x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508552
ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში დაღუპული მაშველის შვილს მიმართა(ვიდეო)
image„ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს ვიდეომიმართა გაუგზავნა:


„ვიცი, რომ რთულია, მაგრამ ყველაფერს უნდა გაუძლო და ყველაფერი კარგად იქნება. შენ ძლიერი ადამიანი ხარ და მამაშენსაც გაუხარდებოდა, რომ შენ ძლიერად და მაგრად ყოფილიყავი. ის ყოველთვის თვალს გადევნებს, ამიტომ ყველაფერში ბოლომდე უნდა დაიხარჯო და ოცნება აიხდინო. გაუძელი, ძლიერად დარჩი, არასდროს დანებდე და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოვალ, ჩემს მაისურს გაჩუქებ და ერთმანეთიც კარგად გავიცნოთ, მე შენს გვერდში ვარ“, - თქვა კვარაცხელიამ ვიდეომიმართვაში.



კახა ტორჩინავა აფხაზეთიდან დევნილი იყო. "ყველა იცნობდეთ, მაშველი, ჯერ ქართველი ვაჟკაცი, მერე მაშველი კახაბერ ტორჩინავა, მან და მისმა მთელმა გუნდმა საშველად ჩასულმა მაშველებმა ბევრი ნერვიულობით, უზადო სიფრთხილით, თან უდიდესი განცდით, ამოიყვანეს დაზარალებულები. კახა დევნილია და მან ყველაზე კარგად იცის თითოეული გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლის ფასი, დიდება გმირებს", - ეს სტატუსი სოციალურ ქსელში 2021 წელს, ბათუმის ტრაგედიის დროს ერთ ერთმა მოქალაქემ დაწერა და კახას მადლობას უხდიდა. დღეს უკვე ამ მაშველი ბიჭების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.



გუდაურის სამაშველო ოპერაციაში დაღუპულ 8 გმირს-მფრინავ ზაზა ლორიას, მფრინავი დიმიტრი ქააძეს, მფრინავ ლევან ჩოხელს, მფრინავ ანდრო ქუჯოშვილს, მაშველ კახა ტორჩინავას, მაშველ გიორგი მარგიანს, ექიმბს: ქეთევან გულაღაშვილს და გიორგი ვენეცკის დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს 11 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.



1
303
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
303
  
2022, 2 აგვისტო, 12:15
კვარა მაგარი ძმა არის,მთელი საქართველოს სათქმელი უთხრა და ესეთები არ ესწავლება. მაისური არაფერია და არც არასოდეს ყოფილა,მაგრამ გულით ნათქვამი სიტყვა ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. არ ვიცი რა,ესე დაჯდომოდეს გუნდი ადამიანს,როგორც ნაპოლი კვარას მეორე არ მეგულება. იმ გუნდში თამაშობდა მარადონა,რომელიც სოციალური აქტივობით და ადამიანების გვერდზე დგომით გამოირჩეოდა,არ გამხდა მარიონეტი არავის და ეს დასაფასებელია. მართალია სოციალისტი იყო,მარა პატივისცემას იმსახურებს. კვარაც ეგრეა,არ გახდება მთავრობების მარიონეტი და იქ იდგება,სადაც ქართველი ხალხი დგას. ასერომ გამძლეობა დაღუპულთა ოჯახებს და კვარას წარმატებები ნაპოლიში
0 1 1