x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
სამხრეთ აფრიკაში 8 მოდელი ჯგუფურად გააუპატიურეს, თითოეული მინიმუმ 10-ჯერ მაინც
image

1 ივლისს 80-ზე მეტი ადამიანის სასამართლო გაიმართა მას შემდეგ, როდესაც რვა მოდელი შეიარაღებულმა ბანდამ იარაღის მუქარით გააუპატიურა სამხრეთ აფრიკაში, ოქროს უკანონო საბადოს მახლობლად, ეს მოხდა იმ დროს, როდესაც ჯგუფი მუსიკალურ ვიდეოკლიპის გადასაღებად იყო ჩამოსული.


შოკისმომგვრელი დანაშაული მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი 28 ივლისს იოჰანესბურგის მახლობლად მდებარე კრუგესდორფში იღებდა ვიდეოკლიპს. მოდელები და ჯგუფის სხვა წევრები თითოეული ათჯერ მაინც გააუპატიურეს, აქედან ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 19 წლის გოგონაა, რომელიც 10-ჯერ გააუპატიურეს, ხოლო ყველაზე უფროსი 37 წლის ქალი იყო.


ბანდამ ამის გარდა გაძარცვა გადამღები ჯგუფი. გოგონებს მობილურ ტელეფონები, სამკაულები, ჩანთები და ფული წაართვეს.ასევე წაიღეს ვიდეოკამერები.



ამ ინციდენტმა შოკირება გამოიწვია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რომელსაც აქვს დანაშაულის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო გაუპატიურების მაჩვენებლებით მესამე ადგილზე დგას მთელს მსოფლიოში.


ამ ინციდენტის შემდეგ ქვეყანაში განახლდა მოწოდებები მოძალადეების ქიმიური კასტრაციის შესახებ.


”რაც მოხდა კრუგესდორფში, ერის სირცხვილია”, - თქვა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პოლიციის მინისტრმა ბეკი ჩელემ და დასძინა, რომ ზოგიერთ მსხვერპლს გრძელვადიანი, მძიმე შედეგები დაუდგებათ.


პოლიციამ იქ მომუშავე არალეგალური ემიგრანტები დაადანაშაულა, რომლებიც ადგილობრივებში ცნობილია როგორც Zama Zama, მთლიანად დააკავეს 84 ადამიანი .

image

პოლიციის რეიდის დროს, სროლის შედეგად ორი ​​ეჭვმიტანილი დაიღუპა, ერთიც დაიჭრა და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ორშაბათს დაკავებულები სასამართლოში გადაიყვანეს, პოლიციის უფროსმა ფანი მაკემოლამ განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს, იყვნენ თუ არა ეჭვმიტანილები დაკავშირებული გაუპატიურებასთან.ჯგუფურ გაუპატიურებაზე ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, სავარაუდოდ საგამოძიებო პროცესი ხანგრძლივი იქნება.

image

ითვლება, რომ მუსიკის ხმამ უკანონო საბადოში მომუშავე არალეგალების ყურადღება მიიპყრო. კლიპის გადაღებაში მონაწილეობდა 12 ქალი და 10 მამაკაცი . მოდელები იოჰანესბურგიდან იყვნენ და ერთი დღით იყვნენ დაქირავებულები. გოგონებმა გაქცევა სცადეს, როდესაც თავდამსხმელები ბუჩქებიდან ბალაკლავებითა და ბასოტოს მოსასხამებში გამოწყობილები გამოვარდნენ, თან იარაღიდან მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.


მოდელებს და სხვა წევრებს დაწოლა უბრძანეს, ბანდამ დაუსტვინა და ბუჩქებიდან კიდევ ათი ადამიანი გამოვარდა. ბანდიტებს მოდელები სათითაოდ გაჰყავდათ ბუჩქებში, პარალელურად გრძელდებოდა ძარცვა.


როდესაც სამხრეთ აფრიკის პოლიციის რაზმი ადგილზე მივიდა, ატყდა ორმხრივი სროლა. ორი უკანონო მაღაროელი მოკლეს, მესამე კი დაიჭრა, 17-მა გაქცევა მოახერხა. პოლიციამ ასევე დააკავა 65 სხვა არალეგალი მიგრანტი, რომლებიც ამ რაიონში იმიგრაციულ დანაშაულებებშია ეჭვმიტანილი.


19 წლის მსხვერპლმა განაცხადა, რომ მოატყუა თავდამსხმელები, თითქოს გაუპატიურების შედეგად მუცელი მოეშალა, იმ იმედით, რომ ისინი გაჩერდებოდნენ, იტყობინება Sunday Times South Africa.


„ტყუილის გარდა სხვა გამოსავალი არ მქონდა. რადგან სათითაოდ გავყავდით. იყვნენ სხვებიც, რომლებიც ექვსმა /ათამდე კაცმა გააუპატიურა“, - თქვა მან.


ამავე გოგონას 21 წლის დამ, რომელიც სანიაღვრე თხრილში გააუპატიურეს, ამბობს, რომ გოგონების განსაცდელი ოთხი საათი გრძელდებოდა.



2
1591
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1591
  
2022, 2 აგვისტო, 21:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 2 აგვისტო, 18:12
:-(
0 1 2