისტებს მიმართავს, ვინც ძველი ინტერვიუები გამოაქვენა:

/


„რამ გაგაბოროტათ ერო? ამოქექეს ჟურნალისტებმა ჩემი ძველი ინტერვიუები, გაამძაფრეს უფრო და ალანძღვინებენ ჩემს თავს...

ვის რაში გაინტერესებთ ასეთ დროს, მეუღლეს რატომ დავშორდი?... მის სიცოცხლეშიც არ მილაპარაკია მიზეზებზე და ახლა კაცი აღარ არის და ჭორაობთ... სირცხვილია, პატივი ეცით მის სულს...“ - დაწერა ირინა ჩიხლაძემ.

.

შეგახსენებთ, მამუკა ონაშვილი ავარიას ემსხვერპლა. მას ნატახტართან ავტომანქანა დაეჯახა, რომლის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. მომღერალი მძიმე დაზიანებებით რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკაში 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 4 აგვისტოს დაკრძალავენ.

0
453
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0