x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დიმიტრი მედვედევი:"საქართველოს ოკუპაცია უნდა მოვახდინოთ,რადგან მანამდე როგორც სახელმწიფო არ არსებობდა"
image

აგრესორი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსეთის საზღვრების აღდგენაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მთლიანად უნდა იყოს ოკუპირებული, რადგან ის როგორც სახელმწიფო მანამდე არ არსებობდა. თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ მედვედევის თანაშემწემ განაცხადა, რომ მედვედევის ექაუნთი სავარაუდოდ გატეხეს და პოსტი ყალბი იყო.


მედვედევის სავარაუდო პოსტის სქინი ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა.

ამ დროისთვის პოსტი წაშლილია, თუმცა ამ ამ ამბავთან დაკავშირებით არავითარი განმარტება არ ყოფილა მედვედევის მხრიდან.



აი პოსტის ძირითადი შინაარსი:


„ნაციონალისტების ბანდებისაგან, კიევის და მცირე რუსეთის მთელი ტერიტორიის განთავისუფლების შემდეგ, რომლებიც გამოგონილ უკრაინიზმს ქადაგებენ, რუსეთი კვლავ გაერთიანდება.

ამის შემდეგ, მოსკოვი ერთი ხელის დაკვრით, სლავი ხალხის მეთაურობით, გავეშურებით მორიგ ლაშქრობაში სამშობლოს საზღვრების აღსადგენად, რომელიც, მოგეხსენებათ, არასოდეს მთავრდება.


დეტალები: მედვედევმა განაცხადა, რომ 1801 წლამდე „ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო არ არსებობდა“, და ის ერთიანი მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გახდა, ამიტომ „ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს რუსეთთან, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ნაწილი“.


რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ყაზახეთიც გაიხსენა, მას "ხელოვნური სახელმწიფო" უწოდა და რუსების გენოციდში დაადანაშაულა.

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერ მინისტრმა ივნისის დასაწყისში სიძულვილით აღსავე პოსტი დაწერა სოციალურ ქსელში:

""ხალხი ხშირად მეკითხება, რატომ არის ჩემი პოსტები Telegram-ზე ასეთი უხეში. მე ვპასუხობ - მეზიზღება ისინი. ისინი ნაძირლები და დეგენერატები არიან. მათ ჩვენი, რუსეთის სიკვდილი უნდათ. და სანამ ცოცხალი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ისინი გაქრნენ “, - ნათქვამია პოსტში.


მედვედევმა არ განმარტა, კონკრეტულად ვისზეა საუბარი, მაგრამ ყველაზე ხშირად ის უარყოფითად წერს უკრაინის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებაზე, წერს გაზეთი „კომერსანტი“.

