x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან, არც პუგაჩოვა” – თეა გვასალია
image

.

ოქტომბერში მაქსიმ გალკინმა თბილისში შოუ კონცერტი დააანონსა და ამის შესახებ ქართულენოვანი ვიდეო მიმართვა სოციალურ ქსელშიც გაავრცელა. ამ ფაქტს ეხმაურება ცნობილი ჟურნალისტი თეა გვასალია. გთავაზობთ მის სტატუსს.

.


ჟურნალისტი, თეა გვასალია:

„გავხსენი „ფეისბუქი“ და რას ვხედავ, მაქსიმ გალკინი ქართულად მეპატიჟება თავის კონცერტზე. 15 ოქტომბერს თბილისში ვიქნები და კარგი დრო გავატაროთ ერთადო. სანამ ერი ორად გავიყოფით და თავებს გავუხეთქავთ ერთმანეთს, უნდა ჩამოდიოდეს თუ არა პუგაჩოვას ქმარი საქართველოში იუმორისტული მონოლოგების წასაკითხად, შემამსუბუქებელ გარემოებად გავითვალისწინოთ, რომ კონცერტიდან შემოსულ თანხას უკრაინელებს გადაურიცხავს. გალკინისთვის ნასროლი ერთი-ორი ფეისბუქური ქვა ალბათ მეც მომხვდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს რუსი ებრაელების იუმორი და საერთოდაც, რაც ჟვანეცკის რუსებისთვის აქვს დაცინული თავის მონოლოგებში, ერთი პატარა ბიუსტი კი ეკუთვნის ჩვენგან.

.

მე გალკინის სანახავად 500 ლარის გადამხდელი არ ვარ, ჩემმა შვილებმა არც გალკინი იციან ვინ არის, არც პუგაჩოვას ნამღერი მოუსმენიათ და რუსულიც ძნელ და უინტერესო ენად ეჩვენებათ. თავიანთ საქმეებზე ერთმანეთში ინგლისურად ლაპარაკობენ, სხვებმა რომ ვერ გაიგონ და ვიღაც გაურკვეველ (ჩემთვის) იუთუბერებს და ლოლის მოთამაშეებს და კომენტატორებს უკეთესად იცნობენ, ვიდრე ილფის და პეტროვის პერსონაჟებს. არცაა გასაკვირი. მე და ისინი სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა ქვეყანაში დავიბადეთ და საუკეთესო გამოსავალი ერთმანეთის გემოვნების პატივისცემა და მშვიდობიანად თანაარსებობაა და როცა ჩემი თაობა დინოზავრებივით გადაშენდება, ესენი პუშკინს და ტოლსტოის ინგლისურად წაიკითხავენ, როგორც ეს ელენემ გააკეთა. მაგრამ ინგლისურს ვინ ჩივის, საქმე ისე მიდის, რომ მეშინია ამათი შვილიშვილებისთვის ყველაზე საჭირო და გამოსადეგი ენა ჩინური მანდარინი არ გახდეს…”

.

* * *

„ჩერგო პარტიების დაშლის ექსპერტი იყო, ახლა ცენზორის როლი შეითავსა?“ - ელისო კილაძე

.

image


ელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილის საჯარო სტატუსს ეხმაურება და მას პარტიების დაშლის ექსპერტს უწოდებს.


„აქამდე პოლიტიკური ექსპერტი იყო პარტიების დაშლის დარგში და ახლა ცენზორის როლი შეითავსა?
.
ვინ ეკითხება ჩერგოს რომელი ტელევიზია მიმიწვევს?!
ასე ესმის ევროპული დემოკრატია?!
.
ის დრო ხომ არ გონია, როცა მისი ქმარი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და საერთო "ვიორსტკა" მოდიოდა "კუდიდან"?! - წერს ელისო კილაძძე
.
უფრო ადრე თამარ ჩერგოლეიშვილმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა:
.
„როცა ტელევიზიებში ბონდო მძინარიშვილის, ლიკა ბასილაიას, ელისო კილაძის და ვინმე წულაიას “ექსპერტიზა” იღვრება, სოცმედიაში ახალგაზრდა თაობა რუსების მიერ ქართველთა გენოციდზე საუბრობს.
.
უდაბნოში 40 წლიანი სიარული უფრო დიდი სიბრძნე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.
ეს მენტალური უფსკრული ახალმა თაობამ უნდა ამოავსოს და ამოავსებს, რომ მერე იურულ პარკზე ფილმები გადავიღოთ, “ - დაწერა ჩერგოლეიშვილმა/.
.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „რეაქციის“ სტუდია დატოვა. მოგვიანებით, ასეთი კომენტარი გააკეთა:

/

„50 წუთი ნუგზარ წიკლაურს კი არა, გიგა ბოკერიას არ დავლოდებივარ არსად.
თან მე ყოველთვის ვამოწმებ გასვლის წინ, დრო ხომ არ შეიცვალა – ამჯერადაც გადავამოწმე.
.
“გადაცემა როგორ წავა” ისე ჩემი ცხოვრება ვერ წავა და არ წავა და ამ დამოკიდებულების მიღება სწორად არ მიმაჩნია.
სხვებს შეიძლება აქვთ მაგდენი დრო.
მე არ მაქვს.“
.
0
362
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0