x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 საკულტო საცურაო კოსტიუმი XX საუკუნის ფილმებიდან, რომლებიც დღესაც შეუდარებლად გამოიყურება

image
ზაფხული დასვენებისა და შოპინგის დროა იდეალოური საცურაო კოსტუმის მოსაძებნად. ძველი ჰოლივუდის ფილმებს ამაშიც ხიბლი აქვს, იმ წლების კინოვარსკვლავები ასოცირდებიან დახვეწილობასთან და ელეგანტურობასთან, ამიტომ, გარდერობის ისეთი უბრალო ნივთიც კი, როგორიც საცურაო კოსტუმია, შეუდარებლად გამოიყურება:

1. მერილინ მონრო- “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"

მერილინ მონროს გმირი კომედიაში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" (1959) ორკესტრის სოლისტი და უპირატესობას ანიჭებდა მჭიდრო კაბებს ღრმა დეკოლტეთ. თუმცა, სანაპიროზე გოგონა მუქი დახურულ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა, რომელიც ფრენბურთის თამაშისას მოძრაობებს არ აფერხებდა.image

2. გრეის კელი- “მაღალი საზოგადოება"

კომედიურ მიუზიკლში High Society (1956) გრეის კელი თამაშობს ქალბატონის როლს, რომელიც ხელთათმანების მსგავსად იცვლის მდიდრულ სამოსს. საკუთარი სახლის აუზზეც კი გოგონა არისტოკრატს ჰგავს - როგორია მისი ელეგანტური თეთრი საცურაო კოსტიუმი მოოქროვილი ღილებით.image

3. სოფი ლორენი- “გრაფინია ჰონგ-კონგიდან"

ფილმში, რომლის რეჟისორი ცნობილი ჩარლი ჩაპლინი იყო, სოფი ლორენი გრაფინია ნატაშას როლს ასრულებდა. ერთ-ერთ ბოლო სცენაში გოგონა ოკეანეში ხტება. იმ მომენტში მას ეცვა ფერადი პრინტით საცურაო კოსტუმი, რომელიც შედგებოდა ტოპისა და მსუბუქი მასალისგან დამზადებული მოკლე ქვედაკაბისგან, რაც დადებითად უსვამდა ხაზს მის ფიგურას.image

4. მოდ ადამსი- “მამაკაცი ოქროს პისტოლეტით"

მოდ ადამსი თამაშობს ჯეიმს ბონდის გოგონას რიგით მე-9 ფილმში აგენტ 007-ის შესახებ. მისი პერსონაჟი ანდრეა მდიდარ, მაგრამ საშიშ მამაკაცზეა დამოკიდებული. მთელი ფილმის განმავლობაში გოგონა ელეგანტურადაა ჩაცმულია. გამონაკლისი არც პლაჟის სცენაა – მას დახვეწილი შავი საცურაო კოსტუმი აცვია, რომელიც დღესაც ლამაზად გამოიყურება.image

5. სიუ ლაიონი- “ლოლიტა"

ვლადიმერ ნაბოკოვის 1962 წლის რომანის კინოადაპტაციაში შესრულებული როლისთვის სუ ლაიონმა მოიპოვა ოქროს გლობუსის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ბაღის სცენაში ახალგაზრდა გოგონა წიგნს კითხულობს და მზეს ეფიცხება, ამ სცენაში მას იდეალურად აქვს არჩეული საცურაო კოსტიუმი, ყვავილებიანი პრინტით, ჩალის ქუდით და მზის სათვალით.

image

6. დებორა კერი- “ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე"

ფილმში (1953), დებორა კერს ეცვა შავი ცალმხრივი საცურაო კოსტუმი, რომელიც ცნობილი გახდა ოკეანის სანაპიროზე ბერტ ლანკასტერთან კოცნის საკულტო სცენით. მსახიობმა, რომელმაც იმ დროისთვის ცივი და კაპრიზული ვარსკვლავის პოპულარობა მოიპოვა, ხუმრობით თქვა: "საეჭვოა, ვინმეს წარმოედგინა, რომ თამაში შემიძლია, სანამ საცურაო კოსტიუმი არ ჩავიცვი".image

7. ჯინა ლოლომბრიჯიდა- “სერჟანტი ო'ფარელის პირადი ფლოტი"

იტალიელმა მსახიობმა ითამაშა 1968 წლის ცნობილ კომედიაში ბობ ჰოუპის მონაწილეობით. სიუჟეტის მიხედვით, ჯინას გმირს შეუყვარდება ექსცენტრიული ბიჭი, მოგვიანებით კი უეცრად აღმოჩნდება წყნარ ოკეანეში მცურავ გემზე.

როლი პატარა იყო, მაგრამ მსახიობმა მაინც მიიპყრო მაყურებლის ყურადღება, მათ შორის ხიბლისა და სტილის წყალობით. პლაჟის სცენაში მას აცვია საცურაო კოსტუმი ნათელი პრინტით, რომელსაც წარმატებით ერწყმის კისერზე შეკრული გრძელი შარფი.image

8. ავა გარდნერი- “ფეხშიშველი გრაფინია"

ჰოლივუდის ვარსკვლავმა ითამაშა მსახიობის მარია ვარჟესის როლი ფილმში „ფეხშიშველი გრაფინია“ (1954). იახტის სცენაში ქალს საცურაო კოსტიუმი ეცვა, ბოლოში ოქროსფერი ნაწილებით ბოლოში. გარეგნობას სათვალე, საყურე და ღია წითელი პომადა ავსებდა.image

9. რაკელ უელჩი- “მილიონი წელი ჩვენს ერამდე"

ფანტასტიკური ჟანრის ფილმის მოქმედება ვითარდება გამოქვაბულების და დინოზავრების გამოგონილ ეპოქაში. პრეისტორიული ქალის ჩაცმულობა ზუსტად ჰგავს თანამედროვე საცურაო კოსტუმს, რომელმაც, სხვათა შორის, კომიკური სახელწოდებაც კი მიიღო "ბეწვის ბიკინი".

რაკელ უელჩის როლის შემსრულებელმა თქვა, რომ დიზაინერმა კარლ თომასმა საცურაო კოსტუმი სწორედ მასზე დაასრულა და მორგებულად შეცვალა.image

10. ოდრი ჰეპბერნი- ..ორნი გზაზე"

ელეგანტური ოდრი ჰეპბერნი წითელ საცურაო კოსტუმში ბრწყინავდა მანამ, სანამ პამელა ანდერსონი Bგახდებოდა ცნობილი ამგვარი კოსტიუმით სერიალში “მაშველები". ოდრის მსგავსი, მაგრამ უფრო მოკრძალებული სამოსი ეცვა კომედიურ-დრამაში „ორნი გზაზე“ ჯერ კიდევ 1967 წელს.

მსახიობმა საკუთარი მაგალითით დაამტკიცა, რომ არ არის აუცილებელი გქონდეს ბრწყინვალე ფორმები, რათა გამოიყურებოდე მდიდრულად ასეთ სამოსში.image













0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0