x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აღწერილია ლიკვიდაციამდე ალ-ქაიდას ლიდერის სიცოცხლის ბოლო წუთები

image
ალ-ქაიდას ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი მოკლეს უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად, როდესაც ის თავისი საცხოვრებლის აივანზე იმყოფებოდა. ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სიცოცხლის ბოლო წუთების დეტალურად აღწერა The Washington Post-მა.






გაზეთის ცნობით, 31 ივლისს დილის 6:18 საათზე ამერიკის ცენტრალურმა სადაზვერვო განყოფილებამ Hellfire-ის ორი რაკეტა გაუშვა იმ დროს, როდესაც ზავაჰირი მესამე სართულის აივანზე გავიდა. ის ადგილზე მარტო იყო.The Washington Post-ი განმარტავს, რომ ცენტრალური სადაზვერვო განყოფილება დიდი ხანი უთვალთვალებდა ალ-ქაიდას ლიდერს. მზვერავებმა გაარკვიეს, რომ ზავაჰირს უყვარდა დილით, გამთენიისას, აივანზე გასვლა. ჩვეულებრივ იჯდა მარტო და კითხულობდა. მისი სახლი ქაბულის ელიტარულ უბანში მდებარეობს.





აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ტერორისტის ოჯახი გადარჩა, ისინი თავშესაფარში უსაფრთხოდ იყვნენ და არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა განადგურების იარაღის წყალობით. Hellfire არის პატარა საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ხელყუმბარის ასაფეთქებელი ძალა. ბრიტანული გაზეთ Express-ის ცნობით, რაკეტა R9X Hellfire იყენებს ექვს ზამბარით დატვირთულ ბასრ პირს სამიზნის დასარტყმელად.





კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ავღანეთში ალ-ქაიდას ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ 2 აგვისტოს გახდა ცნობილი. ოპერაციის კომენტირებისას აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ დაუშვებს ავღანეთი ტერორისტების თავშესაფრად იქცეს. ბაიდენი ასევე პირადად მონაწილეობდა ალ-ზავაჰირის განადგურების გეგმის შემუშავებაში.




0
259
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
259
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0