x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
Wolt+ - დაიწყე დაზოგვა და აღმოაჩინე კიდევ უფრო მეტი პლუსი

image

1-ელი აგვისტოდან Wolt-ის ყველა მომხმარებელს Wolt+ით სარგებლობა შეეძლება. Wolt+ ვოლტის ყოველთვიური გამოწერის სერვისია, რომელიც მომხმარებლებს ულიმიტო შეკვეთებზე 0 ლარი მიტანის საფასურს სთავაზობს. Wolt+ის ღირებულება თვეში 10.99 ლარია, რაც საშუალებას აძლევს მის წევრებს უკვე მე-3 შეკვეთის შემდეგ თანხის დაზოგვა დაიწყონ და დანაზოგი ვოლტის პირად ანგარიშზეც აკონტროლონ. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება Wolt+ 1 აგვისტოდან 14 დღით უფასოდ გამოსცადოს, რათა აღმოაჩინოს კიდევ უფრო მეტი პლუსი Wolt-ზე.


Wolt+ ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში, ოთხივე ქალაქში Wolt-ის მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაერთონ Wolt+ში, გადაიხადონ თვეში მხოლოდ 10.99 ლარი და შეუკვეთონ პოპულარული ობიექტებიდან: რესტორნებიდან და მაღაზიებიდან, მიტანის საფასური კი 0 ლარი იქნება.


„ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გამოვირჩეოდეთ საუკეთესო მომსახურწბით, და მუდმივად ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეგვიძლია ჩავერთოთ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში და მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია დავნერგოთ ახალი სერვისი, რომელიც სრულიად ახალი ფორმით მოუტანს სარგებელს როგორც ჩვენს მომხმარებელს, ასევე ჩვენს პარტნიორებს“, - ამბობს ნატალია ხიზანიშვილი, Wolt-ის რეგიონალური გენერალური მენეჯერი.




Wolt+ში ჩართვისას, მომხმარებელი იხდის თვიურ გადასახადს და თვის განმავლობაში მისი ყველა შეკვეთის მიტანის საფასური 0 ლარი იქნება. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მარტივად გამოსცადოს სერვისი, Wolt+ პირველი 14 დღე იქნება უფასო.


„ჩვენ გვსურს, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მარტივად გამოსცადოს ჩვენი ახალი სერვისი და დაგვიბრუნოს უკუკავშირი მის შესახებ. Wolt+ ახალი სერვისია ჩვენთვის, და მომხმარებელთა შეფასება დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრაში, მისი განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით.“ აღნიშნავს ნატალია ხიზანიშვილი.


Wolt ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვანად ამარტივებს საუკეთესო რესტორნებიდან, სუპერმარკეტებიდან, აფთიაქებიდან თუ სხვა ობიქეტებიდან შეკვეთას და სახლში ან ოფისში მიტანას. Wolt მსოფლიოს 27 ქვეყანასა და 400-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს და მილიონობით მომხარებელს კომფორტულ და სწრაფ სერვისს სთავაზობს.


Wolt - აღმოაჩინე, შეუკვეთე, ისიამოვნე


www.wolt.com


R


0
18
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0