x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი რუსი სტილისტი საქართველოში არსებულ რუსოფობიაზე- ,,ვცდილობ რუსულად არ ვისაუბრო"

გოშა კარცევი ცნობილი რუსი სტილისტია, რომელიც ისევე როგორც ბევრი, რუსეთის “უკრაინაში ჩატარებული “სპეცოპერაციის" დაწყების შემდეგ, ქვეყნიდან წავიდა. აი რას საუბრობს ის ინტერვიუში საქართველოსა და თბილისზე:image

თბილისში ცხოვრებაზე:

“როცა სამხედრო სპეცოპერაცია დაიწყო, მთელი ოჯახი სადმე უნდა წამეყვანა. დაარქვით ამას, როგორც გინდათ: ჩვენ ყველას გვესმის, რაც დაიწყო. მე და ჩემმა ოჯახმა ჩემოდნები ჩავალაგეთ და წავედით. შევადგინეთ ქვეყნების სია, სადაც სწრაფად გაფრენა შეგვეძლო და უზბეკეთის გავლით ჩავედით საქართველოში. ჩვენ გავიარეთ სხვადასხვა ემოციური ეტაპები, რუსოფობიის წინაშე აღმოვჩნდით. ახლა ჩემი ოჯახი უკვე დაბრუნდა ვლადივოსტოკში, მაგრამ კიდევ ერთი წლით მაქვს კონტრაქტი ბინაზე (ბინის დაქირავება ნამდვილი გამოცდა იყო), ამიტომ გადავწყვიტე იქ გავატარო ცოტა დრო. მოსკოვი ძალიან დაძაბულია და აქ განსხვავებული ემოციური ატმოსფეროა. მიჭირს ახლა დაბრუნებაზე ფიქრი, მაგრამ ვალდებული ვარ."


რუსოფობიაზე საქართველოში


“ზოგადად, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაგრამ ახლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დავინტერესდი ამ ყველაფრით. საქართველოში ხინკლის საჭმელად, საფერავის დასალევად და უბრალოდ გასართობად ჩავდიოდი.. მერე მე და ნატაშა ოსმანმა გადავიღეთ ფილმი საქართველოზე და დიდი სიძულვილი მივიღეთ კომენტარებში იმის შესახებ, რომ რუსები იქ არ უნდა იყვნენ. ახლა, როცა იქ ვცხოვრობ, ვურთიერთობ ხალხთან, ვხვდები, რა არის მთავარი პრობლემა. პირველი ორი-სამი თვე რთული იყო. ყველგან ნახატები და სტიკერები გვხვდებოდა წარწერებით: "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებო, არავის უნდა აქ თქვენი ყოფნა". ჩვენი პრეზიდენტის საწინააღმდეგო წარწერები ყველა ბოძზე წერია. ბევრი ამბობს: „თუ პუტინს უჭერ მხარს, არ ჩამოხვიდე“. ვცდილობ არ ვილაპარაკო რუსულად. მათ აქვთ მრავალი მიზეზი, რის გამოც ბრაზდებიან. ეს გამართლებულია. რთული პოლიტიკური თამაშია, მაგრამ მე საერთოდ არ ვარ ამაში კარგი."

1
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
უკრაინელების არ იყოს,სად გამორბიხარ და რატომ? ჩამოსვლით ყველას უნდა შეეძლოს ჩამოსვლა საქართველოში,რუსებსაც და უკრაინლებსაც,მაგრამ ადამიანი რო გეტყვით სიმართლეს,თუ ვინ ხართ რეალურად,მაშინ თუ ნამუსი გექნათ უკან უნდა გაბრუნდეთ. რუსეთში ხარ ან პუტინის რეჟიმის მომხრე ან მშიშარა ნაბიჭვარი,არცერთი არ არის საამაყო. თუ იცი რო ცუდია თქვენი პრეზიდენტი და მთავრობა,აქ რას გამორბიხართ და ქვითინებთ,ჩამოაგდეთ ის დედა მ... რაც შეეხება უკრაინელებს,ისეთი ჯანღონით სავსე ბიჭები არიან ჩამოსულები აქ და არა მარტო,რომ სირცხვილია მართლა. ბავშვების და მოხუცების შეფარება მოსულა,მარა მათ შუაში მყოფი ხალხის არა,მით უფრო მათი დანახარჯების გასტუმრება. ომიანობის დროს ყველა ზრდასრული ქალი და კაცი გამოსადეგია,ხოლო თუ ისინი გამორბიან,მაშინ დეზერტირები არიან. ყველას არ შეუძლია ომიო იძახიან მავანნი,ომი არავის არ შეუძლია და არც სურვილი აქვთ,მაგრამ გამოსავალი არ აქვთ და იბრძვიან. სირცხვილია მართლა რა,დეზერტირები არავინ არსად არ უნდა შეიფაროს
0 1 1