5
816
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
816
  
2022, 2 აგვისტო, 17:43
რამდენ ადამიანს აქვს იმის განცდა ქვეყანაში,რომ ჩვენ დამოუკიდებლად შეგვიძლია განვითარება და მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა? ჩემი აზრით,ხელზე თითები საკმარისი იქნება ამის დასათვლელად და ესაა პრობლემა,ჩვენვე არ გვჯერა ჩვენი წარმატების და იმის რო რაიმეს გამკეთებლები ვართ. ხშირად მომისმენია,რომ ქართველი ჭკვიანი ერია და ბევრი მეცნიერი ან აკადემიკოსი გვყავს,ხოდა რამდენია გათგან დამოუკიდებელი? ზოგი რუსების ქოლგის ქვეშ მოღვაწეობს,ზოგი ამერიკლებების და ზოგი არაბების,პასუხისმგებლობა არ აქვთ და ფულს იღებენ,თუ გნებავთ ატომურ ბომბს შეგიქმნიან,რა საქართველოს მაგით?
2022, 2 აგვისტო, 17:37
და დღეს რატომ არ ვართ მზად დამოუკიდებლობისთვის და რატომ არ ვართ რეალურად დამოუკიდებლები,იმიტომ რო მენტალიტეტი გვაქვს მონური და ბატონს ვეძებთ,ერთი ნაწილი ჩრდილოეთით ეძებს და ზოგი დასავლეთში,ხოლო ზოგი ცაში იყურება. არც ისეთი სისტემის შექმნა გამოგვივიდა,რომელიც ავტოკრატიას გამორიცხავდა და ერთის ხელში ძალის კონცენტრაციას. ყველა ფულის კეთებაზე არის გადასული ბიუჯეტის ხარჯზე და შესაბამისად,გვაქვს თევზაძის დატოვებული ლაგატკები და ამით ვებრიქებით მსოფლიოს ერთერთ ყველაზე დიდ შეიარაღების და ცოცხალი ძალის მქონე ქვეყანას? თან ბოლო წლების და თვეების ტენდენცია ასეთია,ყველა ჩვენ გვექადნება უკრაინის მთავრობა,ევროკავშირი,მერი პოპინსი ელჩი და რუსეთი სულ გვექადნება. მიჩუმებულები არიან აზერი,სომეხი და თურქეთი,მარა მათ თავებშიც ტრიალებს ჩვენი მიპყრობის გეგმა. წარმოგიდგენიათ,რომ ისრაელს ეგრე დაექადნოს ვინმე? და თქვენი აზრით რატომ ვერ აკეთებენ ამას? ისრაელი ტყუილად არ მომიყვანია მაგალითად,მტრებით გარშემორტყმული ქვეყანა არის და განვითარდა,ჩვენი ნახევარი რესურსები არ ქონიათ,მარა სტაბილურად ვითარდებიან და დედას უფეთქებენ ყველას,ვინც მათ წინააღმდეგ წავა. ხშირად ამბებენ რო ისრაელი სხვა პონტია,მაგრამ არანაირი სხვა პონტი არ არის და მაგალითის აღება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ,ქართული სახელმწიფოებრიობის ვარდნა,ნახევარი საუკუნის ქვეყანისგან გვაქვს მაგალითი ასაღები,თან თავის დღეში სახელმწიფო არ ქონიათ.
2022, 2 აგვისტო, 16:52
ქართველ ერს 1466 წლის შემდეგ არ ქონია სახელმწიფოებრივად აზროვნება მაღალ დონეზე და არც ახლა გვაქვს. იმ პერიოდში,გიორგი VIII მხარდამჭერები მხოლოდ კახეთში ყავდა და გახდა კიდეც კახეთის გიორგი I და ვერ მოახერხა ერთიანობის აღდგენა,რაშიც მაშინდელი ქართველებს სათითაოდ ძეგელები ეკუთვნით. როგორც გურამიშვილმა თქვა,ქართლელების დაღმა ხნული კახელებმა აღმა ფარცხეს და საქართველოს მოუტანეს საუკუნო გასაჭირი. ხოლო მოვიდა ოსმალები და ოსმალობა გამოცხადდა,მოვიდა ყიზილბაში და ყიზილბაშობა გამოცხადდა და მოვიდა რუსი,რომელმაც დედა უტირა ყველაფერს.
2022, 2 აგვისტო, 16:46
შეიძლება გატეხეს ამი სამი ასოს გვერდი და შეიძლება მართლაც არ უთქვამს ეს,მაგრამ აშკარად სიმართლე არის,1801 წელს,არ არსებობდა ერთიანი საქართველო და ოფიციალურ სახელმწიფოს დასახელება არ გვქონია ეგეთი. ისიც სიმართლეა,რომ რუსეთის შემადგენლობაში გავერთიანდით და ისიც სიმართლე არის,რომ ცალცალკე მოახდინა ამ ქართული სამეფო-სამთავროების ოკუპაცია ანექსია. ეს საერთოდ არ ნიშნავს,რომ რუსეთს ანექსიის უფლება ქონდა ან ეხლა აქვს ოკუპაციის უფლება. ის,რაც 1801 წლისთვის გვჭირდა იყო ერის გამოიმნაირება,რაც იდეაში დღემდე გრძელდება. 1466 წლის შემდეგ ერთიანი არ ყოფილა,უფრო სწორად სამი წლით მოვახერხეთ და კიდევ უფრო სწორად,სიტაუციამ მოიტანა ჩვენი დამოუკიდებლობა,რომლისთვისაც მზად არ ვყოფილვართ და ვერც შევინარჩუნეთ. სამწუხაროდ,თუ რუსეთმა პირი ჩვენსკენ იბრუნა და მოინდომა ოკუპაცია,მაშინ ამას მარტივად გააკეთებს და არც 1991 წელს ვიყავით მზად და 30 წლის მერეც კი არ ვართ მზად ამისათვის. კარგად გადახედეთ 1918-21 წლის მთავრობაში რა ხდებოდა და ვინ ინიშნებოდნენ დიდ თანამდებობზე,როგორ ჩამოაშორეს მაზნიაშვილი გადაწყვეტილებების მიღებას,გასაჭირში როგორ დაუძახეს და როგორ სჯეროდა ჟორდანიას,რომ ლენინი არ იკადრებდა საქართველოს დაპყრობას,როგორც ქოცები აკეთებენ ამას.
2022, 2 აგვისტო, 14:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5