x
მეტი
  • 09.08.2022
  • სტატია:121415
  • ვიდეო:354796
  • სურათი:493433
კონსერვატორიის ხელფასზე აღარ დავწერ,სირცხვილია....აი, ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა-თამარ ჩოთირიძე

imageვოკალისტების კონცერტმაისტერმა თამარ ჩოთირიძემ მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ კონსერვატორია დატოვა, ეს არ იყო მარტივი, მიზეზი კი საოცრად მიზერული ხელფასია.


"კი არ ვწუწუნებ, არც თავს ვიმართლებ ვინმესთან (ან თუნდაც საკუთარ თავთან), უბრალოდ რეალობაა ასეთი:
ესაა ჩემი შვებულების ხელფასი, ზოგადად კონსერვატორიის ხელფასზე აღარ დავწერ, ჩემს თავს ვცემ პატივს, სირცხვილია. და ვარ ვოკალისტების კონცერტმაისტერი, სადაც სისხლის ბოლო წვეთამდე ვმუშაობთ, მარტო მე არა, ყველა! ძალიან ვეცადე რამე შეგვეცვალა, თუმცა არ გამოვიდა არაფერი,
აი, ამიტომ გადავწყვიტე წამოსვლა. ეს არ იყო მარტივი. კონსერვატორია ჩემი მეორე სახლია და საქმე, რომელიც უუუზომოდ მიყვარს, თუმცა... ჩემი თავი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და ვუფრთხილდები


სად მიდიხარო? და სახლშიიი... წამოვწვები, დავასვენებ დაღლილ თავს, წიგნებს წავიკითხავ, ვისეირნებ, ფილმებს ვუყურებ, ბავშვებს მოვამზადებ, მოვიფიქრებ რამეს, ჩემზე არ იდარდოთ."-წერს თამარ ჩოთირიძე.


image

0
384
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0