x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
როგორც ჩანს პუტინმა ბიჭვინთის რეზიდენცია ხელში ჩაიგდო მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად
image

სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთი ზღვისპირა სასახლე ჩაიგდო ხელში საკუთარი განცხრომისთვის, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ცდილობს საქართველოში, კერძოდ კი აფხაზეთში მიითვისოს მიწის უზარმაარი ტერიტორია.წერს ბრიტანული გამოცემა Daily mail-ი.


ასლან ბჟანია, სეპარატისტული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი, ამბობს, რომ მას თავად პუტინმა უბრძანა საკურორტო ქალაქ ბიჭვინთას მახლობლად მდებარე "ზღვისპირა სამოთხე" მისთთვის გადაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, გაფორმდა 49-წლიანი იჯარა, რის მიხედვითაც პუტინის ფედერალური დაცვის სამსახურის კონტროლქვეშ მოექცევა 186 ჰექტარი მიწის, 115 ჰექტარი წყლის ფართობი.

image


ამ ამბავმა მწვავე პროტესტი გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში. ითვლება, რომ პუტინი გამოიყენებს ადგილს, სადაც განთავსებულია იოსებ სტალინის მიერ აშენებული საზაფხულო რეზიდენცია, რომელსაც ხშირად სტუმრობდა ნიკიტა ხრუშჩოვიც.

image

ცნობისათვის მანამდე ოპციზიამ კიდევ ერთი სასახლის შესახებ შეიტყო, რომლის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია და დაახლოებით 200 კილომეტრით არის დაშორებულია შავი ზღის სანაპიროდან(ფოტოზე)

image

ბჟანიამ ადგილობრივ განრისხებულ მოსახლეობას უთხრა, რომ უძლური იყო უარი ეთქვა თხოვნაზე, რადგან მიაჩნია, რომ მისი ახალი მთავრობა ვერ გადარჩება რუსი სამხედროების მხარდაჭერის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომით.

”დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის ფედერაციას შეუძლია ამ აგარაკის გარეშე იყოს ”, - თქვა მან. „მაგრამ შეგვიძლია თუ არა ვიარსებოთ რუსეთის ფედერაციის, მისი შეიარაღებული ძალების და მისი სტრუქტურების მხარდაჭერის გარეშე, რომლებიც იცავენ ჩვენს საზღვრებს აქ? ეს არის მთავარი დიდი კითხვა“.


image

მან აღიარა: "ეს არის ადგილი, სადაც ჩვენი მთავარი სტუმარი [პუტინი] ჩამოვა".

69 წლის რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთში სულ მცირე ორჯერ იყო, ერთი 2013 წელს და მეორე 2017 წელს.

რაც შეეხება სერგეი შამბას, უსაფრთხოების მხრივ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას შემდეგნაირად ხსნის: „ნაკლებად სავარაუდოა, არსებობდნენ ისეთი გიჟები, რომლებიც მზად იქნებიან, ჰაერში საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინონ იმ სიტუაციაში, როცა რუსეთის ფედერაციის რომელიმე უმაღლესი თანამდებობის პირი შესაძლოა, ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკზე ისვენებდეს“.

საბჭოთა კავშირში რამდენიმე ათეული ასეთი ობიექტი იყო. ყველა მათგანი სტალინის პერიოდში, 1931 წლიდან 1949 წლამდე აშენდა. მათ, თითქმის, ერთნაირი განლაგება და უსაფრთხოების გაძლიერებული სისტემა ჰქონდა, ინტერიერი კი ხის იშვიათი ჯიშების მასალით არის მორთული.

1
120
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
120
  
2022, 1 აგვისტო, 19:05
ასეთი მორალის პატრონი არის პუტინი,ხოლო აფხაზი დეფაქტო ლიდერები ჩმორული მენტალიტეტის. სახლი სახლია,როგორც სტალინი ვეღარ იბოგინებს ან სხვა კომუნსიტები,ეგრე იქნება პუტინის შემთხვევაში. ქონდეს თუ ასე ძალიან უნდა,სახლი ისეთი რამეა შენით უნდა მოაწყო,სხვისი მოწყობილი და აშენებული სახლი რა ფეხებად მინდა,გაიკვეხონ უკან და შამბაც ზედ მიაყოლონ.
0 1 1