x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საოცარი ზომის გოლიათი ბაყაყი
imageმსოფლიოში ყველაზე დიდი უკუდო ამფიბიაა. ამ არსებამ სახელი მიიღო ბიბლიაში არსებული პერსპნაჟის გოლიათის პატივსაცემად, რომლის სიმაღლე არის 277 სმ. ეს არსება ძირითადად ცხოვრობს ტროპიკული მდინარეების სანაპიროებზე. ყველაზე ხშირად მათი ნახვა შეიძლება ჩანჩქერების მახლობლად. გოლიათები სუფთა წყალს ანიჭებენ უპურატესობას.

გოლიათი ბინადროს ტენიან ადგილებში, მას ვერ ნახავთ მზიან ადგილას. ყველაზე ხშირად წყალში ბანაობენ ან კლდეებზე სხედან. გოლიათი ბაყაყი საკმაოდ ფრთხილია, სმენა და მხედველობა ძალიან კარგად აქვთ განვითარებული. ისინი იკვებებიან მწერებით, მღრღნელებით, მორიელით, პატარა ფრინველებით, გველებითაც კი, ნადირობისთვის ღამის პერიოდი ურჩევნიათ. ამ არსებებს ეშინია ადამიანების, დიდი ფრინველებისა და ნიანგების, მათ არ აქვთ ვოკალური იოგები, რის გამოც ისინი არ გამოსცემენ ბგერას.

გოლიათი ბაყაყის წონა 3-დან 6 კილომდე მერყეობს. მთლიანი სიგრძე შესაძლოა აღემატებოდეს 90 სანტიმეტრს . ისინი მრავლდებიან მშრალ სეზონზე, 1 კვირაზე ნაკლებ დროში მდედრს შეუძლია დადოს დაახლოებით 10000 კვერცხი. მდედრი ბაყაყი მამრზე ოდნავ დიდია, ამ არსებების საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია, ხოლო მაქსიმალური ასაკი დაახლოებით 21 წელია.

დღეისათვის გოლიათი ბაყაყები აღიარებულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა. დღეს ეკვატორულ გვინეაში არსებობს სპეციალური პარკი ამ არსებებისთვის, რათა გადარჩნენ. ქვემოთ იხილეთ სხვა ფოტოებიც.




image


image


image


საინტერესო სტატიები

image1)საოცარი მითიური არსებები . ნაწ.4 (+8ფოტო)

2)მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ქალები ( +11 ფოტო)

3)ირანელი "ანჯელინა ჯოლი" (+8 ფოტო)

4)20 საინტერესო ფაქტი კენგურუს შესახებ

5)დაჭიმული ტუჩები- აფრიკული ტომის სავიზიტო ბარათი ( +7 ფოტო)

6)“ეგზოტიკური" -სილამაზე ( +9 ფოტო)

0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0